როგორია ახალი სეზონი Petit Bateau Georgia-ში და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები
ახალ სეზონზე Petit Bateau Georgia მომხმარებლებს განახლებულ კოლექციებს სთავაზობს, სადაც ბრენდისთვის დამახასიათებელი ფრანგული ხარისხი თანამედროვე ტენდენციებს ერწყმის.
როგორ იცვლება მშობლების მოთხოვნები საბავშვო ტანსაცმლის მიმართ, რა პროდუქტებზეა გაზრდილი მოთხოვნა და რა სიახლეებს გეგმავს Petit Bateau Georgia წლის დარჩენილი პერიოდისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენლები გვანცა გამეზარაშვილი, სალომე ჟორჟოლიანი და ნათია კალანდაძე ესაუბრნენ.
რა სიახლეებს სთავაზობს Petit Bateau Georgia მომხმარებლებს ახალ სეზონზე? რას მოიცავს ახალი კოლექციები?
ახალ სეზონზე პეტი ბატო საქართველო მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ, პრაქტიკულ და კომფორტულ კოლექციებს სთავაზობს, რომლებშიც ბრენდის ტრადიციული ფრანგული ხარისხი თანამედროვე ტენდენციებს ერწყმის. კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ორგანულ ბამბასა და OEKO-TEX® სერტიფიცირებულ მასალებს, რომლებიც ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო და კომფორტულია. ახალ სეზონზე წარმოდგენილია როგორც პეტი ბატოს სავიზიტო ბარათად ქცეული კლასიკური საზღვაო ზოლები - Marinière, ისე შემოდგომა-ზამთრისთვის დამახასიათებელი თბილი, პასტელური და ბუნებრივი ფერები, მხიარული პრინტები და ილუსტრაციები. კოლექცია ასევე მოიცავს წყალგაუმტარ საწვიმრებს, რბილ და თბილ ქურთუკებს, კომბინიზონებსა და ყოველდღიურ საბაზისო სამოსს - ბოდეებს, საღამურებსა და სხვა პრაქტიკულ ტანსაცმელს, რომლებიც ბავშვის თავისუფალ მოძრაობასა და კომფორტზეა მორგებული.
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები საბავშვო ტანსაცმელზე? რა არის დღეს მშობლებისთვის მთავარი პრიორიტეტი?
დღეს მშობლები საბავშვო ტანსაცმლის შერჩევისას გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ ხარისხს, უსაფრთხოებასა და პრაქტიკულობას. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნატურალური და ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო ქსოვილები. სწორედ ამიტომ სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ორგანული ბამბისგან დამზადებული სამოსი. ასევე მნიშვნელოვანია გამძლეობა და მდგრადობა. მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ტანსაცმელს, რომელიც მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას, ფერსა და ხარისხს. პეტი ბატოს მიდგომა - „ტანსაცმელი, რომელიც თაობებს გადაეცემა" - ზუსტად პასუხობს ამ მოთხოვნას. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოსი იყოს კომფორტული, ადვილად ჩასაცმელი, პრაქტიკული და ბავშვს მოძრაობაში არ ზღუდავდეს. ვიზუალური თვალსაზრისით კი დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია დახვეწილი დიზაინი, მშვიდი ფერები და მარტივი, გემოვნებიანი დეტალები.
რა გეგმები აქვს Petit Bateau Georgia-ს წლის დარჩენილი პერიოდისთვის? იგეგმება თუ არა ახალი კოლექციების, პროდუქტების ან სხვა სიახლეების დამატება?
წლის დარჩენილი პერიოდი ჩვენთან საკმაოდ აქტიური და სიახლეებით სავსე იქნება. ვემზადებით საახალწლო და სადღესასწაულო კოლექციების მისაღებად, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება სამოსი განსაკუთრებული დღეებისთვის, ასევე ყველასთვის საყვარელი სადღესასწაულო პიჟამოების ხაზი. ამასთან, ვმუშაობთ ჩვენს ფილიალებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ონლაინშოპინგის პროცესის გამარტივებაზე. ვგეგმავთ სეზონურ შეთავაზებებს, სასიამოვნო სიურპრიზებსა და საინტერესო აქტივობებს ბავშვებისა და მშობლებისთვის. გარდა ამისა, ვემზადებით ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყვარელ, ცნობილ ბრენდთან კოლაბორაციისთვის. ეს იქნება სპეციალური, ლიმიტირებული კოლექცია, რომლის შესახებაც დამატებით ინფორმაციას სულ მალე გავუზიარებთ მომხმარებლებს.
ინფორმაციისთვის, Petit Bateau Georgia-ს მისამართებია:
ვაჟა-ფშაველას N70, „სითი მოლი“, I სართული;
ილია ჭავჭავაძის გამზირი N44.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.