მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებით

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებით ახორციელებს. პროცესი მიკროსერვისებზე გადასვლას, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დანერგვასა და AI შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს.

ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ დაიწყო ბანკმა ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე დაფუძნებული ციფრული სტრატეგიის შემუშავება 2.2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის.

როგორ დაინერგა AWS არსებული სისტემების მოდერნიზაციისთვის

2024 და 2025 წლებში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ორჯერ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად. გამოცემა ბანკის წარმატების მთავარ ფაქტორებად სტრატეგიულ ხედვას, მომხმარებელზე ორიენტირებულობასა და შიდა ტექნოლოგიურ ინოვაციებს ასახელებდა.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ტრანსფორმაცია კი აქამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, როდესაც ბანკმა მონოლითური ტექნოლოგიური არქიტექტურის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზანი პროდუქტების გუნდებში მეტი დამოუკიდებლობისა და სერვისების მდგრადობის მიღწევა იყო, ამასთანავე, ბანკში სურდათ, ახალი ტექნოლოგიები თუ ფუნქციონალები უფრო სწრაფად დაენერგათ.

„სიღრმისეული კვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მიკროსერვისებზე გადასვლა და ძლიერი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა იქნებოდა თანამედროვე და ეფექტური გზა ჩვენი მიზნების მისაღწევად“, - ამბობს მარიამ სალია, საქართველოს ბანკის IT პროგრამების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და Cloud Adoption პროგრამის მენეჯერი.

ბანკმა სხვადასხვა ვერსიის გამოცდა დაიწყო და ამავდროულად შეისწავლა პარტნიორები, რომლებიც დიდი ორგანიზაციის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებდნენ.

შედეგად, საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის AWS (Amazon Web Services) აირჩია.

„AWS-ის გამოცდილებამ, მხარდაჭერამ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულობამ საბოლოოდ, იმ რეალურ შედეგებამდე მოგვიყვანა, რასაც დღეს ვხედავთ. ჩვენ AWS-ს მხოლოდ მომწოდებლად კი არა, პარტნიორად აღვიქვამთ“, - აღნიშნავს მარიამ სალია.

AWS-ზე ღრუბლოვანი ტრანსფორმაცია და აპლიკაციების მოდერნიზაცია
ღრუბლოვანი ტრანსფორმაციის საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა შეაფასა, რამდენად მზად იყო არსებული ინფრასტრუქტურა ცვლილებებისთვის.
ბანკმა ასევე შექმნა სპეციალიზებული გუნდები ღრუბლოვანი მართვის (Cloud Governance), FinOps-ისა და პროდუქტის ინჟინერიის მიმართულებით და რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებზეც იმუშავა.

ამის შემდეგ შეიქმნა 4-წლიანი Cloud Adoption გეგმა და დეტალური მიგრაციის სტრატეგია.

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიებიდან სრულფასოვანი სარგებლის მისაღებად საჭიროა აპლიკაციების არქიტექტურის ხელახალი გააზრება“, - ამბობს დავით ბერაძე, საქართველოს ბანკის მთავარი ტექნიკური ოფიცერი (CTO).

მიგრაციის პროცესში საქართველოს ბანკმა AWS-ის გუნდთან ერთად სასურველი არქიტექტურის პროტოტიპი შეიმუშავა, აწონ-დაწონა სტრატეგიული გადაწყვეტილებები და იხელმძღვანელა AWS Well-Architected Framework-ით - მიდგომით, რომელიც კომპანიებს AWS-ზე სისტემების შექმნისას შესაძლო უპირატესობებისა და რისკების შეფასებაში ეხმარება.

„AWS-ის მხრიდან გვქონდა მუდმივი მხარდაჭერა ღრუბლოვანი ტრანსფორმაციის მთელი პროცესის განმავლობაში. მათი გუნდები მუდმივად იჩენდნენ ინტერესს ჩვენი წარმატების მიმართ“, - ამბობს ზვიად ყვირალაშვილი, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრაიბის ლიდერი და IT დირექტორის მოადგილე.

მონოლითური არქიტექტურის მიკროსერვისებად გარდაქმნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს ბანკმა Amazon Elastic Kubernetes Service (Amazon EKS) დანერგა. ესაა სერვისი, რომელიც Kubernetes აპლიკაციების შექმნას, გაშვებასა და მასშტაბირებას უზრუნველყოფს.

ბანკი ასევე იყენებს AWS-ის სხვადასხვა სერვისს გამოთვლითი რესურსების, მონაცემთა ბაზებისა და მათი შენახვის სისტემების, ანალიტიკის, ხელოვნური ინტელექტის, ქსელური ინფრასტრუქტურის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

„ჩვენ აქტიურად ვიყენებთ AWS-ის მართულ სერვისებს, რაც ამცირებს ოპერაციულ დატვირთვას, ხელს უწყობს სისტემების საიმედოობას და შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ბიზნეს ღირებულების შექმნას და არა ინფრასტრუქტურის მართვას“, -აღნიშნავს ზვიად ყვირალაშვილი.

პროცესების ავტომატიზაცია საქართველოს ბანკისთვის ეფექტიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გზაა. სწორედ ამიტომ, ბანკმა AWS-ზე ინფრასტრუქტურის დაახლოებით 80%-ისთვის დანერგა Infrastructure as Code მიდგომა, რაც ინფრასტრუქტურის ავტომატურ მართვასა და სწრაფ განახლებას უზრუნველყოფს.

ბანკი ასევე იყენებს AWS Direct Connect-ს, რომელიც ქმნის სპეციალურ ქსელურ კავშირს AWS-სა და ორგანიზაციის ინფრასტრუქტურას შორის. აღნიშნული გადაწყვეტა ეხმარება ბანკს, იყოს რეგულაციებთან შესაბამისობაში, შეამციროს დაყოვნება (latency), გაზარდოს ეფექტიანობა და უზრუნველყოს მაღალი ხელმისაწვდომობა.

შედეგი - მასშტაბური ინოვაციები და გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება
AWS-ზე გადასვლის შემდეგ, საქართველოს ბანკს ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვა შეუძლია.

იმის ნაცვლად, რომ ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა თვეებით ან წლებით ადრე დაგეგმოს, ბანკს ახლა შეუძლია სწრაფად დატესტოს საინტერესო იდეები და მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი მოკლე დროში გაუშვას.

ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ბანკმა უკვე დაიწყო ექსპერიმენტები Amazon SageMaker AI-ისა და Amazon Bedrock-ის გამოყენებით. ეს ის სერვისებია, რომლებიც AI მოდელების შექმნას, გაწვრთნასა და დანერგვას უზრუნველყოფს.

გაუმჯობესდა სისტემების ეფექტიანობაც. მაგალითისთვის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის სერვისის დაყოვნება 50%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბანკმა პროცესი Amazon OpenSearch Service-ზე, საძიებო და ანალიტიკურ პლატფორმაზე დაამიგრირა.

AWS-ის ინფრასტრუქტურა ბანკს ასევე აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად მოერგოს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასა და მოთხოვნის პერიოდულ მატებას.

მაგალითად, ბანკმა მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად დროებითი კამპანია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს კითხვებზე პასუხის გაცემით ჯილდოების მიღების შესაძლებლობას აძლევდა. კამპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სისტემის დატვირთვა, თუმცა AWS-ის ინფრასტრუქტურამ ავტომატურად შეძლო საჭირო მასშტაბების უზრუნველყოფა.

„ვიცით, რომ თუ მოთხოვნა გაიზრდება ან მომხმარებლებისთვის ახალ კამპანიას გავუშვებთ, AWS-ზე სწრაფად შევძლებთ მასშტაბირებას. სწორედ ასეთი ტიპის პროგრამული უზრუნველყოფისთვის AWS საუკეთესო არჩევანია“, - დასძენს დავით ბერაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

24.08.2026.18:04

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი კლუბის 10 მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება, ერთი წლის განმავლობაში.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე ბავშვებს, რომლებსაც ჭადრაკის შესწავლა სურთ. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მთავარი კრიტერიუმი კი ინტერესი და მოტივაციაა.

სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე

რეგისტრაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოტივაციო წერილს, რომელიც ბავშვის ინტერესების, მიზნებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას გულისხმობს. ფოთის საჭადრაკო კლუბთან პარტნიორობით კი ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს როგორც მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელებას, ისე ახალი თაობის ჩემპიონებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა