როგორია მოთხოვნა და ვინ არიან Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლები
Dona Bakeshop & Cafe დღეისათვის ბათუმში 3 ფილიალს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერმა თამილა ბეჟანიძემ განაცხადა, უახლოესი პერიოდში მენეჯმენტი გაფართოებას არ განიხილავს, თუმცა კლიენტების მოზიდვაზე და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად მუშაობს.
რაც შეეხება Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლებს, ზრდა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო შესამჩნევია.
„რომ გითხრათ, რომ Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლებში სეზონიდან სეზონამდე რადიკალური ცვლილებებია, ეს ასე არ არის. თუმცა ტურისტულ სეზონი მაინც თავისას აკეთებს და ივნისი-აგვისტოს პერიოდი მაინც ყველაზე გაყიდვადი პერიოდია. ძირითადი მომხმარებლები მაინც ადგილობრივები არიან, თუმცა ტურისტულ სეზონზე უცხოელების წილი იზრდება“, - აცხადებს თამილა ბეჟანიძე.
Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერის განმარტებითვე, 2024 წლის მიმდინარე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 15%-ითაა გაზრდილი.
„ტურისტულ სეზონზე საცალო ნამცხვრებზე უფრო მაღალი მოთხოვნა, ხოლო არატურისტულ სეზონზე კი თითქმის თანაბარია - ტორტებზე და ნამცხვრებზე ერთნაირი მოთხოვნაა“, - ამბობს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ Dona Bakeshop & Cafe-მ მესამე ფილიალი მიმდინარე წლის მაისში დაამატა, რისთვისაც დასაქმებულების რაოდენობა 22 ადამიანით გაზარდა და დღეისათვის კომპანია 128 თანამშრომელს ასაქმებს
რაც შეეხება შეკვეთებს Dona Bakeshop & Cafe აქტიურად იღებს ფოთიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ტრანსპორტირებს ახდენს თავად დამკვეთი.
Dona Bakeshop & Cafe მხოლოდ საქორწილო ტორტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ისიც მხოლოდ აჭარის მასშტაბით.
მიმდინარე ზაფხულში Dona Bakeshop & Cafe-სთვის საკმაოდ გაყიდვადი პროდუქტი გახდა ე.წ. დუბაის შოკოლადი.
„დუბაის შოკოლადზე“ სერიოზული ისტერიკა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს მაგალითზეც საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა. გულახდილად გეტყვით, რომ თავიდან მის წარმოებას არ ვაპირებდით, მაგრამ მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ დავიწყეთ. ზაფხულში „დუბაის შოკოლადი“ საკმაოდ გაყიდვადი პროდუქტი იყო და დღემდე გრძელდება. თითქმის ყველა შემომსვლელი გადის „დუბაის შოკოლადით“, - აღნიშნა თამილა ბეჟანიძემ.
Dona Bakeshop & Cafe-ს პირველი ფილიალი ბათუმში 2003 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.