მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია Naninfinitas ასორტიმენტი და განვითარების გეგმები

news image
mbc image

Naninfinitas ქართული ბრენდია, რომელიც  მომხმარებელს განსხვავებულ, მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციას სთავაზობს.  ბრენდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Georgia დამფუძნებელს, ნანუკა ჩხეიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა და ასორტიმენტი?

ყველაფერს დამოუკიდებლად უკვე ძალიან დიდი ხანია ვქმნი და ვაკეთებ.  ბავშვობიდან ვხატავდი და ვამზადებდი  სხვადასხვა ნივთებს. ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი დიზაინერი და ჩემი არაერთი ჩანაფიქრი განმეხრციელებინა. თუმცა ცოტა გზას გადავუხვიე და სამედიცინო სფეროში აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე არც მაშინ მიმიტოვებია და  პარალელურად  ვაგრძელებდი შემოქმედებით საქმიანობას. ბოლოს მაინც მივიღე გადაწყვეტილება სრულად ხელოვნების სფეროში ვყოფილიყავი და უკვე მეთორმეტე წელია როგორც ,,ნანინფინიტას"  სახელით ვფლობ  ჩემს ბიზნეს გვერდს და  ვმუშაობ არაერთი მიმართულებით.

თავდაპირველად, ვმუშაობდი მხოლოდ ტყავზე. ეს გულისხმობდა  ჩანთებს, ფეხსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარებს.  დღემდე  ვქმნი სრულიად განსხვავებულ, საკუთარი ხელწერის მქონე ტყავის ჩანთებს სხვადასხვა მასალათა მიქსით. მაგალითად, როგორიც არის ხე, ლითონი, ბუნებრივი ქვები თუ სხვა. მიყვარს ექსპერიმენტები. მომხმარებლებს ვთავაზობ ექსკლუზიურ ჩანთებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ასევე  სახლის დეკორის ნივთებს, ქალის აქსესუარებს. უკვე მეოთხე წელია ჩემს ნამუშევრებს დაემატა შარფების კოლექცია ,,სევენ" რომელიც  7 ფერის პალიტრის სინთეზია და ძალიან დიდი მოთხოვნით და მოწონებით სარგებლობს. ასევე, ბავშვთა პროდუქციას საკუთარი ილუსტრაციებით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას?

ვთვლი, რომ  ნებისმიერი  საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს მუდმივ განვითარებაზე და არასოდეს იყოს კმაყოფილი იმით რასაც ქმნის. მიმაჩნია, რომ  ძალიან განსხვავებულ და ექსკულუზიურ  პროდუქციას ვქმნი ამიტომაც ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს, თუმცა  ეს არ არის ჩემთვის საკმარისი და უკეთეს ხარისხს შევთავაზებ მალე. სხვაგვარად, კონკურენტულ ბაზარზე თავს ვერ დაიმკვიდრებ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბევრი საინტერესო იდეა და  პროექტი  მზად მაქვს და უახლოეს მომავალში წარვუდგენ საზოგადოებას. შეხედვით მიღებული თითქოს მასალათა შეუთანხმებლობა ჩემთვის ხშირად ახალი იდეის წყაროა.

აღსანიშნავია, რომ  "ნანინფინიტას" ნამუშევრები მეტად დასამახსოვრებელია მისი განუმეორებელი პალიტრის გათვალისწინებით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა