როგორია Coca-Cola-ს AI-ის გამოყენებით შექმნილი საახალწლო რეკლამა
The Coca-Cola Company-მ საახალწლო რეკლამა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა. ვიდეორგოლი კამპანიის Holidays are Coming ახლებური ინტერპრეტაციაა. ვიდეო სულ 15 მოიცავს და მასში AI-ით შექმნილი ალუბლისფერი სატვირთოები თოვლით დაფარულ ქალაქში Coca-Cola-ს არიგებენ.
აღსანიშნავია, რომ The Coca-Cola Company წლების განმავლობაში იყენებდა რეკლამას თავისი სადღესასწაულო კალენდრის დაწყების აღსანიშნავად.
2023 წელს Coca-Cola-მ საკუთარი კლასიკური რეკლამა 30 წამიან ვერსიად გადააკეთა და იმავდროულად მეორე რეკლამაც შექმნა მთავარი გზავნილით „მსოფლიოს მეტი სანტა სჭირდება“.
კომპანიის მიერ გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ერთგვარი ძლიერი ემოციური კავშირი ორიგინალ რეკლამასთან. უფრო მეტიც, 29%-მა ნოსტალგია გამოხატა ვიდეოს მიმართ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.