როგორია teamtwo - Architects & Engineers - ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
teamtwo - Architects & Engineers არის არქიტექტორების და კონსტრუქტორების ჯგუფი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia, მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის თანადამფუძნებელს და მთავარ არქიტექტორს ნუცა ნადარეიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„თიმთუ“ არის არქიტექტორების და კონსტრუქტორების ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2019 წელს. ჩვენს ჯგუფს აქვს გამოცდილება მშენებლობის ყველა მიმართულებით - კონცეფციიდან დასრულებულ შენობამდე - BIM მენეჯმენტის ჩათვლით. ჩვენ გვჯერა, რომ არქიტექტურამ უნდა გააუმჯობესოს ქალაქის და ხალხის ცხოვრება. ის უნდა იყოს მარტივი და ამავდროულად კომპლექსური. როგორც ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ჯგუფი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მივიღოთ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაშიც გვეხმარება 3D Building information Modeling (BIM360) და Basecamp პროექტის დაგეგმვაში. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს პროექტის სხვადასხვა ეტაპი ერთ სივრცეში მოვაქციოთ, რაც ამარტივებს დისციპლინებს შორის კომუნიკაციას და საბოლოო ჯამში ამარტივებს პროცესის კონტროლს. ჩვენ გვჯერა, რომ დამკვეთთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ სწორი და ეფექტური შედეგის მიღებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტის გააზრება და განვითარება როგორც დამკვეთის, ასევე არქიტექტორის პერსპექტივიდან. ჩვენი გამოცდილება საქართველოს გარეთ მოიცავს 200+ პროექტს აშშ-ში. მათ შორის არის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Marriott, Hilton, IHG და Hyatt. ამავდროულად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტთან. ჩვენი გუნდის წევრები ასწავლიან ადგილობრივ უნივერსიტეტებში და უზიარებენ ახალგაზრდა თაობას საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
საქართველოში, ისევე როგოც მთელს მსოფლიოში სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტივიზაციას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებზე, რაც სამშენებლო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. სამშენებლო ინდუსტრიას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით მდგრადი და ენერგოეფექტური მშენებლობის მიმართულებით. ტექნოლოგიების განვითარება და კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობის ზრდა კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ დარგის პოპულარიზაციას. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით teamtwo-ს თანადამფუძნებელმა და მთავარმა არქიტექტორმა, შოთა საგანელიძემ, მოიპოვა როგორც LEED Green სერტიფიკატი ასევე WELL AP (WELL Accredited Professional) აკრედიტაცია როგორც პროფესიონალმა ჯანსაღი შენობების პროექტირებაში. WELL AP არის მსოფლიოში ჯანსაღი შენობების შექმნაზე ორიენტირებული წამყვანი სერტიფიკაცია, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ყოველდღიური გარემოს ხარისხზე. ეს ცოდნა teamtwo-ს შესაძლებლობას აძლევს, ითანამშრომლოს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ინვესტორებთან, მრავალფუნქციური შენობების განვითარების პროცესში, და შექმნას ისეთი სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ ენერგოეფექტური, არამედ ჯანმრთელობის მხარდამჭერიც იქნება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
გარდა იმისა, რომ teamtwo მრავალფუნქციური არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანიაა, მისი უპირატესობა ამერიკის ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე გუნდია. კომპანია დამკვეთს ოთხ ძირითად მიმართულებაზე მუშაობას სთავაზობს: არქიტექტურა, კონსტრუქცია, ინტერიერის დიზაინი და ქალაქგეგმარებითი დისციპლინები. ეს პროცესები საკმარისია საიმისოდ, რომ დამკვეთმა სწორად დააპროექტოს, შეათანხმოს პროექტი და შემდგომ, განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი.
ეს დისციპლინები, რომლებსაც ჩვენი კომპანია აერთიანებს, ქართულ ბაზარზე როგორც წესი ცალ-ცალკე მუშაობენ. ეს მათ შორის კომუნიკაციას ართულებს და იწვევს პროექტირების დროში გაწელვას, რაც შესაბამისად, აზიანებს დამკვეთს. ასეთ პირობებში პროექტი ერთიან პროდუქტად არ ყალიბდება, ვინაიდან მის შექმნაში ჩართული რგოლები მხოლოდ თავიანთ წილ სამუშაოს ასრულებენ და პროექტს მთლიან პერსპექტივაში არ განიხილავენ.
teamtwo დაარსდა იმ იდეით, რომ პროექტის შესაქმნელად საჭირო ყველა დისციპლინა ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა და სერვისები დეპარტამენტებად ჩაგვეშალა. რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემდა დეპარტამენტებს შორის კოორდინირებული კომუნიკაციის შედეგად, შეგვემცირებინა შესრულების ვადები და შესაბამისად, დაგვეზოგა დამკვეთის დრო.
ამასთანავე, პროექტების სამართავად ვიყენებთ Basecamp-ის პლატფორმას, რაც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას და პროექტს ყველა დეპარტამენტისთვის გამჭვირვალეს ხდის. პროცესში, დეტალების დასაზუსტებლად, თანამშრომლებს შიდა შეხვედრები და საკითხების რამდენჯერმე გავლა ფაქტობრივად არ სჭირდებათ, პროექტის ყველა ფაზა ციფრულ და ყველასათვის გამჭვირვალე ფორმატში მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Basecamp-ის პლატფორმაში ვრთავთ დამკვეთებსაც. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროგრესის ნახვა, პროცესში ჩართვა და იმის გაგება, თუ პროექტირების რა საფეხურზე იმყოფება საპროექტო გუნდი.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც არქიტექტორებით, ასევე კონსტრუქტორებით, ამიტომ პროექტის ინიცირების ეტაპზევე ხდება ორივე დისციპლინის ერთად გააზრება, რაც მომავალში კარგად დაგეგმარებული პროექტისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე გვაქვს არაერთი საინტერესო მიმდინარე პროექტი, რომლებიც საცხოვრებელ, კერძო და მრავალბინიან სახლებს მოიცავს. ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე ავლაბარში, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროს პროექტთან დაკავშირებითაც. ამავდროულად, ვცდილობთ, კვლავ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკისა და ევროპის ბაზარზე საცხოვრებელი თუ სასტუმრო შენობების პროექტირების მიმართულებით.
ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ზ. ფალიაშვილის #37-ში. მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ teamtwo- ს ვებგვერდს ესტუმრონ ან დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე : 555 57 74 99.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.