როგორია „მეღვინეობა ჯობავას“ განვითარების გზა და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც საქმიანობა 2013 წელს დაიწყო. დამატებითი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორი თაკო ჯობავას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა - როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
როგორც ჩვენი სახელწოდება მიანიშნებს, “მეღვინეობა ჯობავა” საოჯახო მეღვინეობაა. წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ, სადაც ჩვენი წინაპრები ღვინოს აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს აფხაზეთის დატოვება მოუწია, ვაზისა და მეღვინეობის სიყვარული არ დაგვიკარგავს. სწორედ ამ სიყვარულმა დაგვაბრუნა ამ საქმეში და 2013 წლიდან დავიწყეთ ვაზის და ვენახების კულტივაცია.

წლების განმავლობაში ეტაპობრივად გავაფართოვეთ ვენახები და გავაშენეთ სხვადახვა ენდემური ქართული ჯიშები. ეს ისტორია ჩვენს ბრენდს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს - ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ქართული კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნების გზაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დევიზია - “ღვინო, რომელიც გვაერთიანებს”.
2013-2022 წლებში ჩვენი ძირითადი ფოკუსი მევენახეობა იყო. 2022 წლიდან კი დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა და სრულფასოვანი წარმოება. დღეს ჩვენი მეღვინეობა და თანამედროვე სტანდარტების საწარმო ფუნქციონირებს კახეთში, სოფელ შილდაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე იტალიური დანადგარებით. ღვინის დავარგებისათვის ვიყენებთ საფრანგეთში დამზადებულ და სპეციალურად ჩამოტანილ მუხის კასრებს. ქვევრები ტრადიციული მეთოდით, ადგილობრივად ხელნაკეთია. ამასთან, გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ხარისხი როგორც ყურძნის მიღებისას, ისე ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე. შესაბამისად, სრულად ვაკონტროლებთ პროცესს - ვენახიდან ბოთლამდე. ჩვენი წარმოება სერტიფიცირებულია ISO სტანდარტით, რაც იმის გარანტიაა, რომ თითოეული პროცესი აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს.
ჩვენ ვაერთიანებთ ქართულ ტრადიციულ ქვევრის მეთოდს, კახურ ტექნოლოგიასა და თანამედროვე ევროპულ მეთოდებს, რის შედეგადაც მომხმარებელს ვთავაზობთ 15 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინოსა და 2 სახის ჭაჭას. უახლოეს პერიოდში კი, მომხმარებელს ახალ პროდუქტს - ბრენდსაც წარვუდგენთ.

ჩვენი მიზანია, თითოეულ ბოთლში გადმოვცეთ ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და გემო.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რამდენი სახეობის სასმელს მოიცავს?
ჩვენი პორტფოლიო დღეს მოიცავს 15 სახეობის პრემიუმ ხარისხის წითელ და თეთრ ღვინოს, რომელიც აერთიანებს როგორც კლასიკურ ევროპულ, ისე ტრადიციულ ქვევრისა და მუხის კასრის მეთოდით დაყენებულ პროდუქტებს.

ასორტიმენტი დაფუძნებულია ქართულ ენდემურ ჯიშებზე: საფერავი, რქაწითელი, ქისი და კახური მწვანე, რაც თითოეულ ღვინოს ანიჭებს ავთენტურ ხასიათს და მკაფიოდ გამოხატავს კახეთის ტერუარს. ქინძმარაულის მიკროზანაში მდებარეობა კი ამ უნიკალურობას კიდევ უფრო აძლიერებს.
2023 წლიდან პორტფოლიო გავაფართოვეთ და ასორტიმენტს დავამატეთ ჭაჭა - როგორც კლასიკური, ისე კასრში დავარგებული ოქროსფერი. აღნიშნულმა მომხმარებელს საშუალება მისცა კიდევ უფრო სრულად გაცნობოდა ქართული ყურძნისეული სასმელების მრავალფეროვნებას.
ამასთან, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის განვითარებაზე. უახლოეს პერიოდში მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც ღვინის ახალ სახეობებს, ისე ბრენდის. აღსანიშნავია, რომ ბრენდი უკვე სამი წელია ფრანგულ მუხის კასრში ვარგდება და წელს პირველად ჩამოისხმება.

ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია, ამიტომ ასორტიმენტის გაფართოებას დიდი სიფრთხილით ვუდგებით, რათა თითოეულ ახალ პროდუქტში დამახასიათებელი პრემიუმ სტანდარტი შევინარჩუნოთ.
ეს მიდგომა აისახება ჩვენს შედეგებშიც - ჩვენს ასორტიმენტში არსებული თითქმის ყველა ღვინო არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოს მფლობელია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა ხარისხია, რომელიც ტრადიციისა და ინოვაციის სინერგიით მიიღება. ვმუშაობთ უნიკალურ ტერუარზე, ქინძმარაულის მიკროზონაში, ვიყენებთ ქართულ ენდემურ ჯიშებს და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ გამორჩეული ხარისხის ღვინო.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი კოშერული ღვინის მიმართულება. ისრაელ პარტნიორებთან, “კულა ვაინთან” მჭიდრო თანამშრომლობით ვაწარმოებთ ქართული კოშერული ღვინის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, რომელიც სრულად შეესაბამება ქაშრუტის უმაღლეს დონეს.
კოშერული ღვინის წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ კონტროლს თითოეულ ეტაპზე: ვენახიდან ბოთლამდე პროცესში ჩართულია სპეციალურად სერტიფიცირებული პერსონალი და დაცულია მკაცრი რელიგიური და ტექნოლოგიური ნორმები, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ავთენტურობასა და სანდოობას საერთაშორისო ბაზარზე.

ამ მიმართულებებით ჩვენ არა მხოლოდ ვპასუხობთ ბაზრის მოთხოვნებს, არამედ ვქმნით ხიდს ქართულ მეღვინეობასა და გლობალურ მომხმარებელს შორის, რაც დამატებით ზრდის ჩვენი ბრენდის კონკურენტუნარიანობას.
რა არის Jobava Winery-ის სამომავლო გეგმები?
“მეღვინეობა ჯობავა” აქტიურად განაგრძობს განვითარებას და გეგმავს როგორც ასორტიმენტის გაფართოებას, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალურ ბაზრებზე ბრენდის სტრატეგიულ განვითარებას და ქართული პრემიუმ ღვინის ცნობადობის გაზრდას.
2026 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ღვინის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება. სეზონის განმავლობაში ვმასპინძლობთ სტუმრებს, ტურისტებს და ვთავაზობთ სრულ გამოცდილებას: დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებს და ჩვენი რესტორნის სერვისს.
ჩვენი მიზანია, “მეღვინეობა ჯობავა” იქცეს ქართული პრემიუმ ღვინოს სინონიმად და ღვინის ტურიზმის განუყოფელ ნაწილად - ადგილად, სადაც სტუმარი არა მხოლოდ ღვინოს აგემოვნებს, არამედ სრულად ეცნობა ქართული მეღვინეობის კულტურას.

ცნობისთვის, “მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.
სხვა სიახლეები
აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
30.10.2026.20:43
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.
„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.
2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.
აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ჩემპიონები მზად არიან.
ახლა ბრენდების ჯერია.