მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შეგიძლიათ მართოთ საგადასახადო საკითხები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი უკვე არაერთი წელია, მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიების ფინანსების მართვის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს აპლიკაციამ ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის წოდებაც მიიღო, მას შემდეგ კი, არაერთი განახლების შედეგად, ბიზნესის მართვის კიდევ უფრო მოსახერხებელ ინსტრუმენტად იქცა. იგი აერთიანებს ყველა ტრანზაქციასა თუ ოპერაციას, რაც შესაძლოა ბიზნესს ყოველდღიურად დასჭირდეს. ამ სტატიაში კი ბიზნესმობილბანკის შესაძლებლობებს საგადასახადო მიმართულებით გაგაცნობთ.

ნახეთ ინფორმაცია ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ — ბიზნეს მობილბანკში შესაძლებელია ბიზნესის ანგარიშზე არსებული ნაშთის შემოწმება და უკვე განხორციელებული ტრანზაქციების კონტროლი.

ამოიღეთ ამონაწერი, რომელიც დეკლარაციის შევსებაში დაგეხმარებათ — აპლიკაცია აგენერირებს ამონაწერს როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით. საგულისხმოა, რომ ყოველი თვის 15 რიცხვში კომპანიები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას წარადგენენ, სწორედ ამ პროცესს ამარტივებს ამონაწერის მიღების ფუნქციონალი.

შეასრულეთ სახაზინო გადარიცხვა მარტივად — აპლიკაციით მარტივადაა შესაძლებელი სახაზინო გადარიცხვების შესრულება სხვადასხვა მიზნობრიობით.

გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკი ტრადიციული საბანკო სერვისების მიღმა, არაერთ სასარგებლო სერვისს აერთიანებს. ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია:

  • საკრედიტო ხაზის ათვისება და შეღავათიანი ბიზნეს სესხით სარგებლობა;
  • გადარიცხვებისა და კომუნალური გადახდების შესრულება
  • ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა;
  • ბიზნეს ნაკრების გააქტიურება;
  • ახალი ანგარიშის გახსნა;
  • ბიზნეს ანაბრის გახსნა და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომლითაც სარგებლობა კომპანიებს მობილბანკის დახმარებით შეუძლიათ, ბიზნეს შეთავაზებებია. იგი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებებს აერთიანებს.

გაიგეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესახებ მეტი ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა