როგორია „ჯამბოს“ 2026 წლის გეგმები
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ადგილობრივად მოხალულ ყავას სთავაზობს სუპერმარკეტში. ბრენდი ბაზარზე 2025 წლის აპრილიდან ოპერირებს. კომპანიის 2026 წლის გეგმებზე, Business Insider Georgia - ს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი თათია ზარქუა ესაუბრა.
„2026 წელს ვგეგმავთ „ჯამბოს“ ყავის (როგორც მარცვლის ასვე ნალექნიანი ყავის) გაყიდვას როგორც ნიკორას სუპერმარკეტებში, ასევე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე. მიზნად გვაქვს მომხმარებლისთვის სეზონური სიახლეების შეთავაზება და მუდმივად პროდუქტის განახლება.
ასევე, ვგეგმავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ უფრო მეტი აპარატის
განთავსებას.
2026 წლის ბოლოსთვის ჩვენი მიზანია, რომ ბაზარზე მინიმუმ 300 აპარატით ვიყოთ წარმოდგენილები.
„ჯამბოს“ გრძელვადიანი ხედვაა მომხმარებლისთვის ყოველთვის საინტერესო,
მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეთავაზება და იმ სეგმენტში ლიდერობა,სადაც სიახლეები და კომფორტი ერთმანეთთან თანხვედრაშია ", - აცხადებს თათია ზარქუა.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.