როგორ ქმნის Lilat Home უნიკალურ პროდუქტებს - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
Lilat Home არის ქართული ბრენდი, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს უნიკალური დიზაინის მაგიდის სუფრებსა და ტექსტილის პროდუქტებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მარიამ ტონიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Lilat Home არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის მაგიდის სუფრებსა და ტექსტილის პროდუქტებს უნიკალური დიზაინით. კომპანიის მთავარი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ნამუშევარი შექმნილია ქართველი მხატვრებისა და ილუსტრატორების დიზაინების საფუძველზე, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ კულტურულ და ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებს.
ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2023 წელს, იდეით, რომ ყოველდღიური ნივთი - მაგიდის სუფრა გადაგვექცია დიზაინისა და ემოციის მატარებელ პროდუქტად.
მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქსოვილზე დამზადებულ სუფრებს, რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ინტერიერის მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტიც არის.

როგორია კომპანიის არსებული ასორტიმენტი?
Lilat Home-ის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან მაგიდის სუფრებს, რომლებიც განსხვავდება როგორც დიზაინით, ისე თემატიკით.
ჩვენი პროდუქცია მოიცავს:
• ყოველდღიურ, მინიმალისტურ და კლასიკურ დიზაინებს;
• სეზონურ და სადღესასწაულო კოლექციებს (სააღდგომო, საახალწლო და სხვა);
• თემატურ სუფრებს, რომლებიც კონკრეტულ განწყობასა და ისტორიას გადმოსცემს.
ყველა პროდუქტი დამზადებულია ნატურალურ ქსოვილზე, რაც უზრუნველყოფს როგორც ვიზუალურ სილამაზეს, ისე ხარისხსა და გამძლეობას.
რას მიიჩნევთ Lilat Home -ის კონკურენტულ უპირატესობად?
Lilat Home-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური კონცეფცია - ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სუფრებს, არამედ ვქმნით ისტორიებს.

ჩვენ ვიყავით პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა თემატური სუფრები. მაგალითად, სააღდგომო და საახალწლო პრინტები, რაც ბაზარზე ახალი და განსხვავებული მიმართულება იყო.
ასევე, ჩვენი დიდი უპირატესობაა:
• თანამშრომლობა ქართველ მხატვრებთან და ილუსტრატორებთან ( მათ შორის ნიკო ცეცხლაძის უნიკალური ნახატები);
• ექსკლუზიური დიზაინები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება;
• ხარისხიანი, ნატურალური მასალების გამოყენება.
ეს ყველაფერი ქმნის პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ განსაკუთრებით, გაფართოების /ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
სამომავლოდ Lilat Home გეგმავს ასორტიმენტის გაფართოებას და ახალი პროდუქციის დამატებას, რომელიც ისევ შეინარჩუნებს ბრენდის მთავარ ხაზს - დიზაინისა და ხელოვნების შერწყმას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასევე, ვგეგმავთ:
• ახალი კოლექციების შექმნას სხვადასხვა თემატიკით;
• თანამშრომლობის გაფართოებას სხვა ქართველ არტისტებთან;
• პროდუქციის ხაზის გაფართოებას (მაგალითად, სხვა სახის სახლის ტექსტილი);
• საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვებას.

ჩვენი მიზანია Lilat Home იქცეს ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ასოცირდება ხარისხთან, დიზაინთან და ქართულ ხელოვნებასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 577 31 36 13.
სხვა სიახლეები
Lilat Home საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას და ახალი კოლექციების შექმნას გეგმავს
12.11.2026.10:00
Lilat Home ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს უნიკალური დიზაინის მაგიდის სუფრებსა და ტექსტილის პროდუქტებს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ საქმიანობაში კორპორატიული მიმართულების წილი გაზარდა და ინდივიდუალურ შეკვეთებზე გააკეთა აქცენტი. ბრენდის განვითარების ახალი ეტაპის, სამომავლო გეგმებისა და საერთაშორისო ბაზარზე თანამშრომლობის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი მარიამ ტონია ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კომპანიას ამ ეტაპზე და როგორ განვითარდა ბრენდი ბოლო ინტერვიუს შემდეგ?
ბოლო ინტერვიუს შემდეგ Lilat Home-მა განვითარების საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. თუ თავდაპირველად ჩვენი ძირითადი მიმართულება საცალო გაყიდვები იყო, დღეს ბრენდის საქმიანობაში წამყვანი ადგილი კორპორატიულმა შეკვეთებმა დაიკავა.
ეს ცვლილება ჩვენთვის ერთგვარი ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა, რადგან კორპორატიული მიმართულება გვაძლევს საშუალებას, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა კომპანიასთან, უკეთ გავიცნოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ ინდივიდუალური, მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტები.
რა თქმა უნდა, საცალო მიმართულებასაც ვინარჩუნებთ, რადგან სწორედ ინდივიდუალური მომხმარებლების სიყვარულმა და ნდობამ ჩაუყარა საფუძველი Lilat Home-ის განვითარებას. თუმცა დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი კორპორატიული მიმართულების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა.

როგორ შეიცვალა კომპანიის ასორტიმენტი და რომელ პროდუქტებზეა მომხმარებელთა მოთხოვნა ყველაზე მაღალი? გეგმავთ თუ არა ახალი კოლექციებისა და სახლის ტექსტილის სხვა პროდუქტების დამატებას?
კორპორატიული მიმართულების განვითარებასთან ერთად ბუნებრივად შეიცვალა ჩვენი მიდგომაც ასორტიმენტის მიმართ. დღეს Lilat Home მხოლოდ მზა კოლექციების შეთავაზებით აღარ შემოიფარგლება - ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე და თითოეულ დამკვეთს ვთავაზობთ მის სურვილებსა და ბრენდის იდენტობაზე მორგებულ დიზაინს.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა შემოქმედებითი პროცესი, როდესაც იდეა უშუალოდ დამკვეთთან თანამშრომლობით იბადება და საბოლოოდ უნიკალურ პროდუქტად იქცევა.
რაც შეეხება ახალ კოლექციებს, მათი შექმნა, რა თქმა უნდა, კვლავ ჩვენი გეგმების ნაწილია. განსაკუთრებით აქტუალურია საახალწლო მიმართულება. სასიხარულოა, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინი - „შობის ანგელოზი“ დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ პოპულარობას მომხმარებლებში.

ამასთანავე, ვფიქრობთ ახალი დიზაინების დამატებას საცალო კოლექციაშიც, რათა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს კვლავ შევთავაზოთ განსხვავებული, ესთეტიკური და განსაკუთრებული პროდუქტები.
თქვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ქართველ არტისტებთან თანამშრომლობა და ექსკლუზიური დიზაინებია. როგორ ვითარდება ეს მიმართულება და იგეგმება თუ არა ახალ მხატვრებთან ან ილუსტრატორებთან თანამშრომლობა?
ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობა Lilat Home-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო და დღემდე ასეთად რჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პროდუქტს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება კი არა, საკუთარი მხატვრული ხასიათი და ისტორია ჰქონდეს.
სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო სიახლეებს ვამზადებთ. იგეგმება თანამშრომლობა ცნობილ ქართველ მხატვრებთან და კალიგრაფისტებთან, რომელთა შემოქმედებაც, ვფიქრობთ, სრულიად ახალ და განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს ჩვენს მომავალ კოლექციებს.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, ამიტომ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე როგორც ჩვენი ბრენდისთვის, ისე ქართველი მომხმარებლებისთვის.

გვჯერა, რომ ხელოვნებისა და ყოველდღიური ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირება სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც Lilat Home-ს განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს.
წინა ინტერვიუში სამომავლო გეგმებს შორის საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც დაასახელეთ. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და რა გეგმები აქვს Lilat Home-ს წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
სასიამოვნოა, რომ Lilat Home-ის პროდუქცია უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის წარმოდგენილი. ჩვენი ტექსტილი არაერთი ქართული რესტორნის ინტერიერის ნაწილია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
მათ შორისაა ქართული რესტორანი „ხომლი“ გერმანიაში, „ოდა ჰაუსი“ ამერიკაში და „ივერია“ ვალენსიაში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართული დიზაინით შექმნილი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში ქართული სტუმართმოყვარეობისა და კულტურის წარმოჩენის ნაწილიც ხდება.
ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო მიმართულებით და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართულ დიზაინს საზღვრებს გარეთაც დიდი პოტენციალი აქვს.
რაც შეეხება წლის დარჩენილ პერიოდს, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საახალწლო კოლექციის კორპორატიული გაყიდვებია. საახალწლო სეზონი Lilat Home-ისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და წელსაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ კომპანიებს შევთავაზოთ განსხვავებული, ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი პროდუქტები.

პარალელურად, ვგეგმავთ საცალო მიმართულების განახლებასაც და ახალი დიზაინების დამატებას. ჩვენი მიზანია, Lilat Home განაგრძობდეს განვითარებას ისე, რომ შეინარჩუნოს ის მთავარი ღირებულებები, რომლებზეც ბრენდი შეიქმნა - ქართული ხელოვნების სიყვარული, ხარისხი და ინდივიდუალურობა.