„ბრედბარი“ - 14 წელი ბაზარზე და სტაბილური ზრდა
„ბრედბარი“ 14 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს გამორჩეულ, მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის შექმნის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე Business Insider Georgia-ს „ბრედბარის“ დირექტორი ლანა გოცირიძე ესაუბრა.
როგორია „ბრედბარის“ საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
„ბრედბარის“ საცხობის შექმნის იდეა 2012 წელს დაიბადა. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ლამაზი, განსხვავებული და ურბანული დიზაინის სივრცე. ამ წლების განმავლობაში ახალი სიტყვის თქმაც შევძელით. უკვე 14 წელია, განვითარებას არ ვწყვეტთ. პანდემიის დროსაც კი არც ერთი დღით დაგვიხურავს ობიექტი და, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ყოველთვის ვახერხებდით ჩვენი მომხმარებლების გახარებას.

რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს - მხოლოდ ადგილზე მომსახურებაზე ხართ ორიენტირებული, თუ ქეითერინგისა და მიტანის მიმართულებაც აქტიურად გაქვთ განვითარებული?
ბეიქერი არის ადგილი სასიამოვნო შეხვედრებისთვის, სადაც როგორც დიდი, ისე პატარა სტუმარი თავს კომფორტულად და სასიამოვნოდ გრძნობს. ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებისთვის გემრიელი და ჯანსაღი ლანჩების შეთავაზებაზე, ვქმნით უშაქრო და უგლუტენო პროდუქციას, ვამარაგებთ სხვადასხვა კაფესა და რესტორანს ჩვენი პურ-ფუნთუშეულით, ვზრუნავთ ოფისებში თანამშრომლების ჯანსაღ კვებაზე და გვაქვს მიწოდების სერვისი. ასევე, კომპანიები ხშირად გვიკვეთავენ ფურშეტებს კორპორატიული ღონისძიებებისთვის. რაც შეეხება დღესასწაულებს, ჩვენი დიზაინერული ტორტები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, ხოლო მათი გემო ყოველთვის შთამბეჭდავია.

როგორია თქვენი ასორტიმენტი და რა პრინციპით ხდება ახალი პროდუქტების დამატება ან განახლება?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უშაქრო, უგლუტენო და დაბალკალორიული პროდუქციის შექმნა, რომლის ფართო ასორტიმენტიც უკვე წარმოდგენილია ჩვენს დახლებზე. ახალი პროდუქტების დამატება ყოველთვის მომხმარებლის სურვილებსა და მოთხოვნებზე დაყრდნობით ხდება. მთელი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს. ვქმნით ახალ პროდუქციას, მუდმივად ვადევნებთ თვალს თანამედროვე ტენდენციებსა და მიმართულებებს, ვესწრებით პროფესიულ ტრენინგებს, რომლებიც ბეიქერის განვითარებისთვის აუცილებელია.

რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის მთავარი უპირატესობა ჩვენი 14 წლიანი გამოცდილება და ის დიდი ოჯახია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან ერთად შევქმენით. ამ ყველაფერს ერთად „ბრედბარი“ ჰქვია. ყოველთვის ვცდილობთ, სტუმრებს დადებითი ემოციით შევხვდეთ და იმავე განწყობით გავაცილოთ. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს იმ სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რომელსაც ამდენი წელია გვიჩენენ.

რა გეგმები გაქვთ განვითარების კუთხით - იგეგმება თუ არა ახალი ფილიალების, სერვისების ან პროდუქციის ხაზების დამატება სამომავლოდ?
უკვე სექტემბერში მესამე ფილიალს ვხსნით და ჩვენს მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.
„ბრედბარის“ ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. N2
ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. N29/2

სხვა სიახლეები
როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
17.06.2026.18:35
დღეს ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მზის ენერგია კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კომპანიებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვაში, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციასა და ფინანსური სარგებლის მიღებაშიც ეხმარება.
თუ გსურთ გაიგოთ, რა ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია მზის ენერგიის გამოყენებას თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის, რა ეტაპები უნდა გაიაროთ მზის ელექტროსადგურის მშენებლობისას საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში, Businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული კურსი გაიაროთ.
კურსს უძღვება Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, რომელიც გაგიზიარებთ როგორც ტექნიკურ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით.
კურსის ფარგლებში გაიგებთ:
• როგორ ვითვისებთ მზის ენერგიას;
• რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიის გამოყენებას;
• როგორ მუშაობს მზის ელექტროსადგური;
• როგორ შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება საკუთარი მოხმარების შესამცირებლად;
• რას წარმოადგენს ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურები;
• რა დაფინანსების წყაროები არსებობს მსგავსი პროექტებისთვის;
• როგორ განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა;
• რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;
• როგორია მზის ენერგიის მომავალი და თანამედროვე ინოვაციები.
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს. პლატფორმაზე ამჟამად 70-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი, პროგრამებზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.
კურსები მუდმივად ახლდება და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ცოდნა.