მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შეგიძლია შეიძინო City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი

news image
mbc image

დაბადების დღის, წვეულების ან სხვა განსაკუთრებული დღის აღსანიშნად საჩუქრის არჩევა ადვილი საქმე არაა. არაერთ საათს ვატარებთ საუკეთესო ნივთის ძიებაში და ზოგჯერ დარწმუნებულიც არ ვართ, ნამდვილად მოეწონება იგი ადრესატს თუ არა. ამიტომ, საქართველოს ბანკი პრაქტიკულ გადაწყვეტილებას გთავაზობთ, რომელიც საჩუქრისშერჩევას მაქსიმალურად ამარტივებს - ესაა City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლის შეძენა და ადრესატთან გაგზავნა სრულად დისტანციურად, მობილბანკის დახმარებითაა შესაძლებელი.

მარტივი არჩევანი

თუ აქამდე მობილბანკში კონკრეტული მაღაზიების ციფრული სასაჩუქრე ბარათები იყო ხელმისაწვდომი, ახლა მომხმარებელს კიდევ უფრო დიდი არჩევანი აქვს და შეუძლია ამ ბარათით City Mall-ის პარტნიორ ნებისმიერ მაღაზიაში იშოპინგოს. 

ციფრული გამოცდილება

City Mall-ის სასაჩუქრე ბარათის გასაგზავნად მობილბანკიდან მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითებაა საჭირო. რაც მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა, სარგებლობს თუ არა მიმღები საქართველოს ბანკის მობილბანკით - სასაჩუქრე ბარათით სარგებლობა მას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. ბარათზე ინფორმაციას კი იგი SMS-ის სახით მიიღებს.

გარდა ამისა, გამგზავნს ბარათის პერსონალიზებაც შეუძლია:

  • სასურველი დიზაინის შერჩევით;
  • მისალოცი ტექსტის დამატებით;

გადახდა Wallet-დან

შეძენილი ბარათის დამატება ციფრულ საფულეშია შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრესატს საჩუქრის გამოსაყენებლად არ სჭირდება პლასტიკური ბარათი, ქაღალდის ვაუჩერი ან სხვა რამ - გადახდა მარტივად, მობილურის დახმარებითაა შესაძლებელი. 

როგორ შეგიძლია გაგზავნო City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი?

  1. გადმოწერე საქართველოს ბანკის მობილბანკი;
  2. ეწვიე სასაჩუქრე ბარათების განყოფილებას;
  3. აირჩიე City Mall-ის ბარათი;
  4. მიუთითე ადრესატის ტელეფონის ნომერი;
  5. სურვილისამებრ, შეარჩიე დიზაინი და მისალოცი ტექსტი;
  6. გააგზავნე და გაუზიარე საყვარელ ადამიანს შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა