მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

როგორია Petite Ellie Kids-ის სასკოლო სეზონის სიახლეები და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, Petite Ellie Kids-მა მომხმარებლებს სკოლის ახალი კოლექცია შესთავაზა, რომელიც ტანსაცმელთან, ჩანთებთან და აქსესუარებთან ერთად, ხარისხსა და კომფორტზე აკეთებს აქცენტს.

Petite Ellie Kids-ის სიახლეებზე, მომხმარებლის შეცვლილ მოთხოვნებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კერესელიძე, ესაუბრა.

რა სიახლეებს სთავაზობს Petite Ellie Kids მომხმარებლებს ახალ სეზონზე?

ახალ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება სკოლის კოლექციას დავუთმეთ. გვინდოდა სასკოლო სეზონისთვის საჭირო ნივთები ერთ სივრცეში შეგვეთავაზებინა - ხარისხიანი და კომფორტული ტანსაცმლიდან დაწყებული, ჩანთებითა და აქსესუარებით დამთავრებული. ჩვენი სკოლის კოლექცია აერთიანებს პრაქტიკულობასა, დახვეწილ და საინტერესო დიზაინს, რაც ბავშვის ყოველდღიურ სასკოლო სტილს უფრო განსაკუთრებულს ხდის.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები და პრიორიტეტები?

ბოლო პერიოდში მომხმარებელი გაცილებით მეტად აქცევს ყურადღებას პროდუქტის ხარისხს, მასალას, კომფორტსა და დიზაინს. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ პრაქტიკული და გამძლეც. ამასთან, გაიზარდა მოთხოვნა გამორჩეულ და განსხვავებულ ბრენდებზე, რომლებიც ქართულ ბაზარზე ფართოდ არ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვაკვირდებოდეთ ამ ცვლილებებს და ასორტიმენტი სწორედ მომხმარებლის რეალურ ინტერესებს მოვარგოთ.

რა გეგმები აქვს Petite Ellie Kids-ს წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ჩვენი მთავარი მიზანია, Petite Ellie Kids კიდევ უფრო გავაძლიეროთ, როგორც პრემიუმ საბავშვო მულტიბრენდული სივრცე საქართველოში. წლის განმავლობაში ვგეგმავთ ახალი კოლექციებისა და ბრენდების დამატებას, ასევე სხვადასხვა საინტერესო სიახლის შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. გვინდა, რომ Petite Ellie-ში სტუმრობა მხოლოდ შოპინგთან არ ასოცირდებოდეს და მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილებად დარჩეს - სწორედ ამიტომ მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებისა და აქტივობის განხორციელებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

24.11.2026.20:00

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა გააფართოვა და თბილისში ახალი, თანამედროვე სასწავლო შენობა გახსნა. ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს, 24 ნოემბერს, გაიმართა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 13 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი - MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.

Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.

თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც 80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

„თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა - მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა