მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Saguramo Hills – ეკოლოგიურად სუფთა ვილები თბილისთან ახლოს

news image
mbc image

Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia “საგურამო ჰილს“-ის გაყიდვების მენეჯერს ნათია გადელიას ესაუბრა.

როგორი არის კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. კომპანიის საქმიანობა დაიწყო 2021 წელს, როდესაც დაიწყო პირველი სამშენებლო ფაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში.

პროექტი მოიცავს ჯამურად 22 ვილას ორ ფაზად:

I ფაზა: 8 სახლი (2021–2023);

II ფაზა: 14 სახლი (2022–2024).

 

მომხმარებლებს ვთავაზობთ 155–229 მ² ფართობის ერთსა და ორსართულიან ვილებს, თითო ვილაზე 500 მ² მიწის ნაკვეთით, 2 მანქანის სადგომით, ბრტყელი გადახურვით, კაპიტალური ბეტონისა და ხის კონსტრუქციით. პროექტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობით, ალუმინის ტერასებით, გამწვანებული ეზოებით და სანიაღვრე სისტემით. ვილები სრულად უზრუნველყოფილია დენით, წყალმომარაგებითა და კანალიზაციით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა სუბურბანულ საცხოვრებელ სივრცეებზე. პოსტპანდემიურმა პერიოდმა მკვეთრად გაზარდა ადამიანების სურვილი ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებაზე. Saguramo Hills-ი სწორედ ასეთ მოთხოვნებს პასუხობს. სეზონურად იზრდება დაინტერესება განსაკუთრებით ზაფხულში, როცა თბილისის ტემპერატურა საგრძნობლად იზრდება. პროექტის მდებარეობა ზღვის დონიდან 800–850 მ სიმაღლეზე ქმნის თბილისში არსებულ ტემპერატურაზე 6–7°C-ით გრილ პირობებს, რაც ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

თბილისის ეროვნული ტყე-პარკთან სიახლოვე (200 მეტრი), გამორჩეული ხედები და ეკოლოგიური სისუფთავე პროექტს განსაკუთრებულად მომზიდველს ხდის.


რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Saguramo Hills-ის მთავარი უპირატესობა არის მისი უნიკალური მდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა.

პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგს :

•  მცხეთა, ქალაქიდან მხოლოდ 25 წუთის გზაზე;

•  360 გრადუსიანი ხედები, სადაც გარკვეულ დღეებში მყინვარწვერიც კი ჩანს;

•  ზღვის დონიდან 800–850 მ, თბილისის კლიმატზე 6–7°C-ით გრილი ჰაერი;

•  200 მეტრში მდებარე ეროვნული ტყე-პარკი;

•  ბუნებრივი ზონა, რომელიც შეტანილია წითელ წიგნში;

•  მაღალი ხარისხის მშენებლობა - კაპიტალური ბეტონი, ხე, ალუმინის ტერასები, გამწვანებული ეზოები;

•  თანამედროვე ვილები, შერწყმული ბუნებასთან და გარემოსთან;

• კონკურენტული ფასები, რაც პროექტს ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა ტიპის მყიდველისთვის;

•  თანამშრომლობა პარტნიორ საქართველოს ბანკთან, რაც ამარტივებს იპოთეკური კრედიტის დამტკიცებას მომხმარებლებისთვის;

Saguramo Hills არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც ეყრდნობა სიმშვიდეს, ხედებსა და ჯანმრთელ გარემოს.


როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია მიზნად ისახავს შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის სტანდარტები და განავითაროს ეკოლოგიურად გამართული, ფუნქციური და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო.

ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შემდეგ  ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა