მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე

news image
mbc image

ფინანსურ მაჩვენებლებსა და კრეატიულ იდეებს შორის ბალანსი - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ელენკა კოხრეიძემ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ღონისძიება Reinvent 2025 სომხეთში Renderforest-ის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის დღის წესრიგი განსაკუთრებულად დატვირთული იყო და ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბრენდის განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილებისა (UX) და ურთიერთობის (CX) გაუმჯობესება, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობისთვის. 

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარიოფიცერი: „ბიზნეს სფეროში ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპანიებს უწევთ არჩევანის გაკეთება ROI-ს (განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი) მკაცრ შედეგებსა და კრეატიულ მიდგომებს შორის. მარკეტინგი, რომელსაც ROI ვერ მოაქვს, ფუჭია და, ამავდროულად, უხილავია კრეატიულობის გარეშე. რეალურად, ROI და კრეატიულობა უნდა მოვიაზროთ არა როგორც ერთმანეთისკონკურენტები, არამედ როგორც პარტნიორები, რადგანსინამდვილეში მათი სინერგია ქმნის გრძელვადიან წარმატებას. ROI გვიჩვენებს ბიზნესის წინსვლას, კრეატიულობა კი აყალიბებს ბრენდის ძლიერ და ხანგრძლივ იდენტობას მომხმარებელთა ცნობიერებაში“. 

საერთაშორისო ფორუმმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 2 000-ზე მეტ სპეციალისტს. ღონისძიება იქცა პლატფორმად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მეწარმეები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ ბიზნესის განვითარების მომავალზე, ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე. 

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „Reinvent 2025-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გამეზიარებინა ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის, არამედ მომესმინა სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერის ხედვები, გამოწვევები და წარმატების ისტორიები. 

ღონისძიებაში მონაწილეობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები, სადაც იდეების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განხილვა პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას კომპანიებისთვის განვითარებისა და ბაზარზე ლიდერის პოზიციის განმტკიცებისთვის“.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია მარკეტინგში არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენცია, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რისთვისაც მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა