მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

Rolf Deckenkonstruktionen-ის შეფასება 2025 წელზე და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან

news image

2025 წელი ჩვენი საწარმოსთვის ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს უჯრედული ჭერების მწარმოებელი საწარმოს Rolf Deckenkonstruktionen -ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.

- როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი ჩვენი საწარმოსთვის ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი იყო. გარდა დასახული მიზნებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმისა, მრავლად იყო როგორც აღიარების ასევე წინა წლებში ჩვენს მიერ გაწეული შრომის დაფასების ფაქტები. 2025 წელს გადმოგვეცა N1 ოქროს ბრენდის ჯილდო ჩვენს სექტორში, ასევე მონაწილეობა მივიღეთ უამრავ საერთაშორისო გამოფენაში, სადაც თვალნათლივ დადასტურდა მომხმარებელების ნდობა ჩვენი ბრენდისა და ხარისხის მიმართ. 2025 წლიდან უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ROLF-ის საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლით სახელდება ისეთი მსოფლიო ბრენდების ხუთეულში, როგორებიცაა Durlum, AMF და Hunter & Douglas.

გასულ წლებში ჩვენს მიერ ქართული სამშენებლო სექტორის სწორი და მიზანმიმართული ინფორმირების შედეგად 2025 წლის ბოლოს ჩვენს პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაჩნდა საჭიროება წარმადობის გაზრდის, რომელიც მანამდე ჩვენს 5 წლიან სტრატგიული განვითარების გეგმაში არ გვქონდა გათვალისწინებული. ამასთან გაჩნდა ასორტიმენტის ზრდის საჭიროებაც და დღეის მდგომარეობით, ვაწარმოებთ და მომხმარებლებს ვთავაზობთ 900-ზე მეტი მოდელის სახეობის, ფერისა და ზომის შეკიდულ ჭერებს.

2025 წლის ოქტომბერში ჩვენი კომპანიის სამუშაო ჯგუფი მიწვეული იყო თურქეთში, სადაც შევხვდით მეტალის შეკიდული ჭერების მწარმოებელ 5 ძირითად კომპანიას. გავუზიარეთ ჩვენი საწარმოო გამოცდილება და 2 მათგანთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის იმპლემენტაციაც 2026 წლის მარტიდან იგეგმება. აღმოჩნდა რომ, თურქული ბაზარი გაჯერებულია შედარებით დაბალხარისხიანი ბიუჯეტური პროდუქციით, რის გამოც მაღალი ხარისხის მსურველ დამკვეთებს პროდუქციის იმპორტი უწევთ ევროპული ქვეყნებიდან. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მოიაზრებს ჩვენი პროდუქციის ექსპორტს თურქეთში იმ დამკვეთებისთვის, რომლებიც ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს მიერ მოხდება მათი პროდუქციის იმპორტი იმ ქართველი მოხმარებლებისთვის, რომელთათვისაც ბიუჯეტია უფრო მნიშვნელოვანი.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წლის პრიორიტეტად დასახული გვაქვს 5 მიმართულება:

1) საექსპორტო მიმართულების მაქსიმალური სტიმულირება;

2) დამატებით ახალი საწარმოს D სექტორის მშენებლობა, რომელიც წინა 3 სექტორთან შედარებით 3-ჯერ დიდი იქნება. აღნიშნული სექტორის ძირითადი მიმართულება შედარებით ბიუჯეტური კომერციული ჭერების წარმოება იქნება;

3) საწარმოო ხაზების სრული გეგმიური გადაიარაღება და საწარმოო ხაზების რეგიონალური სერვის ცენტრისა და ლაბორატორიის მოწყობა;

4) სანათების წარმოება;

5) ბაზრის ტექნიკური ინფორმირებულობის მასშტაბური კამპანია, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხობრივი შედარება.

2026 წელი ჩვენი კომპანიის პირველადი განვითარების სტრატეგიული გეგმის ფინალური ფაზაა. დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელების შემდეგ, წლის ბოლოდან უკვე განვიხილავთ ROLF-ის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რაც კომპანიის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ამასთან ვფიქრობთ წლის ბოლოდან ROLF -ის ფრანჩაიზის მიმართულების განვითარებას, ძირითადად აშშ-ს და რამდენიმე მაღალშემოსავლიანი აზიური ქვეყნების მიმართულებით. დეტალურ პრეზენტაციას აღნიშნული პროექტების შესახებ 2026 წლის სექტემბერში გავაკეთებთ და 2027 წლიდან შევუდგებით განხორიციელებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იაპონური ყავის კულტურა, უნიკალური მომზადების მეთოდი და განსხვავებული სივრცე - როგორია Ayanoma-ს კონცეფცია

14.05.2026.18:00

,,აიანომა” პირველი იაპონური კაფეა თბილისში, რომელმაც ბაზარზე ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „აიანომას“ დამფუძნებელს, სუგიმოტო ტაცუია ესაუბრა.

როგორია Ayanoma-ს საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„აიანომა“ პირველი იაპონური კაფეა თბილისში, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2026 წლის აპრილში გაიხსნა.

„აიანომაში“ განსაკუთრებული მზრუნველობით, ხელით ვამზადებთ თითოეულ ფინჯან ყავას; ამისათვის ვიყენებთ იაპონიის წამყვანი სპეციალისტების მიერ მოხალულ რჩეულ მარცვლებსა და ცნობილი იაპონელი მწარმოებლების მიერ შექმნილ ყავის მოსადუღებელ მოწყობილობებს. ეს პროცესი ჩვეულებრივი ყავის დალევის რიტუალზე მეტია - თითოეული ფინჯანის მეშვეობით აიანომას სტუმრები თავად იაპონიის სულსა და კულტურას ეზიარებიან.

ჩვენი მიზანი თბილისში მხოლოდ იაპონური სტილის კაფის გახსნა არ ყოფილა. ჩვენ გვჯერა, რომ ყავას შეუძლია გააღვივოს დიალოგი ადამიანებს, ქვეყნებსა და კულტურებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აიანომას მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს კულტურულ გაზიარებას იაპონიასა და საქართველოს შორის ყავის მეშვეობით.

ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სათუთად მომზადებულ ყავას, არამედ ტრადიციული იაპონური კისატენის სტილის სასმელებს, ორგანულ ჩაის როგორც იაპონიიდან, ისე საქართველოდან, ქართულ ღვინის სახეობებს, ხოლო ღონისძიებების დროს - იაპონურ საკესაც.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„აიანომას“ კონკურენტული უპირატესობა იაპონური ოსტატობისა და გამორჩეული ნედლეულის უნიკალურ სინთეზში მდგომარეობს. ჩვენი ყავის მარცვლები იაპონიაში აკიმასა კავაკუბოს - იაპონური ყავის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის - მიერ იხალება; იგი იყენებს მოხალვის საკუთარ ტექნიკას, რის შემდეგაც მარცვლები საქართველოში საჰაერო გზით იგზავნება მაქსიმალური სიახლის შესანარჩუნებლად.„აიანომაში“ ასევე ვიყენებთ KONO Meimon-ის მსოფლიოში პირველ კონუსისებურ ფილტრს, რომელიც 1973 წელს შეიქმნა Coffee Siphon Co.-ს მიერ. ყავის მომზადების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ ყავის მარცვლებში დამალული ნაზი და მრავალფეროვანი არომატები. ჩვენი საფირმო ბლენდი AWAI (間) იქმნება სხვადასხვა დონეზე მოხალული ეთიოპიური მარცვლების შერევით. AWAI-ს გემო მკვეთრად იცვლება ბარისტას მიდგომისა და ტემპერატურის მცირედი ცვალებადობის მიხედვით. ეს არის სასმელი, რომელიც ნამდვილად წარმოაჩენს მოხალვის ხელოვნებისა და მომზადების ტექნოლოგიის სინთეზს. 

თუმცა, ჩვენი უპირატესობა მხოლოდ პროდუქტით არ შემოიფარგლება. „აიანომა“ ერთ შენობაში ორ განსხვავებულ გარემოს აერთიანებს. ერთი არის გალერეის სტილის კაფე, სადაც სტუმრებს იაპონური კულტურის გაცნობა შეუძლიათ, ხოლო მეორე - მშვიდი და მყუდრო სივრცე, რომელიც ტრადიციული იაპონური კაფის, „კისატენის“ ატმოსფეროთია შთაგონებული. სტუმრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ გარემო, რომელიც მათ განწყობას საუკეთესოდ შეესაბამება. სივრცის ეს ორი კონცეფციაც ერთ-ერთი იმ უნიკალურ გამოცდილებათაგანია, რომელსაც თბილისში მხოლოდ აიანომა სთავაზობს მომხმარებელს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?

ინტერესი პირველივე დღეებიდან მაღალია, რადგან ჩვენი პროექტი ეფუძნება ემოციურ და მყარ ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებიდან იღებს სათავეს. 2025 წელს რუსთაველის გამზირზე გამართულმა წინასწარმა ღონისძიებამ გვაჩვენა, რომ თბილისის საზოგადოება მზად არის იაპონური ყავის რიტუალისთვის.

მომხმარებლები ეძებენ არა უბრალოდ ყავას, არამედ კავშირს, სიმშვიდესა და უნიკალურ პროდუქტს, რომელსაც ზურგს დიდი ისტორია და პროფესიონალიზმი უმაგრებს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

„აიანომას“ სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა სცილდება ერთი ლოკაციის ფარგლებს და ორიენტირებულია გლობალური კულტურული ხიდის მშენებლობაზე. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას, რათა აიანომას უნიკალური ფილოსოფია და იაპონური ყავის ხელოვნება უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, ქართული სტუმართმასპინძლობისა და იაპონური ტრადიციების სინთეზი ვაქციოთ საერთაშორისო ბრენდად, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და მშვიდობის გავრცელებას შეუწყობს ხელს. „აიანომას“ ბრენდის თითოეული ახალი ლოკაცია იქნება დიალოგის კიდევ ერთი სივრცე, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს, კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა