როგორია „ზიგმასა“ და ICE-ს პარტნიორობის დეტალები - გიორგი ბახტაძე
„ზიგმა საბურთალოს“ პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსში ასევე პრემიუმ ხარისხის ლიფტები დამონტაჟდა. აღნიშნული სამუშაოები კი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ICE • აი-სი-ი განახორციელა.
ICE უკვე 13 წელზე მეტია ბაზარზე გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მიმართულებით ოპერირებს და დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების - OTIS, TOSHIBA, CARRIER, LENNOX გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს.
„ზიგმა საბურთალოს მაცხოვრებელი და ICE Engineering Group-ის დირექტორი, გიორგი ბახტაძე, OTIS-ის ლიფტების შესახებ საკუთარი გამოცდილების შესახებ ყვება და განმარტავს, რომ ლიფტების და სხვა მასალების ხარისხი მიუთითებს იმაზე, რომ მშენებლობის ხარისხი მართლა პრემიალურია.
პროექტის ფარგლებში ICE Engineering Group-მა უზრუნველყო OTIS-ის ლიფტების მიწოდება და მონტაჟი.
„ჩვენი და „ზიგმას“ ურთიერთობა დაიწყო იმით, რომ დაგვიკავშირდნენ და მოითხოვეს ლიფტების განფასება. მათ ხარისხზე აიღეს აქცენტი და არა ვთქვათ ბიუჯეტურ ლიფტებზე. ამით დავრწმუნდით, რომ პრემიალური ხარისხის მშენებლობას აპირებდნენ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემეძინა „ზიგმას“ პრემიუმ ხარისხის კომპლექსში ბინა ჩემი ბავშვებისთვის, რადგანაც უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ხარისხი მშენებლობის და ასევე ლიფტების იქნებოდა პრემიალური. არის მეტროსთან ძალიან ახლოს და ასევე ახალ ხიდთან, ბაგებზე გადასასვლელ ხიდთან არის ძალიან ახლოს და შეიძლება ვაკის ტერიტორიაზე ძალიან სწრაფად და მარტივად მოხვდე. იდეალური ადგილია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხედების ნაწილი, რაც ამ კომპლექსს არ აკლია და იდეალური ხედები აქვს. აივნის ნაწილიც ძალიან მომგებიანია, რადგანაც სტუმრების მიღების დროს ხედები უკეთესად გამოჩნდება და გამოყენებადია ეს აივანიც. ყველას, ჩემს ახლობლებს და მეგობრებს, ვინც მენდობა ამ სფეროში ვურჩევ, რომ შეიძინონ ბინა „ზიგმა საბურთალოს“ პრემიუმ ხარისხის კომპლექსში“, - აცხადებს გიორგი ბახტაძე.
ICE არის OTIS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და კომპანია ბაზარს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას: ლიფტების, ესკალატორებისა და ტრაველატორების მიწოდებას, მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას;ქარხნულ გარანტიას;უფასო საკონსულტაციო მომსახურებას.
ICE-მ ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, როგორებიცაა: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „რამადა პლაზა“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“, „მარიოტ მოქსი“ , „რედკო ახალი გუდაური“, „თბილისი გარდენს“ , „დომუსი იპოდრომი“, „სითი დეველოპმენტი ვაკე“ , „ინდეკო რეზიდენსი“, „ფრანგული უბანი“, „ეკომეტრი რეზიდენსი“ და სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.