მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შეგიძლია მართო ინვოისები მარტივად - საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში

news image
mbc image

სხვადასხვა ფაილის შექმნა, გადახდების კონტროლი და ინვოისების გაგზავნა ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე და შრომატევადი რუტინაა. იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს, საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებით ინვოისების შექმნა, გაგზავნა, მიღება და ჩარიცხულ თანხებთან ავტომატური დაკავშირება უკვე ერთ, მარტივ ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი.

როგორ გეხმარებათ ახალი ფუნქციონალი დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვაში?

პროფესიონალურ დოკუმენტაციას დამატებითი პროგრამების გარეშე ქმნით

რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიულ პირებს ინვოისს პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკში გაუგზავნით და იქვე მარტივად შეძლებთ:

  • დოკუმენტზე ხელმოწერის დამატებას;
  • ინვოისზე კომპანიის ლოგოს დატანას;
  • დღგ-სა და ფასდაკლების მითითებას;
  • ნებისმიერი სხვა საჭირო დეტალის ასახვას.

აღარ მოგიწევთ ჩარიცხვების ხელით შემოწმება

ამ ფუნქციონალის მთავარი უპირატესობა სტატუსების ავტომატიზაციაა. ასობით ინვოისის ამონაწერში ხელით ძებნისა და შემოწმების ნაცვლად, სისტემა ამ პროცესს თქვენ ნაცვლად მართავს. შემოსული ტრანზაქცია კონკრეტულ ინვოისს ავტომატურად უკავშირდება და "გადახდილის" სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ჩარიცხვების მუდმივი მონიტორინგი უკვე აღარ დაგჭირდებათ.

აკონტროლებთ ინვოისების სტატუსებს და ქმნით თქვენზე მორგებულ სამუშაო პროცესს

გაგზავნილი თუ მიღებული ინვოისები ერთიანდება ბიზნეს ინტერნეტბანკში, სადაც მარტივად აკონტროლებთ მათ სტატუსებს (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, გადასახდელი თუ ვადაგასული), ამასთან ერთად:

  • მუშაობის პროცესში შეგიძლიათ დოკუმენტი შეინახოთ ნიმუშის სახით;
  • საჭიროებისას, დოკუმენტს მარტივად გადმოწერთ PDF ფორმატში;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად ინვოისების შექმნა და მართვა სრულად ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.

გამარტივებული ყოველდღიური ბანკინგი ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, ბიზნეს ინტერნეტბანკს მომავალშიც არაერთი სიახლე დამატება, რათა ბიზნესის დრო და ენერგია, რუტინული პროცესების ნაცვლად, საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ.

გადადით ბიზნეს ინტერნეტბანკში და გამოცადეთ ახალი ფუნქციონალი, ხოლო თუ ჯერ ისევ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ განაცხადი და აღმოაჩინეთ ციფრული სივრცე, სადაც პროცესები სულ რამდენიმე წუთში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდება.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა