მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია Kardanakhi Cellar-ის განვითარების კონცეფცია

news image
mbc image

კარდანახის მარანი არის კარდანახის მამულის ოფიციალური ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პირდაპირ წვდომას ბრენდის ექსკლუზიურ ღვინოებზე, რაც გაერთიანებულია კარდანახის მამულისა და შაშვის ღვინის სავაჭრო ნიშნების ქვეშ. სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ნინა ქოჩიაშვილს ესაუბრა.

„მთავარი სიახლე მიმდინარე ეტაპზე გახლავთ ჩვენი ღვინის ხარისხის აღიარება. ამ წლის დასაწყისში, გასული წლის ბოლოს გამართული კონკურსების შედეგები მივიღეთ. ჩვენმა ღვინოებმა გაიმარჯვეს გრძელი-მაცერაციის კატეგორიაში ლონდონში გამართულ თიხის ღვინის კონკურსში, სადაც 11 ქვეყნის სხვადასხვა თიხის ჭურჭელში დამზადებული ღვინო მონაწილეობდა; ასევე იტალიაში მერანოს კონკურსში მივიღეთ ,,Wine Hunters" ჯილდოები და ჩვენმა ღვინოებმა მოიპოვეს ვერცხლის მედლები აზიის ვაინ ჩელენჯზე “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა ქოჩიაშვილი.

კომპანია, ღვინის მხრივ, ორი სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. ორივე მათგანი ნატურალური ღვინოა, რომელიც განსხვავებული ტექნიკით მზადდება.

„ღვინის მხრივ, ორი სავაჭრო ნიშანი გვაქვს კარდანახის მამული და შაშვის ღვინო, ორივე ნატურალური ღვინოებია, მაგრამ კარდანახის მამულის მარკის ქვეშ ღვინოები ქვევრის უდედო ტექნოლოგიით მზადდება. „უდედო“ ძველი ტრადიციული ქართული ღვინის დამზადების მეთოდია და ის გულისხმობს კანის გარეშე ქვევრში ვინიფიკაციას. ის, როგორც ფერმენტაციის ისე გაპრესვის მხრივ განსხვავდება როგორც ე.წ. ევროპული ისე ქვევრის ტექნოლოგიებისგან. ასე დამზადებულ ღვინოს ქვევრისთვის დამახასიათებელი ტონები გააჩნია, ამავდროულად საკმაოდ მსუბუქია. შაშვის ღვინის ქვეშ იგივე ჯიშებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვევრის კახურ ტრადიციულ ვინიფიკაციას ვიყენებთ “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა ქოჩიაშვილი.

ბრენდის ღვინოების მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მზარდია. კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვანი ადგილობრივი ბაზარია და შემდეგ უკვე საერთაშორისო.

„საერთაშორისო ბაზარზე ინტერესი მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეღვინეობა საუკუნეებს ითვლის მსოფლიომ სულ რამდენიმე ათეული წლის უკან გაგვიცნო და ბევრი პირველად იგებს და სინჯავს ქართულ ღვინოს. თუ აქამდე მხოლოდ ენთუზისტებმა იცოდნენ მის შესახებ, ეხლა გაცილებით დიდია ცოდნაც და შესაბამისად მოთხოვნაც. მაგ. აშშ-ში უწინ ის მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში იყო წარმოდგენილი, ამჟამად ვხედავთ მცირე მაგრამ მზარდ ინტერესს საშუალო ზომის დასახლებებშიც. ფართოვდება ქვეყნების გეოგრაფიაც. ჩვენთვის ადგილობრივი ბაზარი პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვთვლით რომ წარმატებას ჯერ აქ უნდა მივაღწიოთ. ძალზედ დიდია კონკურენცია, კიდევ უფრო რთულია ჩვენი ზომის - საშუალო მარნებისთვის; ჩვენ არ გვაქვს ასე ვთქვათ „უხარჯო“ საოპერაციო ბიუჯეტი, როგორც მცირე მარნებს და არც მასიური გაყიდვები როგორც დიდ კომპანიებს, ამიტომ ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვფართოვდებით. ჩვენი ამოცანა არ არის სადმე ფორმალურად თაროზე იდოს ჩვენი პროდუქცია, ჩვენ ვმუშაობთ დაახლოებით, 20-მდე რეალიზების წერტილთან, სადაც ჩვენს ღვინოს ცნობენ და ლოიალური მომხმარებელი გვყვავს “, - განმარტავს ნინა ქოჩიაშვილი.

„ჩვენ ძალზედ რთულ, შრომატევად „უდედო“ ისტორიულ მეთოდს ვიყენებთ, თუმცა მის გაყიდვებს ძალზედ ინოვაციურად ვუდგებით ალბათ ამაშია ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ჩვენ გვესმის, რომ კარგი ღვინო მხოლოდ ხარისხიანი ღვინო არ არის, ის კარგადაც უნდა იყიდებოდეს. შემდგომ, ხაზს გავუსვამდი ჩვენს ზომას და ასორტიმენტს. ჩვენ 20 დასახელების ღვინოს და ალკოჰოლურ პროდუქტს ვაწარმოებთ, ვიღაცას შეიძლება დიდი მარანი ვეგონოთ სინამდვილეში ჩვენი წარმოება სულ 20 ტონაა. მაგრამ ჩვენი კონკურენტულობაც სწორედ ესაა, რომ შეგვიძლია ერთი და იმავე ჯიშებისგან სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით განსხვავებული სასმელები დავამზადოთ. მაგალითად, გვაქვს რქაწითელი ქვევრი, ასევე გვაქვს იგივე ბაზაზე დამზადებული მუხაში დაძველებული ღვინო, რომელიც სრულიად სხვა სეგმენტია. თითოეული პროდუქტი მხოლოდ 0. 5 - 2.0 ტონამდე მოცულობით იწარმოება “, - აცხადებს განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა ქოჩიაშვილი.

„კარდანახის მარანი“ აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების გაფართოების მიმართულებით. გაფართოება იგეგმება, როგორც აშშ-ს ბაზარზე, ასევე აზიის ქვეყნებში.

„ექსპორტს ვახორციელებთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. წელს ვმუშაობთ, რომ გავფართოვდეთ აშშ-ს ბაზარზე და გვინდა ექსპორტი გავიტანოთ აზიის ქვეყნებში, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია. იაპონიაში უკვე გვქონდა საცდელი გაყიდვები, ვიცით აზიის მიმართულება ლოგისტიკურად და ვფიქრობთ მალე მოვიძიებთ ადგილობრივ პარტნიორებს. ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება ჩვენი 2025 წლის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ნატურალური ტრადიციული ღვინის სეგმენტიდან გამომდინარე ქსელურ მარკეტებში ვერ და არ შევდივართ, თუმცა ჩვენი მიზანია ბრენდული სასტუმროების გზით რეალიზების გაფართოება. პარალელურად, საპოლოტე რეჟიმში უკვე გაშვებული გვაქვს სხვა ინოვაციური ხასიათის გაყიდვები, რაც სრულად სიახლეა ქართული ბაზრისთვის თუმცა მასზე და მის შედეგებზე წლის ბოლოს მოგიყვებით“, - აცხადებს განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, კარდანახის მარნიდან შეძენილი ყოველი ღვინო აღჭურვილია პერსონალური QR კოდით, რომელიც გიამბობთ მის ისტორიას ვენახიდან ჭიქამდე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა