მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

როგორია Ruso’s-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

Ruso's დესერტების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ, ვიზუალურად გამორჩეულ ტკბილეულს სთავაზობს. ბრენდის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, რუსო დაუშვილს ესაუბრა.

„სამოყვარულო დონეზე ყოველთვის ვიყავი კულინარიით გატაცებული, თუმცა უფრო აქტიურად პროექტ „მასტერშეფში“ მონაწილეობის შემდეგ გავაგრძელე განვითარება და ჩემი ჰობი საქმიანობად ვაქციე. თავდაპირველად ასორტიმენტი პასკებს მოიცავდა, ამ ეტაპზე კი მომხმარებელს 5 სახეობის დესერტს ვთავაზობთ. ასორტიმენტს მუდმივად ვზრდით, ვტესტავთ ახალ პროდუქტებს და სამომავლოდ გაფართოებასაც განვიხილავთ“,- აცხადებს რუსო დაუშვილი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა.

„საკონდიტრო მიმართულებით პროფესიული განათლება არ მაქვს მიღებული, რაც ერთის მხრივ შეიძლება მინუსადაც ჩაითვალოს, თუმცა მეორე მხრივ ეს მეტ თავისუფლებას მაძლევს ექსპერიმენტებისთვის და უფრო გაბედული გადაწყვეტილებების მისაღებად. Ruso’s-ის მთავარი უპირატესობა ხარისხია - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ამიტომ ვამჯობინებთ, პროდუქტი შედარებით მაღალი ფასის იყოს, თუმცა ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ.

პროდუქცია სრულად ხელნაკეთია და მცირე რაოდენობით მზადდება,
რაც მას ინდუსტრიული წარმოებისგან განასხვავებს. თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ - განსაკუთრებით პასკების შემთხვევაში, რომლებსაც ყოველთვის ფორმებში ვაცხობ. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ სამსახური - ეს არის ჰობი, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, სწორედ ეს სიყვარული და დეტალებზე ზრუნვა განგვასხვავებს ბაზარზე არსებული  სხვა კომპანიებისგან“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

Ruso’s პროდუქციის მიმართ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„ბოლო პერიოდში მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდები, ამიტომ დავამატე თანამშრომლები. სამომავლოდ კი ვგეგმავ ფიზიკური ობიექტის გახსნას, სადაც უფრო მეტ მომხმარებელს მოვემსახურებით.

ეს იდეა დიდი ხანია მაქვს და მჯერა, რომ წარმატებული იქნება. მინდა, მომხმარებელს გავახსენო ის სახლური გემოები, რომლებიც ნოსტალგიურ განცდას იწვევს და ამავე დროს მაღალი ხარისხით გამოირჩევა“,- ამბობს რუსო დაუშვილი.

ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Glovo-ს პლატფორმის მეშვეობით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა

13.10.2026.15:00

საქართველოს ბანკი ბიზნესი განათლების სექტორში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორმა კომპანია „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11.5 მლნ. ლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის დაფინანსება კი 7 მლნ. ლარია.

ახალი კამპუსი ბაგრატიონის ქუჩა #117-ში მდებარეობს. სასწავლო სივრცე 596 მოსწავლეზეა გათვლილი. ის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და აერთიანებს სპეციალიზებულ ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიურ სივრცეებს, რომლებიც მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

კამპუსში ასევე განთავსებულია 150 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოსწავლეების განთავსებასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიების, მათ შორის სეზონური სკოლებისა და ბანაკების, მასპინძლობას შეძლებს.

„ბათუმის ახალი კამპუსის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სივრცეები და საერთო საცხოვრებელი შესაძლებლობას გვაძლევს, მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო შევთავაზოთ. საქართველოს ბანკთან 2007 წლიდან ვთანამშრომლობთ და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ ახალი კამპუსის პროექტის განხორციელებაშიც ჩვენი პარტნიორია.

საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპს თბილისში ახალი კამპუსის პროექტი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიღებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „ვითი ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან გოგიამ.

„განათლების სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ „ვითი ჯგუფთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში ახალი კამპუსის პროექტშიც ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ახალი კამპუსი მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შეუქმნის და განათლების მიმართულებით კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი წეროძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა