როგორია Green Steps-ის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები და განვითარების მიმართულებები
2026 წლის პირველი ნახევარი Green Steps-ისთვის ზრდისა და პროფესიული გაძლიერების პერიოდი იყო. კომპანიის მიმდინარე საქმიანობის, ბაზარზე გარემოსდაცვით საკონსულტაციო მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Green Steps-ის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით Green Steps-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი Green Steps-ისთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და პროფესიული გაძლიერების პერიოდი იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი არა მხოლოდ პროექტების რაოდენობას, არამედ მათი მასშტაბისა და კომპლექსურობის ზრდას. დღეს ჩვენი ჩართულობა სულ უფრო ხშირად სცდება ცალკეული გარემოსდაცვითი დოკუმენტის მომზადებას და მოიცავს პროექტის გარემოსდაცვითი მიმართულების სრულ მართვას - საწყისი დაგეგმვის ეტაპიდან კვლევების ორგანიზებამდე, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციამდე და ნებართვების მიღების პროცესის დასრულებამდე.
წლის პირველ ნახევარში აქტიურად ვიმუშავეთ ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საწარმოო სექტორების პროექტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება იყო განახლებადი ენერგეტიკა, სადაც გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება პროექტის ტექნიკურ დაგეგმვას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგია ისიც, რომ გაიზარდა განმეორებითი თანამშრომლობა არსებულ პარტნიორებთან. საკონსულტაციო ბიზნესში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია - როდესაც დამკვეთი ახალი პროექტით კვლავ შენთან ბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ წინა თანამშრომლობისას მიღებული შედეგი და სამუშაო პროცესი მისთვის ღირებული იყო.
შესაბამისად, 2026 წლის პირველი ექვსი თვე ჩვენთვის შეიძლება შეფასდეს როგორც ეტაპი, როდესაც Green Steps კიდევ უფრო გაძლიერდა არა მხოლოდ როგორც გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებაზე ორიენტირებული კომპანია, არამედ როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია კომპლექსური პროექტების გარემოსდაცვითი პროცესების მართვა.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა გარემოსდაცვით საკონსულტაციო მომსახურებაზე 2026 წლის პირველ ნახევარში? რომელ მიმართულებებსა და სექტორებში - მათ შორის ენერგეტიკის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურის სფეროებში - ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა?
ბოლო პერიოდში აშკარად ვხედავთ, რომ გარემოსდაცვით საკონსულტაციო მომსახურებაზე მოთხოვნა უფრო კომპლექსური ხდება. თუ წარსულში კომპანიების ნაწილი გარემოსდაცვით საკითხებზე ძირითადად კონკრეტული ნებართვის ან საკანონმდებლო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ იწყებდა მუშაობას, დღეს უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც კონსულტანტი პროექტის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზევე ერთვება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გარემოსდაცვითი საკითხების ადრეულ ეტაპზე შეფასება კომპანიას საშუალებას აძლევს წინასწარ დაინახოს შესაძლო შეზღუდვები, სწორად დაგეგმოს კვლევები, შეამციროს ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული რისკები და, საჭიროების შემთხვევაში, თავად პროექტის დიზაინშიც დროულად შეიტანოს ცვლილებები.
აქტივობის თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის სექტორს და, პირველ რიგში, განახლებადი ენერგიის პროექტებს. ქარისა და მზის ენერგეტიკის განვითარებას თან ახლავს მოთხოვნის ზრდა გზშ-ის, ბიომრავალფეროვნების კვლევების, გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და პროექტის ტექნიკურ გუნდებთან უფრო ინტეგრირებული მუშაობის მიმართულებით.
ზოგადად ვფიქრობ, ბაზარზე მოთხოვნა თანდათან იცვლება - იზრდება საჭიროება არა უბრალოდ კონკრეტული ანგარიშის მომზადებაზე, არამედ ისეთ გარემოსდაცვით კონსულტანტზე, რომელსაც შეუძლია პროექტის მთლიან სურათში დაინახოს რეგულაციური, ტექნიკური და გარემოსდაცვითი საკითხების ურთიერთკავშირი.
რა არის Green Steps-ის მთავარი ფოკუსი 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება მიმდინარე მსხვილი პროექტების წარმატებით დასრულება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერება, სადაც განსაკუთრებით მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნა შეგვიძლია.
ასევე მნიშვნელოვანი ფოკუსია ბიზნესისთვის უფრო ინტეგრირებული მომსახურების შეთავაზება. ჩვენი მიზანია, დამკვეთს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა კონსულტანტის მოძიება ნაკლებად სჭირდებოდეს და Green Steps-ს შეეძლოს გარემოსდაცვითი პროცესის მართვა პროექტის საწყისი შეფასებიდან შესაბამისი კვლევების, სკრინინგის, სკოპინგისა და გზშ-ის პროცესების, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისა და შემდგომი მონიტორინგის ჩათვლით.
ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტია გუნდისა და ექსპერტული ქსელის გაძლიერება. გარემოსდაცვითი კონსალტინგი სულ უფრო სპეციალიზებული ხდება და მაღალი ხარისხის შედეგისთვის აუცილებელია სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტების ეფექტიანი კოორდინაცია.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი შეფასებით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
2026 წლის მიმართ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. თუმცა წლის წარმატებას მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით ან განხორციელებული პროექტების რაოდენობით არ ვაფასებთ. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რა ტიპის პროექტებზე ვმუშაობთ, რამდენად იზრდება მათი მასშტაბი და პასუხისმგებლობა და რამდენად ხშირად გვანდობენ პარტნიორები პროექტის გარემოსდაცვითი მიმართულების სრულ მართვას.
თუ წლის ბოლოს შევძლებთ ვთქვათ, რომ Green Steps კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდა როგორც კომპანია, რომელიც ბიზნესისთვის მხოლოდ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას კი არ ამზადებს, არამედ ეხმარება მას გარემოსდაცვითი და რეგულაციური რისკების სწორად მართვაში და პროექტების განხორციელებაში, ეს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის 2026 წლის მთავარი შედეგი იქნება.
ჩვენი გრძელვადიანი მიზანიც სწორედ ეს არის - Green Steps იყოს ძლიერი ადგილობრივი გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც შეუძლია როგორც საქართველოს რეგულაციურ გარემოში ეფექტიანი მუშაობა, ისე საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება.
სხვა სიახლეები
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
12.11.2026.18:02
საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.
ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.
ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.
სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.
არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde