მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

როგორია „ქალაქობანას“ კონცეფცია და რა გამოცდილებას სთავაზობს სივრცე მომხმარებლებს

news image
mbc image

„ქალაქობანა" მულტიფუნქციური საბავშვო სივრცეა, რომელმაც ბაზარზე ოპერირება ახლახან დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებს - მარიამ და ნინო მაისურაძეებს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ქალაქობანა" არის მულტიფუნქციური საბავშვო სივრცე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შევქმენით. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ, იკვლევენ და საკუთარ სამყაროს ქმნიან.

„ქალაქობანა“ არ არის უბრალოდ გასართობი სივრცე - ეს არის ადგილი, სადაც თითოეული აქტივობა განვითარებაზეა ორიენტირებული. მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ გამოცდილებას, რომელიც ერთდროულად არის სასიამოვნოც და ღირებულიც, როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.

როგორია „ქალაქობანა"-ში არსებული აქტივობები და რა გამოცდილებას
სთავაზობთ ბავშვებს?

„ქალაქობანა“ აერთიანებს რამდენიმე განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა როლური თამაშების სივრცე - ადგილი, სადაც ბავშვები ირგებენ „დიდების როლს", ქმნიან საკუთარ სცენარებს და თამაშის პროცესში სწავლობენ.

მეორე მიმართულებაა შემოქმედებითი ვორქშოპები - აქ ბავშვები საკუთარი ხელით ქმნიან სხვადასხვა ნივთებს, ავითარებენ მოტორულ და კრეატიულ უნარებს და სწავლობენ ექსპერიმენტირებას.

ასევე ვთავაზობთ დაბადების დღეების განსხვავებულ ფორმატს - უფრო გამოცდილებაზე ორიენტირებულს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ერთობიან, არამედ ჩართულები არიან აქტივობებში.

ახლახან დავიწყეთ DIY ნაკრებების შექმნაც, რომელიც ქალაქობანას სამყაროს სახლშიც „აგრძელებს" - ბავშვი თავად ქმნის პერსონაჟებს და თამაშს დამოუკიდებლად აგრძელებს.

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც ბავშვი არ ისმენს ინსტრუქციებს „როგორ უნდა ითამაშოს", არამედ თავად ქმნის თამაშს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი განსხვავება არის ის, რომ „ქალაქობანა“ არ არის სტანდარტული გასართობი სივრცე.

აქ ყველაფერი იწყება იდეით რომ თამაში არის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი.
ჩვენი სივრცე მთლიანად ჩვენი ხელით არის შექმნილი - დეტალიდან დეტალამდე და თითოეული ელემენტი გააზრებულია ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ვქმნით არა მხოლოდ აქტივობებს, არამედ გამოცდილებას, სადაც:

ბავშვი თავისუფალია, მისი ფანტაზია - მთავარი, და პროცესი - შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი.

ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ მუდმივად ვვითარდებით - ვამატებთ ახალ აქტივობებს, ვქმნით პროდუქტებს და ვცდილობთ, „ქალაქობანა“ იყოს ცოცხალი, მზარდი სივრცე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი უახლოესი მიზანია არსებული სივრცის კიდევ უფრო განვითარება და გამრავალფეროვნება - მეტი მასტერკლასი, მეტი თემატური აქტივობა და მეტი შესაძლებლობა ბავშვებისთვის.

აქტიურად ვმუშაობთ DIY ნაკრებების მიმართულების განვითარებაზეც, რათა ქალაქობანას გამოცდილება სივრცის გარეთაც გაგრძელდეს.

ასევე ვგეგმავთ B2B მიმართულების გაძლიერებას - სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობას, ერთობლივ აქტივობებს და პროდუქტებს.

გრძელვადიანად კი ჩვენი მიზანია უფრო მასშტაბური სივრცის შექმნა და მეორე ფილიალის გახსნა, რათა ქალაქობანა კიდევ უფრო მეტ ბავშვსა და ოჯახს მისწვდეს.

ინფორმაციისთვის, „ქალაქობანა“ მდებარეობს ბესარიონ ჟღენტის N7ა-ში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

30.10.2026.20:43

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.

„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.

აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა