მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „კოკიტოს“ სიახლეები და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტო”, აქტიურად ემზადება გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Spielwarenmesse-ში მონაწილეობისათვის. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლალიკო გოგიბერიძემ განუცხადა.

კომპანია „კოკოტო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ეკო-მეგობრულ ხის სათამაშოებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ სიახლეები და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. აქტიურად ვმონაწილეობთ „აწარმოე საქართველოს“ პროექტებში და თითქმის ყოველწლიურად ვართ წარმოდგენილები საერთაშორისო სათამაშოების გამოფენაზე, გერმანიაში - Spielwarenmesse-ზე, სადაც შესაძლებლობა გვაქვს შევხვდეთ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს და ვაწარმოოთ მათთან მოლაპარაკებები. ამჟამად, ვემზადებით მორიგი გამოფენისთვის და ვქმნით სათამაშოების ახალ მოდელებს.

„კოკოტო“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ბრენდინგის გაძლიერებასა და მომხმარებელთა ცნობადობის ზრდას, როგორც ქართულ, ისე საერთაშოიროს ბაზარზე “, - ამბობს ლალიკო გოგიბერიძე.

კომპანიამ, „ბაზარი ორბელიანზე“ ახალი სივრცე გახსნა, სადაც პატარებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ სტუმრობა და გართობა.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი პროდუქცია ძირითადად წარმოდგენილია ონლაინ საიტზე kokito.ge, ჩვენს instagram და facebook გვერდზე. ასევე ჩვენს ინტეგრირებულ სტენდებზე, საბურთალოს სითი მოლში (გასართობ ცენტრ მეჯიქ სითიში), ისთ ფოინთში და ბაზარი ორბელიანზე, სადაც ჩვენ გავხსენით კოკიტოს საბავშვო სივრცე. სივრცეში, პატარებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გვეწვიონ, ითამაშონ და ასევე სურვილის შემთხვევაში შეიძინონ სათამაშოებიც.

ჩვენს სივრცეში პატარები თამაშ-თამაშით ვითარდებიან, სწავლობენ ფორმებისა და ფერების აღქმას, უვითარდებათ როგორც მსხვილი, ასევე წვრილი მოტორიკა, იძენენ მეგობრებს და რაც მნიშვნელოვანი და კომფორტულია, მშობლებს შეუძლიათ მეგობრებთან ერთად გაატარონ დრო და პატარები დატოვონ სათამაშოდ ჩვენს სივრცეში “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„კოკიტოს სათამაშოები“ სამომავლოდ წარმოების მოცულობის ზრდას გეგმავს და მოლაპარაკებებს აწარმოებს საეთაშორისო ბრენდებთან.

„გვსურს პროდუქციის და წარმოების მოცულობის ზრდა. გვაქვს მოლაპარაკებები და შეკვეთები საერთაშორისო ბრენდებთან. თუ საერთაშორისო ინტერესი გაიზრდება, წარმოების რაოდენობის გაორმაგებაც შესაძლებელია.

ამ ეტაპზე გვაქვს აქტიური რამდენიმე მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ვგეგმავთ ახალი პროდუქციის ხაზის დამატებას, მანქანების სერიას, ცხოველებს, რაც სიახლე იქნება მომხმარებლისთვის და უფრო გაამრავალფეროვნებს ჩვენს ასორტიმენტს. ასევე გეგმაში გვაქვს გავაფართოვოთ „კოკიტოს“ განმავითარებელი სივრცე, რადგან მშობლებს მოსწონთ მისი კომფორტი და უსაფრთხოება.

 

ჩვენი მიზანია, რომ „კოკოტოს“ საბავშვო სივრცში განვავითაროთ ინოვაციური და მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც შეუქმნის დამატებით კომფორტსა და ჩვენს მომხმარებლებს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც ბავშვის სრულყოფილ განვითარებას, ისე მის უსაფრთხოებასა და კომფორტს. ვგეგმავთ, რომ დავამატოთ ახალი და თანამედროვე აქტივობები, რომლებიც ჩვენი სივრცის უფრო დიდი ინტერესითა და უპირატესობით სარგებლობის საშუალებას მისცემს მშობლებს “, - განარტავს ლალიკო გოგიბერიძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა