მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია მოთხოვნა ქართულ ხელნაკეთ შოკოლადზე - „შიკოლის“ შეფასება

news image
mbc image

ქართული ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი „შიკოლი“ 2024 წლის პირველ ნახევარს აფასებს და აცხადებს, რომ გასული წლის მსგავსად მიმდინარე წელიც საკმაოდ დადებითია. 

„ვერ ვიტყვი,რომ დიდი ზრდა გაქვს თითქმის იდენტურ მაჩვენებელზე ვართ. შარშანაც კარგი წელი იყო ჩვენთვის, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდინება ჩვენს გაყიდვებზე დადებითად აისახა. წელსაც კარგი წელი გაქვს“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „შიკოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამთა ბენაშვილი.

„შიკოლი“ სექტემბრიდან გაყიდვების ზრდას ელოდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზაფხულის პერიოდი შოკოლადზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა, თუმცა ტემპერატურის დაწევასთან ერთად შოკოლადზე მოთხოვნაც მატულობს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის ზრდა 15 სექტემბრიდან იწყება, ხოლო ოქტომბრიდან კომპანია უკვე კორპორატიულ შეკვეთებსაც აქტიურად იღებს. 

„ზაფხულის ცხელი სეზონის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა აქტიურ სეზონს უკვე შემოდგომიდან ვიწყებთ. როგორც კი აგრილდება ეს ადექვატურად მობილიზებას შოკოლადის გაყიდვებზე. 15 სექტემბრიდან როდესაც უკვე სასწავლო პროცესი იწყება აქტიურდება გაყიდვებიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს უკვე ვიწყებთ ოქტომბრიდან და ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. კომპანიები ამ დროისათვის აკეთებენ იდეების და ფინანსების მობილიზებას და იწყებენ ჩვენი ასორტიმენტის შერჩევასაც“, - ამბობს  „შიკოლის“ დამფუძნებელი.

„შიკოლი“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად მუშაობს. 

„შეიძლება ისეთი პროდუქტი, რომელიც მოძველდა, ან მოთხოვნა აღარ არის  გაყიდვებიდან ამოვიღოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს. სიახლეები ყოველთვის გაქვს შეფუთვის ან სახეობების მიმართულებით“, - აცხადებს თამთა ბენაშვილი.

„შიკოლის“ დამფუძნებელი მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტულ უპირატესობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „შიკოლი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც არტიზანული შოკოლადის წარმოება დაიწყო.

„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ ასორტიმენტს, ეს არის კლასიკური შოკოლადები, ტრუფელები, ფერადი ბომბონები, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა და სხვა არტიზანულმა მწარმოებელმაც დაიწყეს მისი წარმოება. „შიკოლის“ აქვს ასევე ჯანსაღი ტკბილეულის ხაზიც. ჩვენ განვსხვავდებით იმით, რომ ჩვენი პროდუქცია ყველანაირ მომხმარებელზეა გათვლილი. ყველა ტიპის შოკოლადს თავისი კლიენტი ჰყავს და რომელიმე კონკრეტულ ხაზს არ მივყვებით“, - ამბობს თამთა ბენაშვილი.

„შიკოლი“ ამ დროისათვის 2 მაღაზიას ფლობს: ირაკლი აბაშიძის ქუჩა #33 და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა #79.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, უახლოეს ხანებში „შიკოლი“ მაღაზიების რაოდენობის ზრდას არ გეგმავს. 

„შიკოლი“ არის ქართული არტიზანული შოკოლადის კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, გემრიელ და ლამაზ შოკოლადებს, შოკოლადის მოყვარულებისთვის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა