მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

როგორ შეცვალა Dyson-ის ინოვაციურმა ინჟინერიამ ტექნიკის მოხმარება

news image
mbc image

Dyson დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საყოფაცხოვრებო ბრენდია, თუმცა მათი სარეკლამო კამპანია თითქმის არ იყენებს ამ კატეგორიის ბრენდებისთვის ტრადიციულ მარკეტინგულ ხრიკებს - მისი კამპანიების უდიდესი ნაწილი განათლებასა და მოხმარების ეფექტის რეალურ დემონსტრაციაზეა აგებული.

ეს მიდგომა შემთხვევითი არ არის - დაისონის მარკეტინგი იმდენადვე განსხვავდება კონკურენტებისგან, რამდენადაც თავად ბრენდის მიდგომა ტექნიკისადმი. დაისონი, პირველ რიგში, უმაღლესი დონის საინჟინრო ლაბორატორიაა, რომლის თანამშრომლების მთავარი ამოცანაც ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისადმი სრულიად ახალი პერსპექტივით მიდგომაა.

როცა სტანდარტულ ტექნიკას პრობლემა აქვს - მაგალითად, საშუალო სტატისტიკური მტვერსასრუტი ჰაერში მიკროსკოპულ მტვერს ატრიალებს, ხოლო სტანდარტული ფენი თმის სტრუქტურას აზიანებს - დაისონის ინჟინერის ამოცანაა ისეთი ალტერნატივის შექმნა, რომელიც ამ პრობლემას წყვეტს. Dyson-ის ტექნოლოგია, რომელიც დღეს ბრენდის სავიზიტო ბარათია, შეიქმნა თმის სტრუქტურისა და მტვრის ნაწილაკების ქცევის სიღრმისეულ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებსაც წლები დასჭირდათ.

მომხმარებელი Dyson ტექნიკას ენდობა, რადგან კომპანია დაგეგმილი მოძველების ერაში ქმნის მოწყობილობებს, რომელიც გრძელვადიან, საიმედო გამოყენებაზეა გათვლილი და რომლის ჩანაცვლებაც მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბრენდი ახალ ტექნოლოგიურ ინოვაციას ნერგავს.

პროფესიონალი სტილისტის მსგავსი ვარცხნილობა თმის დაზიანების გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდმა პირველად სახელი მტვერსასრუტების რევოლუციით გაითქვა, დაისონის გავლენა ყველაზე დიდი და შესამჩნევი ალბათ მაინც თმის მოვლის ინდუსტრიაზეა, სადაც დაისონის ფენმა სრულიად ახალი აეროდინამიკური პრინციპები დანერგა.

ტრადიციული სტაილერები თმას ფორმას ექსტრემალური სიცხის ხარჯზე აძლევენ, რაც, როგორც ყველამ იცის, თმისთვის საზიანოა. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში ბაზარზე უბრალოდ არ არსებობდა უსაფრთხო ალტერნატივა. 

სტანდარტები სრულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბაზარზე Dyson Airwrap გამოჩნდა, რომელიც კოანდას ეფექტს იყენებს. მოწყობილობა მძლავრ ჰაერის მორევს ქმნის. ნაკადი თმის ღერს თავისით იზიდავს და საცმზე ახვევს. ამ გზით თმის გაშრობა და მისთვის ფორმის მიცემა ერთდროულად ხდება, რაც დროსაც ზოგავს.

ისევე როგორც ცნობილი სტაილერი, სტანდარტული დაისონის ფენი (Supersonic) ციფრული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც წუთში 100 000 ბრუნის სიჩქარეს ავითარებს. თერმული სენსორები ტემპერატურას წამში 40-ჯერ ზომავენ, სისტემა კი მუდმივად აკონტროლებს, რომ სითბომ 150 გრადუსს არ გადააჭარბოს. დაისონის მიდგომა თმას მომენტალურად აშრობს და ბუნებრივ ბზინვარებას სრულად უნარჩუნებს. კომპლექტაციაში სხვადასხვა მიმართულების საცმები შედის, სპეციალური ფორმის ჯაგრისები კი თმის ძირებს მოცულობას მატებს. სასურველი ვარცხნილობის შექმნისთვის სალონში ვიზიტი უკვე აღარც არის საჭირო, რადგან დამწყებიც კი მარტივად მისცემს თმას სასურველ ფორმას, მთავარია შესაბამისი თავაკი შეარჩიოს.

მუდმივი ინოვაცია სახლის წმენდაში

ის, რომ დაისონის ფენი და სტაილერი დღეს ბრენდის “გმირი პროდუქტია”, არ ნიშნავს, რომ კომპანიამ დაივიწყა ფესვები. მტვერსასრუტები კვლავაც ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობაა, და ინჟინრებიც არ წყვეტენ ინოვაციური მიდგომების ტესტვასა და დანერგვას. მაგალითად, ახალი თაობის უკაბელო დაისონის მტვერსასრუტი (მაგალითად, V12 ან V15 მოდელები) მწვანე ლაზერულ შუქს იყენებს შეუიარაღებელი თვალით უხილავი მტვრის გამოსაჩენად. ამ აგრეგატით წმენდისას ზუსტად შეგიძლია დარწმუნდე, რომ ჭუჭყი არსად რჩება.

პროცესს აკუსტიკური პიეზო სენსორი აკონტროლებს. ის მიკროსკოპულ ნაწილაკებს ზომის მიხედვით ითვლის, სისტემა კი დაბინძურების დონეს ამოიცნობს და შეწოვის სიმძლავრეს ავტომატურად ზრდის. ეკრანზე მტვრის რაოდენობრივი მაჩვენებლებიც გამოისახება. ინოვაციური ციკლონური ძრავა უმცირეს ნაწილაკებს ჰაერიდან აცალკევებს, რაც ამარტივებს რბილი ზედაპირების წმენდას, საიდანაც მტვერი ხშირად იფანტება - მაგალითად, ხალიჩების და ავეჯის.

თმისა და ბეწვის ასაკრებად შეიქმნა სპეციალური კონუსური საცმები, რათა ჯაგრისზე არაფერი ჩაიხვიოს. მსუბუქი და ერგონომიული კორპუსი კი ავეჯის ქვეშ წმენდის პროცესს აადვილებს, შესაბამისად, წმენდის პროცესი აღარ მოითხოვს ზედმეტ ფიზიკურ ძალისხმევას.

ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ

თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებში ჰაერი ხშირად თითქმის ისევე დაბინძურებულია, როგორც გარეთ. საკმარისია ფანჯარა გააღო და ოთახებში მაშინვე იჭრება გამონაბოლქვი, საწმენდი საშუალებების ქიმიური ნაერთები და ალერგენები. დაისონის კლიმატური ტექნიკა აღჭურვილია HEPA ფილტრაციის სისტემით, რომელიც ოთახის გაგრილებისა თუ გათბობის პარალელურად მავნე ნაწილაკებსაც იჭერს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, დაისონის ფილტრაციის სისტემა იმდენად ეფექტურია, რომ დაახლოებით მტვრის 99.95%-ის იზოლირებას ახდენს. 

დაისონი Air Multiplier ტექნოლოგიას იყენებს. სისტემა გასუფთავებულ ჰაერს მთელ ოთახში თანაბრად და უხმაუროდ ანაწილებს, ინტეგრირებული სენსორები კი ჰაერის ხარისხს რეალურ დროში აანალიზებენ. ცალკეულ ახალ მოდელებს ფორმალდეჰიდის ამოცნობა-დაშლის ფუნქციაც აქვს. ზოგიერთ აპარატს კი ჰაერის დატენიანება შეუძლია. მუშაობის რეჟიმების დარეგულირება დისტაციურადაც შესაძლებელია, სმარტფონის აპლიკაციის დახმარებით.

რატომ უნდა შეიძინო დაისონის ტექნიკა ალტაში?

Dyson-ის პრემიუმ კლასის ტექნიკა რთულ საინჟინრო მექანიზმებს ეფუძნება და შესაბამის მოვლასაც მოითხოვს. არაოფიციალურ გადამყიდველთან ტექნიკის შეძენა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ბაზარზე ხშირად გვხვდება ყალბი პროდუქცია, რომელიც არაა დაისონის რეალური ტექნოლოგიური ინოვაციებით აღჭურვილი. და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტექნიკა ავთენტურია, არაოფიციალურ წყაროსთან შეძენისას მყიდველი ვერ იღებს საგარანტიო მომსახურებას.

ალტაში შოპინგისას მსგავსი პრობლემა არასდროს გექნება. ალტას ქსელში წარმოდგენილი ყველა ბრენდის ოფიციალური პარტნიორია. შესაბამისად, ყველანაირი რისკის გარეშე შეგიძლია დღესვე შეიძინო ორიგინალი დაისონი ალტაში, თანაც ოფიციალური ქარხნული გარანტიით.

ტექნოლოგიური განვითარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. დაისონმა ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა ეს მარტივი ცხოვრებისეული სიმართლე და ბაზრის ლიდერის პოზიციაც სწორედ ამიტომ მოიპოვა. როდესაც სხვა ბრენდები ახლა იბრძვიან მას დაეწიონ, დაისონი ახალი ინოვაციების და სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზეა გადასული.

უკეთესი ტექნიკა ყოველდღიურობას ამარტივებს. დაისონი სწორედ ის ბრენდია, რომელში ინვესტიციაც მომხმარებლებს ასმაგად უბრუნდებათ.

#განახლებისდროა

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა

07.09.2026.18:04

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან მაღალი ხარისხის ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა. 5,000 ტონა მოცულობის საწვავი EN 228 ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და საქართველოში SOCAR-ის გემით იქნა ტრანსპორტირებული.

აღნიშნული მიწოდება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და Italiana Petroli-ს შორის პირველი კომერციული ტრანზაქციაა და SOCAR-ის მიერ API Holding-ისგან იტალიური კომპანიის აქციების 99.82%-ის შეძენას უკავშირდება. ტრანზაქცია SOCAR Group-ის კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი მაგალითია.

„SOCAR Group-ის შემადგენლობაში ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნის და ეს ტრანზაქცია ამის მაგალითია, რადგან იტალიის ბაზარზე არსებული გამოცდილება და შესაძლებლობები საქართველოს ბაზარზე ხელშესახებ სარგებელს მოგვიტანს. Italiana Petroli-ს ნავთობგადამუშავებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილების SOCAR-ის საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან გაერთიანებით, ჩვენ საქართველოში საწვავის მომარაგების პორტფელს კიდევ უფრო ვამრავალფეროვნებთ. ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ჩვენ მიერ დანერგილი მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამის ხარისხიან საწვავზე უწყვეტ და საიმედო წვდომას.“, - განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.

საქართველოს ბაზრისთვის აღნიშნული მიწოდება საწვავის მომარაგების დამატებით დივერსიფიკაციასა და მიწოდების საიმედოობის გაძლიერებას ნიშნავს. SOCAR-ის საქმიანობა ენერგეტიკული სექტორის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს - ენერგორესურსების მოძიებასა და მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.

იტალია SOCAR-ისთვის პირველი ევროპული ბაზარი არ არის. კომპანია უკვე ოპერირებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და რუმინეთში, ხოლო მისი ფართო რეგიონული წარმომადგენლობა ასევე მოიცავს თურქეთსა და უკრაინას. Italiana Petroli-ს შეძენამ, რომელიც 2026 წლის 8 მაისს დასრულდა, ევროპაში SOCAR-ის საქმიანობა ნავთობგადამუშავებისა და საწვავის რეალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო გააფართოვა.

ამასთან, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია SOCAR-ის საერთაშორისო განვითარების ისტორიაში. SOCAR Energy Georgia 2006 წელს დაფუძნდა და ის SOCAR-ის პირველი შვილობილი კომპანია იყო აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ. აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ SOCAR-ის პირველი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურიც საქართველოში, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა.

ამრიგად, ახალი თანამშრომლობა SOCAR-ის პირველ უცხოურ ბაზარს ჯგუფის ერთ-ერთ უახლეს ევროპულ ინვესტიციასთან აკავშირებს.

SOCAR Georgia Petroleum-ის შესახებ

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში საწვავის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელს მართავს და საკუთარ სადგურებზე ყოველდღიურად 30,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

კომპანია მომხმარებლებს ბენზინით, დიზელის საწვავითა და თხევადი გაზით ამარაგებს. ამასთან, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მართავს WayMart-ის მაღაზიების ქსელს და უზრუნველყოფს ელექტრომობილების დამუხტვის მომსახურებას.

საწვავის ხარისხის მონიტორინგი მიწოდებისა და დისტრიბუციის მთელი ჯაჭვის განმავლობაში ხორციელდება, მათ შორის საწვავის მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ავტოგასამართ სადგურებზე მიწოდების ეტაპებზე.

2012 წლიდან SOCAR Georgia Petroleum-ში ფუნქციონირებს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ბენზინისა და დიზელის საწვავის ტესტირების ლაბორატორია. ლაბორატორია ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს და ევროპული და ამერიკული წარმოების სატესტო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ მუდმივად მოწმდება საწვავის ის პარამეტრები, რომლებიც მის ეფექტიანობას, უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება.

SOCAR ასევე განაგრძობს საქართველოში დაბალი ემისიების მქონე ტრანსპორტის ხელშეწყობასა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2026 წელს SOCAR-მა თბილისში სამხრეთ კავკასიაში ელექტრომობილებისთვის პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური გახსნა. ობიექტი ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს, ისევე როგორც SOCAR-ის არაერთი სხვა ავტოგასამართი სადგური.

Italiana Petroli-ს შესახებ

SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli იტალიაში საწვავისა და ენერგეტიკის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

90 წელზე მეტი ისტორიის მქონე კომპანია წარმოადგენს ინტეგრირებულ სამრეწველო და ლოგისტიკურ სისტემას, რომელიც მოიცავს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და იტალიის მასშტაბით 4,575 ავტოგასამართ სადგურს. კომპანიის ქსელში ყოველდღიურად საწვავის ჩასხმის 680,000-ზე მეტი ოპერაცია ხორციელდება.

ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობის მიღების შემდეგ, SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციების 99.82%-ის შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა.

SOCAR-ის შესახებ

SOCAR, რომლის სათავო ოფისი აზერბაიჯანში მდებარეობს, გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ენერგორესურსების მოპოვებაში, გადამუშავებასა და დისტრიბუციაშია სპეციალიზებული.

SOCAR სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაფარვით გამოირჩევა. კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს მოიცავს და მის საერთაშორისო მასშტაბსა და ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა