როგორია DOLO Merch - ის სიახლეები და სამომავლო გეგმები
DOLO Merch ქართული კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და სუვენირებს, აქსესუარებსა და ტექსტილის პროდუქციას აწარმოებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ქეთა ახობაძეს ესაუბრა.
„ამჟამად, ვმუშაობთ საახალწლო კორპორატიულ შეკვეთებზე. შევქმენით საახალწლო პროდუქცია, რომელსაც ვთავაზობთ კომპანიებს თანამშრომლებისთვის ან პარტნიორებისთვის.

კატალოგი მოიცავს საახალწლო სუფრის ნივთებს, ასევე ნახატების პრინტებით შექმნილ პროდუქციას (Teoko და ნინა მეტრეველთან კოლობორაცია) და ფუნქციურ ატრიბუტიკას “, - ამბობს ქეთა ახობაძე.
DOLO Merch -ის ძირითადი პროდუქტი შარფია, რომლის დიზაინიც სეზონების მიხედვით იცვლება.
„ჩვენი ძირითად პროდუქტი არის შარფი და სეზონების მიხედვით ვცვლით დიზაინს. საშემოდგომო კოლექციაში პასტელური ფერების შარფები დავამზადეთ. ასევე გვაქვს სუფრები, რანერები, ჩანთები, თბილისის სუვენირების ფარგლებში საპასპორტე, სამგზავრო ბალიშები და ა.შ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ბრენდი მუდმივად ანახლებს კოლექციას და სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდასაც გეგმავს.
„სამომავლოდ, ვფიქრობთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას “, - აცხადებს ქეთა ახობაძე.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ვებგვერდის მეშვეობით : dolomerch.com
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.