მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია Rolf Deckenkonstruktionen-ის განვითარების კონცეფცია

news image
mbc image

საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით უჯრედული ჭერების მწარმოებელმა ერთადერთმა საწარმომ  Rolf Deckenkonstruktionen-მა ასორტიმენტი გააფართოვა და შეკიდული ჭერების ახალი მოდელები დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტრორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.

როგორია კომპანიის სიახლეები მიმდინარე ეტაპზე?  

სიახლეები ბევრი გვაქვს, როგორც საწარმოს და კომპანიის ზრდის მიმართულებით ასევე პროდუქციის ასორტიმენტის მიმართულებით.  2024 წლის ბოლოს დაგვემატა შეკიდული ჭერის ახალი მოდელები, როგორც ბაფლის (Baffle) ტიპის ხაზოვანი ჭერების მიმართულებით, ასევე ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი ალუმინუს პანელური clip-in ტიპის ჭერების მიმართულებით. ასევე, დაგვემატა უკვე არსებული და ყველასთვის კარგად ცნობილი ROLF-ის გრილიატოს (griliato) უჯრედული ჭერების მართკუთხა, მოდალური მოდელები. 

2023 წლამდე გვქონდა მხოლოდ როლფის ერთი საწარმოო A სექტორი, 2024 წელს ავაშენეთ B სექტორი, ხოლო ახლახანს 2025 წლის თებერვალში ოფიციალურად გავხსენით დამატებით C სექტორი, რომელიც მოიცავს 1200კვ.მ. საწარმოო და სასაწყობე სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიას და საოფისე სივრცეებს, რომლებიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით.

ჩვენი კომპანიის 5 წლიანი ბიზნეს გეგმის მიხედვით, 2026 წელს (ანუ მეხუთე წელს) დაგეგმივილია მეოთხე D სექტორის დამატება, რომელიც თავისთავად იქნება უფრო მაშტაბური და მოიცავს თანამედროვე მეტალის შეკიდული ჭერების ყველა დარჩენილ მოდელს, რაც კი არსებობს ამ სექტორში.

შემდგომი წლების გეგმებს მოგვიანებით გაგაცნობთ, როცა სრულად ჩამოვაყალიბებთ კომპანიის განვითარების მომდევნო 5 წლის განვითარების გეგმას.

აქვე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ პროექტი განხორციელდა პროგრამა "აწარმოე საქართველო" - ს მხარდაჭერით, რომელიც ჩვენი დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია და ვამაყობთ იმით, რომ გამორჩეულად წარმატებული და მზარდი კომპანია ვართ ამ პროგრამის ბენეფიციართა შორის.

რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი?

ჩვენი საწარმოს დაფუძნების დღიდან დღემდე ამ ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად, ყოველწლიურად იზრდება, რაშიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კომპანიას გამორჩეული როლი აქვს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სამშენებლო-სარემონტო კომპანიებსა და დეველოპერებს მივაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ამ ტიპის ჭერების ფუნქციურ, ბიუჯეტურ თუ სხვა მრავალ უპირატესობაზე, რასაც თანამედროვე მშენებლობის სტანდარტები და ტენდენციები მოითხოვს. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების ინფორმირებულობაზე და შედეგად ყოველწლიურად რამდნჯერმე იზრდება ამ მიმართულებითაც ჩვენი საექსპორტო შეკვეთების ოდენობაც.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

რა თქმა უნდა პირველ რიგშია ჩვენი ხარისხი, რომელსაც მიუხედავად ბაზრის მოთხოვნისა დაბალ ბიუჯეტურ პროდუქციაზე, არ ვცვლით, რადგან საქმე ეხება ჭერს და ადამიანიების უსაფრთხოებას. ამასთან, ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ის რესურსები, რაც მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯებესებაზე იხარჯება აუცილებლად დაგვიბრუნებს შესაბამის პასუხს ჩვენი მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს უკვე და გვყავს უამრავი დამკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჩვენთან და თვალდახუჭული ენდობა ჩვენს კომპანიას.  ობიექტურადაც რომ შევხედოთ სხვა გზა არც გვაქვს, რადგან ჩვენი კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული, უკვე განხორციელებული გვაქვს მრავალმილიონიანი ინვესტიციები და ხარისხის ხარჯზე მცირე პერიოდში მოგების გაზრდა ფიზიკურად არ გვიღირს, განსხვავებით იმპორტიორებისაგან, რომლებსაც

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა