მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დიზაინი და ხარისხი - როგორ ქმნის Delight განათების ახალ კულტურას საქართველოში

news image
mbc image

Delight • დილაითი თანამედროვე სანათების შოურუმია, რომელიც სხვადასხვა სექტორს სთავაზობს დეკორატიული და არქიტექტურული განათების, ჩამრთველებისა და როზეტების ფართო სპექტრს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს ტასო ჯაფარიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Delight დაარსდა 2019 წელს შპს „ინსტას“ მიერ, რომელიც ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით 27 წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. კომპანია შეიქმნა იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მაღალი ხარისხის განათებებზე დაეკმაყოფილებინა. Delight არის ევროპული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში და ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ უნიკალური დიზაინის მქონე პროდუქტები, როგორც საცხოვრებელი ასევე კომერციული და ინდუსტრიული სივრცეებისთვის. „დილაითის“ შოურუმები წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი მიმდინარე ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთი ევროპული ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა ფრანგული, ესპანური, დანიური, იტალიური და გერმანული. ასორტიმენტი დაყოფილია რამდენიმე ძირითად კატეგორიად: დეკორატიული, არქიტექტურული, ტექნიკური, გარე განათებები, ასევე ვენტილატორები, ჩამრთველები და როზეტები. ყოველთვის ვცდილობთ, შევთავაზოთ მომხმარებლებს ექსკლუზიური კოლექციები.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე სტაბილურად იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებლებისთვის მეტ მნიშვნელობას იძენს დიზაინი და სულ უფრო მეტად აფასებენ პროდუქტის ხარისხს, და სერვისს. ადამიანები მზად არიან, ინვესტიცია ჩადონ ნივთებში, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციონალურია, არამედ ემოციურ ღირებულებასაც ატარებს. ეს ტენდენცია ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო შთამაგონებელს ხდის.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა სამი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:

1. დიზაინის ხელმისაწვდომობა: ბაზარზე ხშირად გვხვდება ორი უკიდურესობა: ან დაბალი ხარისხის, იაფი პროდუქცია, ან პრემიუმ კლასის, მაგრამ ძალიან ძვირადღირებული ნივთები. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული ხარისხის და თანამედროვე დიზაინის პროდუქტები;

2. ექსპერტული გამოცდილება და კონსულტაცია: „ინსტას“ 27 წლიანი გამოცდილება ელექტრო ინჟინერიის სფეროში გვეხმარება, ზუსტად შევარჩიოთ საუკეთესო კოლექციები. ამასთან, ჩვენი გუნდი მუდმივად მზადაა მომხმარებელს გაუწიოს კონსულტაცია და დაეხმაროს მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში;

3. საგანმანათლებლო მიმართულება: ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული მომხმარებლების განათლებასა და დიზაინერების/არქიტექტორების საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით, ვმართავთ სემინარებს, ვაწყობთ ვიზიტებს ქარხნებში და ვქმნით საგანმანათლებლო კონტენტს. ეს უპირატესობა ჩვენს საქმიანობას სოციალურ მისიასაც ჰმატებს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმები ფოკუსირებულია ძლიერი საზოგადოებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნაზე დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის. გარდა ამისა, ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას და ონლაინ არხების გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა პროფესიონალებთან და ხელი შევუწყოთ საზოგადოების განვითარებას ამ სფეროში.

 

ცნობისთვის, „დილაითის“ შოურუმები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე : თბილისი-ყაზბეგის გამზირი #25 , ბათუმი - მ. ლერმონტოვის #72.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა