მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია „თინეს“ საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

„თინე“ ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი, რომელიც ოთხი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნელებს თიკო კიკალეიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩემი საქმიანობა უკავშირდება ტექსტილისგან ხელნაკეთი ნივთების შექმნას. ძირითადად ვკერავ მაგიდის გადასაფარებლებს, ვამზადებ ხელნაკეთ აქსესუარებსა და სახლის დეკორის ელემენტებს. საქმიანობა დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყე, როგორც მცირე საოჯახო ბიზნესი. მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც ხელითაა დამზადებული და იდეალურია როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ისე საჩუქრად.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ ეტაპზე ასორტიმენტში შედის:

მაგიდის გადასაფარებლები სხვადასხვა ზომისა და ფერის კომბინაციით;

ხელნაკეთი აქსესუარები რგოლები, ხელსახოცები და რანერები;

სადღესასწაულო თემატიკის მცირე სერიები. 

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო პერიოდში ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელი ეძებს უნიკალურ, პერსონალიზებულ ნივთებს. ზოგადად, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

• პროდუქციის ხარისხი და გამძლეობა;

• პატარ-პატარა დეტალებისადმი ყურადღება (შეფუთვა, პრეზენტაცია, ინდივიდუალური მიდგომა);

• ასევე, მე თვითონ ვაკონტროლებ შექმნის პროცესს, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო მოქნილი და სწრაფად მოვერგო მომხმარებლის მოთხოვნას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

მომავალში ვგეგმავ:

• საკუთარი ინდივიდუალური პრინტების შექმნას, რათა ჩემს პროდუქციას ჰქონდეს სრულიად უნიკალური ხელწერა;

• ასორტიმენტის გაფართოებას;

• ონლაინ მაღაზიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვას.

ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება : 593 73 03 13

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა