მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

როგორია „ბრავიტონის“ საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს

news image

ბრავიტონი • Braviton, რომელიც წლებია ბაზარს სამშენებლო მასალებით ამარაგებს და ამ სეგმენტში ერთ-ერთ სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა ფართოვდება. კომპანია მალე დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მაღალი ხარისხის საწარმოს გახსნის.

როგორია მოთხოვნა ბრავიტონის პროდუქციაზე და რა გეგმები აქვს კომპანიას, დეტალებზე  Business Insider Georgia-ში  ბრავიტონის ბიზნესის განვითარების მენეჯერს ზურა ბაკურაძეს ესაუბრა. 

- რამდენი წელია რაც ბრავიტონი ბაზარზეა და რა ტიპის სამშენებლო მასალებით ამარაგებს ქართულ ბაზარს?

- ბრავიტონი (ყოფილი შპს აღმშენებლობა) უკვე 25 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება სამშენებლო რკინაა - არმატურა, მილკვადრატები, ლითონის ფურცლები და სხვა. რამდენიმე წელია დავიწყეთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ევროპული ხარისხის თბოსაიზოლაციო მასალებს, ხელსაწყოებსა და სხვა სამშენებლო და სარემონტო მასალებს.

- პროდუქციის მოწოდებისთვის, რომელ ბრენდებთან თანამშრომლობთ და რა კეთდება იმისთვის, რომ კომპანიამ როგორც მომწოდებლები, ასევე ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს?

- სამშენებლო რკინის ძირითადი მომწოდებლები საქართველო, თურქეთი და რუსეთია. აქ შეხვდებით პროდუქციას, რომლის ხარისხსაც უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები ენდობიან. გვაქვს შედარებით ბიუჯეტური კატეგორიაც, კერძოდ კი ირანულ რკინა.
დამატებით, ექსკლუზიურად შემოგვაქვს ევროპული სერტიფიცირების ქვაბამბა RamGlobal, გერმანული ბრენდის Winkel-ის ქიმიური საშუალებები, ფრანგული ჰოლდინგის Saint Gobain-ის ბრენდის Norton-ის საჭრელი ქვები და სხვა.
ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მომწოდებლებთანაც, როგორებიცაა „ჯი არ სი“, ციტადელი, “პრემიერ მარკეტი” და „მასტერ ჯგუფი“.
ბრავიტონი ახალი მომწოდებლების მუდმივ ძიებაშია, რადგან ბაზარი იცვლება, ჩნდება ახალი ტენდენციები და ინოვაციური პროდუქტები. ამას დავურთოთ ის, რომ ჩვენი აუდიტორია ფასის ცვლილებებზე საკმაოდ სენსიტიურია. შესაბამისად, მუდამ მზად უნდა ვიყოთ სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებელს, გავაუმჯობესოთ ხარისხი და შევინარჩუნოთ ხელმისაწვდომი ფასი.
საამისოდ, ამჟამინდელ მომწოდებლებთან ვაწყობთ პერიოდულ შეხვედრებს, ვესწრებით ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, სადაც ვეცნობით ახალ კომპანიებსა და მათ შემოთავაზებებს.

ჰიპერმარკეტების ზრდასთან ერთად “ყველაფერი ერთ სივრცეში” კონცეფცია ძალიან მიმზიდველია, ამიტომაც პროდუქციის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნდობა და მოლოდინი, რომ სამშენებლო თუ სარემონტო კუთხით ნებისმიერი იდეის განხორციელებაში ჩვენ დავეხმარებით.

- სამშენებლო სექტორი ბოლო წლებში ერთ-ერთი მზარდი სექტორია, ამ ფონზე მინდა გკითხოთ სექტორის პარალელურად იზრდება თუ არა თქვენი გაყიდვები/შეკვეთებიც და ზოგადად როგორ დაახასიათებდით ბაზარს? როგორია თქვენს სეგმენტში კონკურენცია?

- ბრავიტონი ძირითადად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში ოპერირებს. აქ სამშენებლო სექტორი მართლაც ძალიან აქტიური და სწრაფად განვითარებადია. მხოლოდ ბათუმში არაერთი მსხვილი, საერთაშორისო დონის პროექტი განხორციელდა, კიდევ უფრო მეტი კი იგეგმება. ბაზრის ზრდასთან ერთად ჩვენი მომხმარებლების და გაყიდვების რაოდენობაც თავისთავად გაიზარდა. მოთხოვნასთან ერთად, გაჩნდა ახალი საწყობის საჭიროებაც და ჩვენ უკვე 3 მსხვილ სასაწყობე ტერიტორიას ვფლობთ ბათუმში, საიდანაც სხვადასხვა პროდუქციით ვამარაგებთ სამშენებლო კომპანიებსა თუ მაღაზიებს.

ბრავიტონი ორმა ძმამ 1999 წელს დააარსა, როგორც მცირე საოჯახო ბიზნესი. საწყისი ღირებულებების შენარჩუნებით მსხვილი კომპანიებისგან აქტიური კონკურენციის მიუხედავად, მან მიაღწია სტაბილურ ზრდას რაც სწორი გადაწყვეტილებებისა და მომხმარებლების მოთხოვნების პატივისცემით შევძელით. ბაზარზე ძლიერ მოთამაშეებთან ერთად არსებობა გვიბიძგებს სიახლეებისკენ და რაც მთავარია, ფასეულობების შენარჩუნებისკენ, რადგან სამშენებლო სფეროში, ისე, როგორც არსად სხვაგან, ნდობა გადამწყვეტი ფაქტორია.

- პროექტები, რომელში მონაწილეობასაც ბრავიტონი დიდ წარმატებად აფასებს ...

- ბრავიტონის მასალები არაერთ მსხვილ პროექტს ამყარებს, მათ შორისაა „გრანდ მოლი“ ბათუმში და „ისთ ფოინთი“ თბილისში, „ორბისა“ და „ალიანსის“ მრავალსართულიანი შენობები, ბათუმის საბაგირო, აჭარის რეგიონის განათება, გაზ და წყალმომარაგება, და სხვა. ჩვენი პორტფოლიო ზურგს გვიმაგრებს ახალი პარტნიორების მოზიდვისას.

- რა არის ბრავიტონის კონკურენტული უპირატესობა, რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა უპირატესობა მის სერვისებს და მის პროდუქციას?

- როგორც ვახსენეთ, ბრავიტონი საოჯახო ბიზნესია, შესაბამისად ოჯახური ღირებულებები ჩვენთან მნიშვნელოვანია. ეს გამოიხატება მომხმარებელთან ურთიერთობასა და პატივისცემაში, მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებაში, სერვისებში, როგორიცაა დროული მიწოდება და მუდმივ კონტაქტზე ყოფნა. ჩვენი მომხმარებლები ჩვენი პარტნიორები არიან და სრულად გვაქვს გათავისებული, რომ მათი წარმატება, ჩვენი წარმატებაა. არავითარი კომპრომისი მოკლევადიანი სარგებლისთვის. ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობებს.

- საინტერესოა მზარდი მოთხოვნის ფონზე ხომ არ განიხილავთ ადგილობრივი წარმოების დაწყებას?

- ბრავიტონი სულ რამდენიმე კვირაში აამუშავეს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მაღალი ხარისხის საწარმოს, სადაც დამზადდება მეტალპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრები. საწარმო ხაზი ჩვენთვის სიახლეა, თუმცა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე დავინახეთ საჭიროება და ჩვენი ბრენდის შესაბამისი ღირებულებებით, ჩვენს პარტნიორებს უკვე ახალ პროდუქციას, ქართულ კარ-ფანჯრებს შევთავაზებთ. ქართული წარმოება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და გვიხარია, რომ ბრავიტონი თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება და ბაზარზე აქტიური პოზიციონირება - როგორია AllGood-ის განვითარების სტრატეგია

20.05.2026.14:00

ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი“ თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით არის ცნობილი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ორი წლის წინ ეს მიმართულება ცალკე ბრენდად ჩამოაყალიბა და დღეს ის მომხმარებლისთვის  AllGood-ის სახელით არის ცნობილი. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი, ქეთი მდივანი საუბრობს.

„ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უფრო აქტიურად გამოჩნდება. ასევე, ველოდებით რამდენიმე ახალ პროექტს, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

ზაფხულის სეზონი ტრადიციულად დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებითა და პროექტებით.

სამომავლო გეგმებში შედის აღნიშნული მიმართულებები, ასევე კონცერტები და სხვა ივენთები. მასშტაბური პოზიციონირება ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას ენიჭება“, - აცხადებს ქეთი მდივანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა