როგორ ვითარდება ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია და რა გეგმები აქვს ცენტრს სამომავლოდ
„აბილიტაციისა და თერაპიის აკადემია (ატა)“ წარმოადგენს მულტიდისციპლინურ ცენტრს, რომელიც ორიენტირებულია ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე, რეაბილიტაციასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე. ცენტრის საქმიანობის, სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კლინიკურ ფსიქოლოგს, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპევტს (CBT), „აბილიტაციისა და თერაპიის აკადემიის (ატა)“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, დარინა დუმბაძე, ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
„აბილიტაციისა და თერაპიის აკადემია (ატა)“ წარმოადგენს მულტიდისციპლინურ ცენტრს, რომელიც ორიენტირებულია ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე, რეაბილიტაციასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე. ცენტრი წარმატებით ოპერირებს რეგიონში და ემსახურება როგორც განვითარების შეფერხების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვებს, ასევე განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პირებსა და მათ ოჯახებს.

ატა-ში მომხმარებლებს ვთავაზობთ კომპლექსურ სერვისებს, მათ შორის: ფსიქოლოგიურ კონსულტირებას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიას, აკადემიური თერაპიას, კვების თერაპიას, ფიზიკურ-სენსორულ თერაპიას, სოციალური უნარების ჯგუფებს, ქცევის თერაპია, ადრეული განვითარების რობრამა, არტ- თერაპიას, მშობელთა მხარდაჭერის პროგრამებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგს. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური პოტენციალის მაქსიმალურად განვითარება და ოჯახების გაძლიერება.
რა საჭიროებებზე დაყრდნობით იქმნება თერაპიული პროგრამები?
ყველა პროგრამა ეფუძნება ინდივიდუალურ შეფასებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს. პირველ ეტაპზე სპეციალისტი აფასებს ბავშვის ძლიერ მხარეებს, გამოწვევებს, განვითარების დონესა და გარემო ფაქტორებს. ასევე მნიშვნელოვანია მშობლების ხედვა და ის მიზნები, რომელთა მიღწევაც მათ სურთ.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქმნება პერსონალიზებული თერაპიული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის ფუნქციური უნარების, დამოუკიდებლობის, კომუნიკაციის, ემოციური რეგულაციისა და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თერაპია რეალურ ცხოვრებაში გამოყენებად შედეგებს იძლეოდეს.
რომელი თერაპიული მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი და რა შედეგებს აღწევთ პრაქტიკაში?
დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია მეტყველების თერაპია, ფიზიკურ-სენსორული თერაპია, ფსიქოლოგიური მომსახურება, ქცევითი ინტერვენციები და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები.
პრაქტიკაში ხშირად ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს კომუნიკაციის, ქცევის მართვის, თვითმომსახურების, აკადემიური მზაობისა და სოციალური ურთიერთობების მიმართულებით. არაერთი ბავშვი, რომელმაც თერაპია მინიმალური კომუნიკაციური უნარებით დაიწყო, მოგვიანებით ახერხებს საკუთარი საჭიროებების გამოხატვას, თანატოლებთან ურთიერთობასა და სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში ჩართვას. შედეგები განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც თერაპიული პროცესი ოჯახთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს.
რა გამოწვევებია დღეს საქართველოში აბილიტაციისა და თერაპიის სფეროში, როგორც პროფესიული, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აბილიტაციისა და თერაპიის სფერო ეტაპობრივად ვითარდება, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის არარსებობა, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია, რეგიონებში განსაკუთრებით იგრძნობა თანამედროვე, ადაპტირებული და მრავალფუნქციური თერაპიული სივრცეების დეფიციტი, რაც სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე პირდაპირ აისახება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ადამიანური რესურსების საკითხი. ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმების ფონზე გაიზარდა რისკი, რომ მომავალში სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდეს. გარკვეული მიმართულებებით მოხდა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სფეროსთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფაკულტეტების შემცირება ან გაუქმება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ახალი პროფესიონალების მომზადებაზე. შედეგად, განსაკუთრებით რეგიონებში, უკვე შეინიშნება სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო მოთხოვნა სერვისებზე ყოველწლიურად იზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, აკადემიურმა სექტორმა და პროფესიულმა საზოგადოებამ ერთობლივად იმუშაონ როგორც სპეციალისტების მომზადებისა და შენარჩუნების, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რათა ბავშვებსა და ოჯახებს ხარისხიან სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები სერვისების გაფართოების, ახალი მიმართულებების დამატების ან განვითარების თვალსაზრისით?
ატა-ს განვითარების სტრატეგია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისების შექმნაზე. უახლოეს წლებში ვგეგმავთ ახალი თერაპიული პროგრამების დანერგვას, სპეციალისტთა გუნდის გაფართოებას, პროფესიული ტრენინგების მიმართულების გაძლიერებას და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ შევქმნათ ინკლუზიური დასაქმებისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულება, რათა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შევქმნათ მეტი განვითარების და პროფესიული რეალიზების შესაძლებლობა. ჩვენი ხედვაა, რომ ატა გახდეს რეგიონში ინოვაციური რეაბილიტაციისა და თერაპიის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე მიდგომებს, პროფესიონალიზმსა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
ინფორმაციისთვის, ცენტრი ქალაქ ბათუმში 26 მაისის ქ. N25-ში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
როგორ ვითარდება ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია და რა გეგმები აქვს ცენტრს სამომავლოდ
04.06.2026.10:00