როგორია LoveStars-ის ახალი კოლექცია და ზაფხულის სიახლეები
LoveStars ზაფხულის სეზონს ახალი კოლექციით ხვდება. ქართული მოდის ბრენდი მომხმარებელს მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს, რომელშიც წარმოდგენილია ტილოს ქსოვილის კაბები და შორტები ნაქარგი დეტალებით, საცურაო კოსტიუმები და ახალი პატერნებით შექმნილი პროდუქტები. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia LoveStars-ის თანადამფუძნებელს, სალი სულთანიშვილს ესაუბრა.
რა სიახლეებით ხვდებით მიმდინარე სეზონს?
ამ სეზონზე ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. შევქმენით დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია, სადაც მომხარებელს ბევრ ახალ სიფერადეს ვთავაზობთ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სიახლეა ტილოს ქსოვილის კაბები და შორტები, რომლებიც სხვადასხვა ნაქარგი დეტალებითაა გაფორმებული. გვქონდა ორი ძალიან საინტერესო გადაღება, სადაც შევეცადეთ წარმოგვეჩინა ჩვენი ზაფხულის კოლექცია. ასევე დავამატეთ საცურაო კოსტიუმები და ზღვის დასაფენები ახალი პატერნებით. ჩვენი მიზანია, მომხარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ ყველაფერი, რაც ზაფხულის განწყობასთან ასოცირდება.

ახალი კოლექციების შექმნისას რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია და რა ტენდენციებს ეყრდნობით?
ინსპირაცია ერთი კონტრეტული წყაროდან არასდროს მოდის. ინსპირაცია შეიძლება გაგვიჩნდეს ყველაფრიდან, ყველაფერს ვაკვირდებით, ვსწავლობთ, ვუყურებთ. ყოველთვის გვინდა ჩვენი ახალი იდეების დამატება ჩვენს კოლექციაში. შეიძლება უცბად წიგნიდან წამოვიდეს ინსპირაცია, ფოტოდან, ფილმიდან, მოგზაურობისას. ბევრ რაღაცაში შეიძლება დაინახო ინსპირაცია, მთავარია სულ ძიების პროცესში იყო და არასდროს გაჩერდე.
რაც შეიძლება ტენდენციებს, ყოველთვის ვადევნებთ თვალს მსოფლიო მოდის ინდუსტრიას და სეზონის მთავარ მიმართულებებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ხელწერა შევიტანოთ და შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც იქნება თანამედროვე, ხარისხიანი, კომფორტული, და ამავდროულად განსხვავებული.
რომელი პროდუქცია ან კოლექცია სარგებლობს დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნით და როგორ აფასებთ მომხმარებლის ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
ძალიან რთულია ერთი კონკრეტული პროდუქტის გამოყოფა, რადგან სხვადასხვა სეზონსა და პერიოდს თავისი ფავორიტი აქვს.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის ინტერესი და კმაყოფილებაა. ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით მათ სურვილებსა და შეფასებებს, რადგან სწორედ მათი უკუკავშირი გვეხმარება, შევქმნათ ისეთი კოლექციები, რომლებიც მათ მოთხოვნებს მაქსიმალურად პასუხობს. ვფიქრობ, სწორედ ეს ურთიერთობა და ნდობა არის ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა.

რა გეგმები აქვს LoveStars-ს სამომავლოდ, ხომ არ გეგმავთ რეგიონულ გაფართოებას?
ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია ჩვენი ოფიციალური ონლაინ ვებ-საიტის შექმნა, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარი ძალებით ამზადებს. ძალიან მალე მომხმარებლებს შეეძლებათ, ჩვენი პროდუქცია ონლაინ, მარტივად და კომფორტულად შეიძინონ.
სამომავლოდ კი ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და LoveStars-ის გაცნობა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის. გვინდა, რომ ქართული ბრენდი ღირსეულად წარვადგინოთ საზღვრებს გარეთაც და ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყოს ხელმისაწვდომი.

სხვა სიახლეები
როგორია LoveStars-ის ახალი კოლექცია და ზაფხულის სიახლეები
23.07.2026.14:00