მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ ვმართოთ ბიზნესის ხარჯები ეფექტიანად საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმებით

news image
mbc image

ბიზნესის წარმართვის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორად განკარგვა და ხარჯების ეფექტიანი მართვა. კომპანიები უკვე ათწლეულებია, ამ სტრატეგიას მიჰყვებიან, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხარჯების მართვის პროცესი არსებითად შეიცვალა. ტექნოლოგიების განვითარებამ პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გახადა - თითქმის სრულად ჩანაცვლდა ქვითრები, მრავალგვერდიანი დოკუმენტები თუ დაბეჭდილი ინვოისები.

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია, ქმნის ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ბიზნესების გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის. ამის მაგალითია ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს მენეჯერი, ციფრული პლატფორმები, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა საჭირო სერვისი ონლაინ მიიღოთ და ბიუჯეტის მართვის მოძველებული მეთოდები თანამედროვე და გამარტივებული ტექნიკებით ჩაანაცვლოთ.

ამჯერად მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმები თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ და როგორ უნდა მართოთ ბიზნესის ხარჯები უფრო ეფექტიანად: 

აქციეთ გადახდები შაბლონებად

შეცდომების თავიდან ასარიდებლად და დროის დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეგიძლიათ შექმნათ გადახდების შაბლონები. ამით განმეორებითი ტრანზაქციების განხორციელების პროცესს მაქსიმალურად გაიმარტივებთ. გარდა იმისა, რომ კომუნალური თუ სხვა ნებისმიერი სახის გადასახადის პარამეტრის ხელით შევსება აღარ მოგიწევთ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომატური გადახდის რეჟიმი, რომლის დახმარებით სასურველ რიცხვში გადახდა ჩარევის გარეშე შესრულდება და დაგვიანების რისკის წინაშე აღარ დადგებით.

გაიაქტიურეთ ბიზნეს ნაკრები

საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრები პროდუქტია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში უყრის თავს. თქვენზე მორგებული ნაკრების გააქტიურების შემდეგ, საკომისიოები და ხარჯები ნაკრების გამოწერის ღირებულებაში ერთიანდება, კომპანიის ფინანსების მართვა კი ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან პირდაპირ მობილური აპლიკაციიდანაა შესაძლებელი, რაც დროის დაზოგვასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ.

ბიზნეს ნაკრები აერთიანებს საბანკო პროდუქტების და სერვისების ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა: მულტისავალუტო ანგარიშები, შეტყობინების სერვისი ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში, საკომისიოები ავტომატურ გადარიცხვებსა თუ გადახდებზე.

ასევე მოიცავს ტრანზაქციებს ციფრულ არხებში: კომუნალურების გადახდების საკომისიოები, ბანკომატიდან განაღდების საკომისიოები და სხვა
თქვენი ბიზნესის შესაფერისი ბიზნეს ნაკრების (სასტარტო ნაკრები, ნაკრები S, ნაკრები M ან ნაკრები L) არჩევის შემდეგ, სწორედ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სერვისებითა და უპირატესობებით ისარგებლებთ.

გაანაწილეთ როლები გუნდის წევრებზე

ბიზნეს ინტერნეტბანკი გუნდის წევრებზე უფლებამოსილების და დავალებების განაწილების საშუალებას იძლევა. კომპანიის დირექტორს შეუძლია, მენეჯერს საჭირო ხელსაწყოები და უფლებები მისცეს; ფინანსისტსა და ბუღალტერს კი ისეთ მონაცემებთან მისცეს წვდომა, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება. ციფრული პლატფორმით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი ყველაფერზე დირექტორისგან ნებართვის მიღება. როლების გადანაწილება დროის დაზოგვის და ბიუროკრატიული წნეხის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რაც სწრაფად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.            

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ.  ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.       

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა