როგორია „ქალაქურის“ გეგმები და როგორ აპირებს კომპანია ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას
კომპანია „ქალაქური“, რომელიც ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის მიწოდებაზე, დღეს სამომხმარებლო ბაზრის 60%-ს ფარავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ქალაქურის“ მარკეტინგის მენეჯერმა თემო დგებუაძემ განაცხადა, კომპანია თანამშრომლობს თითქმის ყველა ქსელურ მარკეტთან, თუმცა პროდუქციის რეალიზაციის ზრდისთვის „ქალაქური“ სხვადასხვა სუბიექტთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს.
„ქალაქური“ სამომხმარებლო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია თითა თხილი, ნუში, ფისტა, ქეშიუ და სხვა თხილეულის ნაირსახეობა. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახეობის ქართული ხილის დაჩირებით მიღებულ პროდუქტს, მათ შორისაა ტყლაპი და ჩურჩხელა. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე.
„კომპანია ბაზარზე შემოვიდა ნულოვანი ინვესტიციით. დღეის მდგომარეობით ლიდერობს, როგორც წამყვანი კომპანია სნექის მიმართულებით და ფარავს სამომხმარებლო ბაზრის 60%-ს. კომპანიას მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო “Golden brand 2020“. პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე პოლიპროპილენის პაკეტებში დაფასოებული სხვადასხვა გრამაჟობით. „ქალაქური“ თანამშრომლობს თითქმის ყველა ქსელურ სავაჭრო ობიექტთან: ნიკორა, ლიბრე, ფუდმარტი, სპარი, იოლი, მადაგონი, ზღაპარი, გვირილა, დეილი, მაგნიტი, სმარტი და სხვა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს გუდვილთან და ჯიბესთან. თბილისში აბაშიძის 39 ნომერში კი მდებარეობს კომპანიის მაღაზია „ქალაქური ნობათი“, სადაც მომხმარებელს შეუძლიაწონით შეიძინოს პროდუქცია“, - აცხადებს „ქალაქურის“ მარკეტინგის მენეჯერი.
„ქალაქური“ არის პირველი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელმაც მოხალული თხილის დაფასოება და გაყიდვა დაიწყო. კომპანია ფლობს თხილის პლანტაციებს კახეთში. თუმცა იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს ხილს ფერმერებისგან ყიდულობსდა შემდეგ უახლესი ტექნოლოგიით აჩირებს.
გარდა ადგილობრივი ბაზრისა, „ქალაქურის“ პროდუქცია წარმოდგენილია საექსპორტო ბაზრებზეც.კომპანია ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობდა ჩინეთთან, საფრანგეთთან და ამერიკასთან, სამომავლოდ კი როგორც კომპანიაში ამბობენ, იგეგმება გერმანიის და ყაზახეთისბაზარზე შესვლა.
„ქალაქურის“ პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადი ქართული თითა თხილია.
„მისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, აღსანიშნავია თხილის ასორტი, რომელშიც შედის10 სახეობის თხილეული. გაყიდვებში ლიდერობს შავი ქლიავის ჩირი, რომელიც არის ქართული ქლიავისგან დამზადებული და დამატებით ქიმიური დანამატების გარეშე ხდება ჩირის გამოშრობა“, - ამბობს „ქალაქურის“ მარკეტინგის მენეჯერი
მისივე განმარტებით, „ქალაქური“ არის პირველი მწარმოებელი ქართულ ბაზარზე, რომელიც ქმნისჯანსაღ პროდუქციას დანამატების გარეშე.
კომპანია მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებს და სხვადასხვა წამახალისებელ გათამაშებებს ხშირად სთავაზობს. „მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპანიამ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და კეთილგანწყობა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
დაფუძნების დღიდან კომპანია წარმოებას ახორციელებდა თბილისში. 2023 წელს წეროვანშისაწარმო შეიძინა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა წარმადობა გაეზარდა და ექსპორტის მიმართულებით მეტი რეგიონი დაეფარა. საწარმო სრულად ფუნქციონირებას 2024 წლის მესამენახევრიდან დაიწყებს. საწარმოს ფართი 3000 კვ/მ-ია. აქამდე კომპანია 150 ტონამდე ნედლეულის წარმოებას ახერხებდა, მანქანა დანადგარების პირობებში წარმადობის ზრდა 500 ტონამდე იგეგმება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია.
კომპანიას აბაშიძის 39 ნომერში აქვს შოურუმიც. „ქალაქურის“ მიზანია მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს და სამომავლოდ მსგავსი სივრცეების თბილისის სხვა უბნებშიც გახსნის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.