როგორია Carousel & More-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები l ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელთან
Carousel & More არის ბავშვის ტანსაცმლისა და სასაჩუქრე ბოქსების პრემიუმ სივრცე, რომელიც ბავშვებისთვის ემოციურ და უნიკალურ საჩუქრის გამოცდილებას ქმნის. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ანუკი აბრამიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებს Carousel & More ბაზარზე?
Carousel & More შეიქმნა დიდი სიყვარულით ბავშვების მიმართ და იმ სურვილით, რომ თითოეულ პატარას განსაკუთრებული ემოცია მივანიჭოთ. ბრენდის იდეა სწორედ ჩემი ორი შვილის შთაგონებით დაიბადა. ბავშვების სიხარული, მათი მოლოდინი და ის ჯადოსნური განცდა, რომელსაც საჩუქრის გახსნისას განიცდიან, გახდა მთავარი მოტივაცია ამ პროექტის დასაწყებად.

სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენს ლოგოზე გამოსახული პატარა ბიჭი და გოგონა ჩემს შვილებს განასახიერებენ. ისინი არიან არა მხოლოდ ჩემი შთაგონების წყარო, არამედ იმ ღირებულებების გამოხატულებაც, რაზეც Carousel & More დგას.
ბავშვობიდან კრეატიული ადამიანი ვიყავი და ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა ორიგინალური საჩუქრების მოფიქრება. სწორედ ამ სიყვარულმა და გამოცდილებამ მომცა ბიძგი რამდენიმე თვის წინ შემექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის სასაჩუქრე ბოქსები, რომლებიც აერთიანებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს, გამორჩეულ დიზაინს და ძლიერ ემოციას.

პროდუქტის შექმნამდე თვეების განმავლობაში ვმუშაობდი კონცეფციაზე, დიზაინზე, დეტალებზე და თითოეული ელემენტის შერჩევაზე. ჩემთვის ვიზუალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველი შთაბეჭდილება ხშირად სწორედ შეფუთვით და ესთეტიკით იქმნება. დღეს Carousel & More პრემიუმ სასაჩუქრე ბოქსების ბრენდია, რომელიც ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას ემსახურება.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორ არჩევთ იმ ნივთებს, რომლებიც თქვენს ასორტიმენტში ხვდება?
Carousel & More მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის, ლიმიტირებული რაოდენობით შექმნილ სასაჩუქრე ბოქსებს ბავშვებისთვის. თითოეული ბოქსი აერთიანებს ყურადღებით შერჩეულ სათამაშოებს, აქსესუარებსა და სხვადასხვა საინტერესო ნივთს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად არის მიმზიდველი, არამედ ბავშვის ინტერესებსა და ასაკობრივ საჭიროებებსაც პასუხობს.

პროდუქციის შერჩევის პროცესი ძალიან პირადული და ემოციურია. ხშირად ვცდილობ თავი იმ პატარა გოგონას ადგილას წარმოვიდგინო, რომელსაც უყვარს სიურპრიზები, ფერები და ჯადოსნური ისტორიები. ვფიქრობ, რა გაახარებდა მას ყველაზე მეტად, რა გააოცებდა და რას შეინახავდა დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებულ მოგონებად.
ჩვენი პროდუქცია ძირითადად ამერიკული და ევროპული ბრენდებიდან ირჩევა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, უსაფრთხოებას, ესთეტიკას და უნიკალურობას. თითოეული ნივთი ბოქსში მოხვედრამდე გადის ძალიან დეტალურ შერჩევის პროცესს, რადგან ჩვენი მიზანი უბრალოდ საჩუქრის შექმნა კი არა, ემოციის შეფუთვაა.

საბავშვო პროდუქციის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია - რა განასხვავებს Carousel & More-ს სხვა მსგავსი ბრენდებისგან?
Carousel & More-ს მთავარი განსხვავება სწორედ მისი უნიკალური კონცეფციაა. დღეს ბაზარზე რთულია იპოვო ბრენდი, რომელიც ქმნის ანალოგიური შინაარსისა და დიზაინის მქონე სასაჩუქრე ბოქსებს.
ჩვენი თითოეული ბოქსი ინდივიდუალური ხასიათისაა. პრაქტიკულად არ არსებობს ორი სრულიად იდენტური ბოქსი, რადგან მუდმივად ვაახლებთ შიგთავსს და ვქმნით ახალ კომბინაციებს. მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომელიც იწყება ბოქსის დანახვისთანავე და გრძელდება მისი გახსნის პროცესში.

ასევე, Carousel & More პრემიუმ სეგმენტზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, დეტალებზე ზრუნვა და ის ემოცია, რომელსაც თითოეული ბოქსი ქმნის. სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქცია ლიმიტირებული ხასიათისაა და თითოეულ შეკვეთას განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები უახლოეს პერიოდში?
ჩვენი მთავარი მიზანია Carousel & More კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ახალი ხაზების დამატებას, მათ შორის სპეციალურად ბიჭებისთვის შექმნილ ბოქსებს და ასევე ჩვილებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ კოლექციებს.
ვმუშაობთ ახალ კონცეფციებზე, თემატურ და სეზონურ გამოშვებებზე, რათა თითოეული ბოქსი კიდევ უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახდეს.

გვინდა, რომ Carousel & More საქართველოში პრემიუმ საბავშვო სასაჩუქრე ბოქსების კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი გახდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ იმ მთავარ ღირებულებას, რითაც ყველაფერი დაიწყო - ბავშვებისთვის ბედნიერების, გაოცებისა და ჯადოსნური ემოციების შექმნას. როდესაც ვხედავთ ბავშვის ღიმილს ბოქსის გახსნისას, გვახსენდება, რატომ დავიწყეთ ეს საქმე და რატომ ვაკეთებთ მას ასეთი სიყვარულით.

სხვა სიახლეები
„რძის ქალაქი“ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და წარმოების განვითარებაზე მუშაობს
27.07.2026.16:00
„რძის ქალაქი“ მომხმარებელს ნედლი, პასტერიზებული რძისგან დამზადებულ პროდუქტებს სთავაზობს და პარალელურად წარმოებისა და ოპერაციული სისტემების განვითარებაზე მუშაობს. კომპანიის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ მოდებაძე ესაუბრა.
რა არის „რძის ქალაქის“ მთავარი სიახლეები ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?
„რძის ქალაქი“ მუდმივად მუშაობს როგორც წარმოების პროცესების, ასევე პროდუქციის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ნედლი, პასტერიზებული რძისგან დამზადებული პროდუქტები, რომლებიც მზადდება თანამედროვე სტანდარტების დაცვით. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ წარმოების და ოპერაციული სისტემების განვითარებას.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა რძის პროდუქტებზე და რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?
დღეს მომხმარებელი გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს პროდუქტის ხარისხს, შემადგენლობასა და წარმოშობას. ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი ცდილობს შეიძინოს მაღალცილოვანი პროდუქტები, რომლის საუკეთესო წყარო სწორედ ნატურალური რძის პროდუქტებია. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მოლოდინების გათვალისწინება და მათთვის ხარისხიანი არჩევანის შეთავაზება.
როგორ უზრუნველყოფთ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას წარმოების პროცესში?
პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება „რძის ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წარმოების ყველა ეტაპზე ვიცავთ მოქმედ სტანდარტებს, ვახორციელებთ ხარისხის მუდმივ კონტროლს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ როგორც ნედლეულის, ისე საბოლოო პროდუქტის ხარისხს.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ, როგორც პროდუქციის განვითარების, ისე ბაზრის გაფართოების კუთხით?
ჩვენი მიზანია გავაფართოოთ პროდუქციის ასორტიმენტი, განვავითაროთ წარმოება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ „რძის ქალაქის“ პოზიცია ქართულ ბაზარზე. ამ კუთხით უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ცვლილებები.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ საქმიანობა 34 წლის წინ დაიწყო, როგორც პატარა საოჯახო ბიზნესმა, ხოლო 2021 წელს განხორციელდა რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია და გაიხსნა მაღალტექნოლოგიური ახალი ქარხანა, რის შემდეგაც გაჩნდა უკვე ბრენდი „რძის ქალაქი“. ამ ეტაპზე თბილისში კომპანია ორ მაღაზიას ფლობს და ასევე დედოფლისწყაროში ერთ მაღაზიას, სადაც ასევე არის ქარხანაც.