მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შეიქმნა სასტუმრო კაპო ვერდე მწვანე კონცხზე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით

news image
mbc image

აჭარის ტურისტულ რუკაზე, მწვანე კონცხის მშვიდ ბუნებაში, ერთ შთამბეჭდავ წერტილს იპოვით - კაპო ვერდეს, რომელმაც უკვე რამდენიმე წელია, სტუმრების გულის მოგება სანიმუშო სტუმარ-მასპინძლობითა და გამორჩეული გარემოთი შეძლო. სასტუმროს შექმნაში გიორგი ნაკაშიძეს წარმატებული საოჯახო ბიზნესის გამოცდილება და ინტუიცია დაეხმარა. იგი გვიამბობს, როგორ იქცა სპონტანური იდეა რეალობად, რა გამოწვევები გადალახეს წარმატებული სასტუმროს შესაქმნელად და რა როლი შეასრულა ამ პროცესში საქართველოს ბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ.

როგორ გაჩნდა სასტუმროს აშენების იდეა?

სტუმარმასპინძლობის სექტორი ჩემთვის უცხო იყო, თუმცა რაღაც ახლის ძიების სურვილმა აქამდე მიმიყვანა. მწვანე კონცხზე ბავშვობა გავატარე და როცა უკვე სასტუმროზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, ბუნებრივად მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იგი აქ უნდა ამეშენებინა.

იდეის განსახორციელებლად რა გზის გავლა დაგჭირდათ?

სასტუმროს აშენება ჯერ კიდევ კოვიდამდე დავიწყეთ – მაშინ ტურისტული სექტორი განსაკუთრებით აქტიური იყო. თუმცა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მშენებლობის პროცესში ბევრ სირთულეს შევხვდით. მშენებლობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა – 2021-ში კი სასტუმრო გავხსენით. მართვის პროცესში მთელი ოჯახი ჩავერთეთ და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად გავართვით თავი.

დღეს რა მასშტაბებზე ოპერირებს სასტუმრო და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

სასტუმრო 3 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და 38 ნომერს მოიცავს. გვაქვს დიდი ტერასა, სადაც ფილმების ჩვენებებს და მუსიკალურ საღამოებს ვმართავთ, სტუმრებს ქართული ცეკვის მასტერკლასებსაც ვთავაზობთ, მზის ჩასვლაზე დაკვირვება კი უკვე დამსვენებლების ყოველდღიური რიტუალია.
სასტუმროში სეზონის პიკში 30-მდე ადამიანი მუშაობს და ვამაყობთ იმით, რომ ხშირად პირველ სამუშაო გამოცდილებას ახალგაზრდები ჩვენთან იღებენ.

რა არის ის, რასაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ თქვენს სასტუმროში?

პირველ რიგში, ბუნებასთან კავშირი. ჩვენთან ზღვაც ძალიან ახლოსაა, სიმწვანეც უხვადაა. ტემპერატურა კი ქალაქთან შედარებით 1-2 გრადუსით გრილია. ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩიტების ჭიკჭიკი, მზის ჩასვლის ყურება და სიმწვანე მათი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

პროექტის რეალიზაციაში რა როლი შეასრულა საქართველოს ბანკმა?

სასტუმროს მშენებლობის ბოლო, გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ ნამდვილად განსაკუთრებული როლი შეასრულა. რომ არა ეს თანამშრომლობა, სასტუმროს გახსნა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მსგავსი მასშტაბის რესურსის მოზიდვა საოჯახო ბიზნესებისთვის მარტივი არ არის. სტუმარმასპინძლობის სექტორში კი, სადაც წინასწარ დიდი ინვესტიციაა საჭირო, ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა კრიტიკულია. ვფიქრობ, სხვა სექტორებშიც ასეა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

საქართველოს ბანკის სლოგანი „არ გაჩერდე“ ჩვენთვის ძალიან ორგანულია – ჩვენი მიზანიც ზუსტად ესაა. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა კაპო ვერდე ფუნქციონირებას საკუთარი შემოსავლით დამოუკიდებლად შეძლებს. პარალელურად ბიზნესის გაფართოებას ვაგრძელებთ - სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში სავაჭრო ცენტრიც გავხსენით. რაც მთავარია, სიახლეების ძიებას ვაგრძელებთ და ვეცდებით, მომავალში სასტუმროში ჩვენს სტუმრებს კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილება შევთავაზოთ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა