მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შევარჩიოთ სწორად აუზი და გასაბერი და კარკასული აუზების რა არჩევანს გვთავაზობს „გორგია“

news image
mbc image

ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე აუზები საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. კარკასული აუზების ფასი გასაბერ აუზებთან შედარებით მაღალია და ამიტომ მომხმარებელთა უმეტესობა, ვისაც სათანადო არც ფართი აქვს და არც საშუალება უპირატესობას გასაბერ აუზებს ანიჭებს. 

„გორგიას“ მაღაზიათა ქსელში გასაბერი აუზების ფასი 26,90 ლარიდან იწყება, ამ შემთხვევაში საუბარია საბავშვო აუზებზე.

ყველაზე ძვირი გასაბერი აუზი „გორგიას“ ქსელში კი 415 ლარი (გასაბერი აუზი 3.66mx76cm Fast Set) ღირს.

კარკასული აუზის ფასები კი 139 ლარიდან იწყება და 2 309 ლარს (კარკასული აუზი 4.27mx1.07m Pool Set) აღწევს. 

დღეისათვის „გორგიაში“ წარმოდგენილი როგორც გასაბერი, ისე კარკასული აუზები Bestway-ს ბრენდისაა. 

რა უნდა გავითვალისწინოთ აუზის შერჩევის დროს:

·         პირველ რიგში მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ აუზისთვის სივრცე, რადგან აუზის ზომები ამის მიხედვით სწორად შევარჩიოთ;

·         აუზის შერჩევის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ სიღრმეს, რადგან ბავშვებისთვის შესაფერისი სიღრმის აუზი შეირჩეს;

·         ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც დაიდგმება აუზი არ უნდა იყოს წყლის პრობლემა, რადგან შეძლონ აუზის სრულად ავსება;

·         პრევენციისთვის კარგი იქნება სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება დაბინძურებამდე, რადგან თავიდან ავირიდოთ მავნე ნივთიერებები;

·         მნიშვნელოვანია აუზის გადახურვა;

·         აუზის ქვემოთ უნდა დავაფინოთ რაიმე, რადგან აუზი პირდაპირ მიწაზე არ გავშალოთ;

·         აუზში ყოფნის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი საგნები, რომლებიც ბასრია და დააზიანებს აუზს.

უფრო მეტი ინფორმაცია აუზებსა და წყლის აქსესუარებზე იხილეთ აქ: 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა