როგორია საქართველოში ავტომობილების იმპორტის მაჩვენებლები და რა გავლენას მოახდენს მასზე ტრამპის ახალი სავაჭრო პოლიტიკა - Cardeal.ge-ს შეფასება
Cardeal.ge - ეს ავტო აუქციონის ღია სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით ხარისხიან და სრულ მომსახურებას სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Cardeal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბაკურიძემ განაცხადა, დღეისათვის ბაზარი მეტ-ნაკლებად პასიურია და მისი გამოცოცხლება და იმპორტის ზრდა ტრადიციულად უკვე მაისის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში მეორად ელექტრომობილებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.
„ზოგადად საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილების სტატისტიკას, რომ გადავხედოთ ამ პერიოდში წლიურ ჭრილში კლება ფიქსირდება. ჩვენი დაკვირვებით იანვარ-მაისის პერიოდი შედარებით არააქტიური პერიოდია. ზაფხულიდან კი ბაზარი უკვე იზრდება. Cardeal.ge-ს მაგალითზე, რომ ვისაუბროთ კომპანია თავიდანვე საცალო მომხმარებლებზე იყო ორიენტირებული.
რაც შეეხება მოთხოვნად მოდელებს, საქართველო ზოგადად ცნობილია ბიუჯეტური კატეგორიით. ძირითადი მოთხოვნა საშუალოდ 8000 დოლარიან ავტომობილებზე მოდის. საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ ძალიან არის გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილებზე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ელექტრომობილები მთლიან მაჩვენებლებში დღეს დიდ ციფრს არ ქმნიდეს მასზე თვიდან თვემდე მოთხოვნა იზრდება. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბრენდებმაც დაიწყეს და გაზარდეს ელექტრომობილების კატეგორია“, - აცხადებს ზურაბ ბაკურიძე.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების კუთხით ჩინეთის წილი იზრდება, მოთხოვნის კუთხით მას არც აშშ ჩამორჩება.
„ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია როგორც ჩინეთიდან ისე აშშ-დან. ჩინეთი ზოგადად ახალი მიმართულებაა და მიუხედავად იმისა, რომ მთლიან სტატისტიკაში ჩინეთის წილი შედარებით ცოტაა, თვიდან თვემდე იმპორტირებული ელექტრომობილების რაოდენობა 40-60%-ით იზრდება. ასევე ზრდა არის აშშ-ს ბაზრიდანაც. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, მათი წილი საქართველოში შედარებით დაბალია“, - ამბობს Cardeal-ის წარმომადგენელი.
ირკვევა, რომ Cardeal.ge-ს მაგალითზე, აშშ-დან ავტომობილების იმპორტის 90-95% მეორად ავტომობილებზე მოდის.
„საქართველოს ბაზრის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ გვაქვს საშუალება ავტომობილები ჩამოვიყვანოთ იაფად, გავარემონტოთ ასევე იაფად და შემდეგ გავყიდოთ კონკურენტულ ფასად. ამიტომ ჩამოყალიბდა საქართველო როგორც ჰაბი, რადგანაც უცხოელი დილერები ჩამოდიან საქართველოში, რომ აქ მარტივია მეორადი ავტომობილის შეძენა. მაგალითისთვის, მათ ახალი ავტომობილის ყიდვა ადგილზეც შეუძლიათ, მაგრამ მეორადი მანქანების კუთხით ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ ვქმნით კონკურენტულ უპირატესობას. აქ ვგულისხმობ საქართველოს მიმზიდველობას“, - აცხადებს Cardeal.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში ქართველი დილერები გარკვეული გამოწვევების წინაშეც აღმოჩნდნენ.
„Cardeal.ge-ს თავიდანვე არ გაუკეთებია დილერებზე აქცენტი და ჩვენ ყოველთვის საცალო მომხმარებლებზე ვიყავით ორიენტირებულები. ახლა გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგანაც უცხოელმა დილერებმა ქართველი ლიდერების გამოტოვებით დაიწყეს მანქანების ყიდვა, მაგრამ ეს გამოწვევა ჩვენ არ გვეხება, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს დილერებზე ორიენტირება. ჩვენს შემთხვევაში 90%-ი მოდის ქართველ საცალო მომხმარებელზე. ჩვენი საიტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს უმარტივებს ავტომობილის შეძენას დილერების გამოტოვებით. მაგალითად თქვენ, რომ ავტომობილის ყიდვა მოგინდეთ შეხვალთ საიტზე და შეძლებთ ყოველგვარი დილერის და დახმარების გარეშე ავტომობილის შეძენას. ამოარჩევთ ავტომობილს და იქვე მიიღებთ დაფინანსებას და ყიდვის შემთხვევაში გექნებათ საშუალება ჩამოიყვანოთ საქართველომდე. ამ იდეიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვართ დილერის კონკურენტი, ალტერნატივა“ , - აცხადებს Cardeal.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.
Cardeal-ში აცხადებენ, რომ ტრამპის ახალ სავაჭრო პოლიტიკა საქართველოში საავტომობილო ბაზრის ინდუსტრიაზე გავლენას მოახდენს, თუმცა გარკვეული გავლენა დღესაც შეინიშნება.
„ამერიკის ახალ სავაჭრო პოლიტიკას გარკვეული გავლენა უკვე აქვს. ფასები დაახლოებით 10%-მდე არის გაზრდილი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო შოკის მომენტია, რადგანაც ჯერჯერობით ის რაც ტრამპმა დააანონსა მოქმედებაში არ არის. თუმცა აუცილებლად იქნება და აისახება ნეგატიურად. „ტრამპის ტარიფები“ შეეხება იმ ავტომობილებს, რომელიც არ არის წარმოებული ამერიკაში, თუმცა ის ავტომობილები, რომლებიც წარმოებულია აშშ-ში, ის შედგება ათასობით ნაწილისგან, რომელთა უმეტესობაც ამერიკაში არის იმპორტირებული. ამიტომ გარკვეულწილად ყველა ავტომობილს შეეხება გაძვირება. როცა გაძვირდება ახალი ავტომობილები, აუცილებლად გაძვირდება მეორადი ავტომობილებიც.
რეალურად ეს შემთხვევა საკმაოდ უნიკალურია და ზრდის ტენდენცია იქნება და ფასები აიწევს, მაგრამ რამდენით გაიზრდება ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ზრდა 20%-ის ფარგლებში იქნება, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა. აქვე ვახსენებ იმასაც, რომ ეს 20-30%-ი არის ის სხვაობა, რის გამოც ქართველი დილერები ყიდულობენ დამტვრეულ ავტომობილს, შემდეგ ყიდიან და ეს პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება, რადგანაც გამოჩნდა ბაზარზე ისეთი მიმწოდებელი ქვეყანა როგორიც არის ჩინეთი. ეს მიმართულება არის ახალგახსნილი მიმართულება და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მეორადი ავტომობილებიც შემოვიდეს ჩინეთიდან და ეს 20%-იანი გეფი, რომელიც შეიქმნება ჩინეთმა დააბალანსოს“. - ამბობს ზურა ბაკურიძე.
მისვე პროგნოზით, საქართველოსთვის ამერიკული ბაზრის ჩინეთით ჩანაცვლება 3-4 წლის განმავლობაში რთული იქნება.
„თუმცა, ვფიქრობ, რომ წლიდან წლამდე ჩინეთის წილი გაიზრდება და თავის ადგილს დაიკავებს საერთო მონაცემებში. ჩემი აზრით ეს ბაზრის 20-30%-ი იქნება. დღეს ბაზრის 90%-ს ამერიკა ქმნის“, - აცხადებს Cardeal.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Cardeal.ge-ს მეშვეობით მეორადი და ახალი მანქანის შეძენის და ჩამოყვანის პროცესი სრულიად ციფრულია. Cardeal.ge-ს ერთი კლიკით ამერიკის წამყვანი ავტო აუქციონებიდან - copart-დან და iaai-დან ავტო მანქანების სრული სია გამოაქვს. საიტზე განთავსებულია 500 000-ზე მეტი ავტომობილი და მათი ნუსხა ყოველდღიურად ახლდება. Cardeal.ge მსოფლიო სტარტაპების წამყვანი კონკურსის 500 Global-ის გამარჯვებულია, რამაც მას სილიკონ ველზე წარდგენის უპირატესობა მიანიჭა. კონკურსში გამარჯვებით სტარტაპმა 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო
11.05.2026.18:13
პროკრედიტ ბანკი მაისის თვეში ვადიან ანაბრებზე განსაკუთრებულ პირობებს აცხადებს, მომხმარებლები, რომლებიც გადმოიტანენ ანაბარს სხვა ბანკიდან ან გახსნიან ახალ ანაბარს +1%-მდე მეტ სარგებელს მიიღებენ.
სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსოს დანაზოგი და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.
აქციით სარგებლობა მარტივია: შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22.
მეტი ინფორმაციისთვის, გადმოწერე მობაილ ბანკი ან ეწვიე საიტს: