მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალურ მიზნად?!

news image
mbc image

ადამიანებს გვიჭირს ხოლმე სახელი დავარქვათ მოვლენებს, ურთიერთობებს, გეგმებს. არადა, როცა ამას ვაკეთებთ,  ყველაფერი  მარტივდება, თავის ადგილას დგება და მიზნებიც უფრო ხელშესახები ხდება.

დეკემბრის დასაწყისში თითქმის ყველა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რა  ცვლილებები გვინდა ახალი წლიდან. ზოგს მოგზაურობა და ახალი შეგრძნებები გვიზიდავს, ზოგს   გვსურს სასწორზე  დადგომისას რამდენიმე კილოგრამით ნაკლებ ციფრს ვხედავდეთ. ზოგი სულაც კულინარიულ ინფლუენსერობას უმიზნებს და  მოტივაციისთვის სამზარეულოს განახლებას გეგმავს.

სურვილები მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანისთვის არსებობს ერთი ფსიქოლოგიურად ძლიერი ხრიკი, რომელიც მათ რეალურ მიზნად აქცევს. როგორც კი მიზანს კონკრეტულ სახელს არქმევ, ტვინიც სხვაგვარად იწყებს მუშაობას და ეს სულაც არაა თვითმოტივაცია ან კოსმოსში უმისამართოდ გაგზავნილი სიგნალი, ნამდვილად მეცნიერულად დამტკიცებული ეფექტია.

2021 წელს 15 000 -ზე მეტ მონაწილეზე დაკვირვებით ჩატარდა კვლევა, რომელიც ორ ტექნიკას  დაეფუძნა: mental contrasting- როცა ადამიანები სასურველ მომავალს წარმოიდგენენ თუმცა მაშინვე იაზრებს რეალურ დაბრკოლებებს, და implementation intentions- ანუ, დაგეგმო: ზუსტად რა უნდა გააკეთო და როდის. 

ფორმულა კი ასე მუშაობს: მოიფიქრე მიზანი (მაგალითად, ბავშვობის ოცნების ასრულება და პარიზის დისნეი-ლენდში სრული ერთი დღის გატარება),  იფიქრე რეალურ დაბრკოლებებზე (მაგ: ზედმეტად მფლანგველი ხარ) დაარქვი მას სახელი და  შეადგინე „თუ–მაშინ“ გეგმა (“თუ ხელფასს ავიღებ, მაშინ 100 ლარს შევინახავ). კვლევის ავტორმა ფსიქოლოგმა ვანგმა დაასკვნა, რომ კვლევის მონაწილეებს, რომელთაც  მიზნებისთვის კონკრეტული სახელი ჰქონდათ დარქმეული უფრო მოტივირებულები იყვნენ და მისი მიღწევის შანსი ბევრად იყო გაზრდილი. 

ცნობილი დოკუმენტური ფილმი ‘secret” (საიდუმლოც) ხომ ნანახი გაქვს? ყველა გმირი რეალურია და თავიანთი ისტორიებით გვიმტკიცებენ, რომ თუ  მუდმივად ფიქრობ იმაზე, რაც გულით გინდა და წარმოიდგენ მისმიღწევისას განცდილ სიხარულს, მიზანი რეალობად გექცევა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის  კიდევ უფრო პრაგმატული ფინანსური ქცევის კვლევები პირდაპირ ამტკიცებს, რომ „სახელს“  ნამდვილად აქვს ძალა. ფული, რომელსაც სახელს არქმევ, ნაკლებად იხარჯება. ადამიანები, რომლებიც დანაზოგს სახელს არქმევენ, სპონტანურად თანხას აღარ ფლანგავენ და მიზნისკენ უფრო სწრაფად მიდიან. 

თუ  სკეპტიკოსი ხარ და მსგავს კვლევებს ეჭვის თვალით უყურებ, დეკემბერი კარგი შანსია, ეს თეორია საკუთარ თავზე  გადაამოწმო. ახალი წლის წინ მოახლოებულ ჯადოსნობას რომ თავი დავანებოთ, არც არაფერს კარგავ?! თანხის შეგროვება ცუდი იდეა როდის ყოფილა?

თან თიბისის ანაბარზე- „ჩემი მიზანი“, საკუთარი მიზნისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ, მინიმალური თანხით შეგიძლია.  დამატებითი მოტივაციისთვის, დეკემბრის თვეში თიბისი  +1% სარგებელსაც დაგიმატებს და წლიური დანაზოგი ეფექტური ლარში 9.74%-დან  გექნება.

დაარქვი შენს მიზანს კონკრეტული სახელი და ერთი წლის შემდეგ, დარწმუნდი შედეგის მაგიურობაში. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა