როგორი იყო „ინექს გრუპის“ 2026 წლის პირველი 6 თვე - კომპანიის მთავარი შედეგები და ახალი გეგმები
2026 წლის პირველი ნახევარი „ინექს გრუპისთვის“ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტექნოლოგიური განვითარებითა და საერთაშორისო გადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნით გამოირჩეოდა. კომპანიამ საკუთარი საბაჟო ტერმინალი გახსნა, ახალი მიმართულებები დაამატა და AI ტექნოლოგიები დანერგა. წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ინექს გრუპის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით „ინექსის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი „ინექს გრუპისთვის“ გამორჩეული იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციით. წლის მთავარი მიღწევები რამდენიმე საკვანძო მიმართულებად შეიძლება დავყოთ:
● საკუთარი საბაჟო ტერმინალის გახსნა: მოგეხსენებათ, ლოჯისტიკურ ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასაწყობე და სატერმინალე ინფრასტრუქტურის ნაკლებობა რაც ძირითი შეფერხებების მიზეზი ხდება. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენი განხორციელებული ინვესტიციის შედეგად გავხსენით საკუთარი ტერმინალი, სადაც ეტაპობრივად დავიწყეთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა კომპანიების ტვირთების მომსახურებაც, რამაც საგრძნობლად გაზარდა ოპერაციული ეფექტიანობა.
● ახალი მიმართულება - პოლონეთი: მომხმარებელს შევთავაზეთ პოლონეთის მიმართულება - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ონლაინ-შოპინგის ბაზარი, სადაც ტრანსპორტირება მხოლოდ რეალური წონით ვანგარიშობთ. პოლონეთიდან მომხმარებლებს ნებისმიერი სასურველი ნივთის გამოწერა განსაკუთრებულად ხელსაყრელ ფასად შეუძლიათ.
● ტექნოლოგიური სიახლეები და AI მხარდაჭერა: სრულად განვაახლეთ ვებგვერდი და ამანათების მართვის სისტემა, რაც მომხმარებელს უფრო მოქნილ და თანამედროვე ინტერფეისს სთავაზობს. ამასთან, დავნერგეთ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა (ელ-ფოსტასა და ონლაინ-ჩატში), რომელიც მოთხოვნების 80%-ზე მეტს რამდენიმე წამში სრულყოფილად ამუშავებს. საწყის ეტაპზე არსებული მცირე ტექნიკური შეფერხებები უკვე სრულად აღმოფხვრილია.
● მზადება ამანათების ავტომატური სორტირების ცენტრისთვის: აქტიურად ვიმუშავეთ ავტომატური სორტირების ცენტრის პროექტზე, რომლის გახსნაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცენტრი ამანათების დახარისხების პროცესს დააჩქარებს და ადამიანური შეცდომის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს.
როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნა საერთაშორისო გადაზიდვებზე წლის პირველ ნახევარში? რომელ მიმართულებებსა და სერვისებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა და როგორ პასუხობს კომპანია მომხმარებლის ახალ საჭიროებებს?
წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო გადაზიდვებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ჩინეთის მიმართულებით, ჩინეთთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ევროპაც, ხოლო ტრადიციული ბაზრები - აშშ და თურქეთი - სტაბილურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
თუ დეტალურად შევხედავთ ბაზრებს:
ჩინეთის მიმართულება: შარშანდელთან შედარებით ამანათების რაოდენობა გაორმაგდა, რაც განაპირობა Taobao-სა და Pinduoduo-სთან მჭიდრო, პირდაპირმა, თანამშრომლობამ და ჩინური ახალი წლისა თუ გაზაფხულის აქციებმა.
ევროპის ბაზარი: ევროპიდან ამანათების ნაკადი განსაკუთრებით იზრდება ფასდაკლებების პერიოდში. ევროპაში ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს საბერძნეთი, არანაკლებ აქტიურობენ ესპანეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი. ახლახან დამატებული პოლონეთიც აღმოჩნდა ძალიან საინტერესო მიმართულება ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს არის იაფიანი ბაზარი, სადაც ფასდაკლებების გარეშეც კი პროდუქციაზე ძალიან მისაღები ფასებია. ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებად, რასაც მომხმარებელი იწერს რჩება ტანსაცმელი, ტექნიკა, ავტონაწილები და სუნამოები.
ამასთან, როგორც აღვნიშნე, სტაბილურად მაღალია მოთხოვნა ტრადიციულ ბაზრებზე - აშშ-ზე და თურქეთზე.
როგორ ვპასუხობთ ახალ საჭიროებებს:
მომხმარებლის მთავარ მოთხოვნას - მიიღოს სწრაფი, იაფი და მარტივი სერვისი - ვპასუხობთ:
1. ახალ გლობალურ პლატფორმებთან ინტეგრაცია: ვაფართოებთ პირდაპირ თანამშრომლობას საერთაშორისო ელექტრონული კომერციის გოლიათებთან, (Taobao, Pinduoduo, Trendyol) რათა მომხმარებელს მარტივი შესყიდვა და პირდაპირი ლოგისტიკა შევთავაზოთ.
2. რეისების დამატება: გავზარდეთ ავიაფრენების სიხშირე ჩინეთიდან და აშშ-დან, რაც ამცირებს ტრანზიტულ დროს.
3. რეალური წონით დაანგარიშებით (პოლონეთი, აშშ და ევროპის ქვეყნები).
4. განახლებული ციფრული პლატფორმით და მყისიერი AI კომუნიკაციით, რამაც ამანათების მართვა კიდევ უფრო მარტივი და გამჭვირვალე გახდა.
5. ახალი ტერმინალი და ავტომატური სორტირებიც ცენტრის განვითარება, რაც ამანათების კონტროლს და სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
წლის მეორე ნახევარში ველოდებით ტვირთბრუნვის კიდევ უფრო მეტ ზრდას. განსაკუთრებით ჩინეთის და ევროპის ქვეყნების მიმართულებებიდან ვპროგნოზირებთ ნაკადების კიდევ უფრო გაფართოებას, რასაც ტრადიციულად ხელს შეუწყობს შემოდგომა-ზამთრის გლობალური ფასდაკლებების სეზონები (11.11, შავი პარასკევი და საახალწლო პერიოდი). რაც შეეხება აშშ-ს და თურქეთს ამ მიმართულებებიდანაც შავი პარასკევის და ახალი წლის ფასდაკლებების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. წლიდან-წლამდე აქტიურობა იმატებს.
წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის: „ინექს გრუპისთვის“ 2026 წლის მთავარი შედეგი და გარღვევა საკუთარი საბაჟო ტერმინალის ამოქმედება და თანამედროვე ავტომატური სორტირების ცენტრის გახსნა იქნება.
ეს ინოვაციური პროექტები:
● ამანათების დახარისხებისა და საბაჟო დამუშავების პროცესს რეკორდულად დააჩქარებს;
● დახარისხების პროცესში დაშვებული შეცდომების რისკს პრაქტიკულად ნულამდე დააყვანს;
● მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა და კიდევ უფრო გავაფართოოთ გაცემის წერტილების ქსელი.
საკუთარი საბაჟო ტერმინალისა და ავტომატური სორტირების ცენტრის სინერგია, AI ტექნოლოგიებთან და ახალ ბაზრებთან ერთად, 2026 წელს „ინექს გრუპს“ ბაზარზე ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ ლიდერად საბოლოოდ განამტკიცებს.
სხვა სიახლეები
როგორი იყო „ინექს გრუპის“ 2026 წლის პირველი 6 თვე - კომპანიის მთავარი შედეგები და ახალი გეგმები
27.08.2026.14:00