მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

Rolf Deckenkonstruktionen-მა Golden Brand-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა

news image
mbc image

2026 წლის 20 ივნისს Golden Brand-ის მიერ გამართულ ყოველწილიურ ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალზე ROLF Deckenkonstrktionen Georgia მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად უკვე მეორედ დასახელდა ნომერ პირველ ოქროს ბრენდად მეტალის შეკიდული ჭერების სექტორში - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.

„2026 წლის 20 ივნისს Golden Brand-ის მიერ გამართულ ყოველწილიურ ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალზე ROLF Deckenkonstrktionen Georgia მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად უკვე მეორედ დასახელდა ნომერ პირველ ოქროს ბრენდად მეტალის შეკიდული ჭერების სექტორში. ჩვენ უკვე 2 წელია დამაჯერებლად ვინარჩუნებთ ამ ტიტულს, რაც ჩვენი გუნდის დიდი შრომის შედეგია.

მეექვსე წელია რაც ქართულ ბაზარზე ვართ და ჩვენს მიერ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, როგორც საქართველოში ასევე მთელს რეგიონში. ამ წარმატების მიზეზი პირველ რიგში არის მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ყოველწლიურად თითქმის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, წარმოების ოდენობა უკვე ძალიან მასშტაბურია და შესრულებული პროექტები წლის განმავლობაში 100 000კვ.მ.-ს აჭარბებს, ჩვენ მაინც არ ვცვლით სტრატეგიას და ყველა პროექტს ინდივიდუალურად განვიხილავთ. ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ კომპლექტს პროექტირებიდან და წარმოებიდან დაწყებული, მონტაჟითა და მონტაჟის შემდგომი სერვისით დამთავრებული. ასევე მომხმარებელს დამატებით კომფორტს ვუქმნით პროექტის ჭერის შესაბამისი სანათების დაკომპლექტებით და რეგიონში ყველაზე ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი საგარანტიო სერვისით.

ჩვენი კომპანიის იდენტობა ხარისხთან ასოცირდება. ჯერ კიდევ 6 წლის წინ როცა ჩვენს საწარმოს საფუძველი ჩაეყარა გრიულიატოს მეტალის ჭერები ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენდა, კონკურტენციაც დაბალი იყო და მომხმარებელს არ ჰქონდა საშუალება ჩვენი პროდუქციის ხარისხი სხვა მწარმოებლთა პროდუქციასთან შეედარებინა. დროთა განმავლობაში ჩვენს მიერ ამ მიმართულებით ბაზრის ინფორმირების შედეგად მოთხოვნაც გაიზარდა და საბაზრო ეკონომიკების პრინციპიდან გამომდინარე გაჩნდა უამრავი მიმწოდებელი. დღეს უკვე მომხმარებელს ფართო არჩევანი აქვს და მარტივად შეუძლიათ ჩვენი ხარისხის შედარება. წლების განმავლობაში ჩვენს მიერ შესრულებული 6000-ზე მეტი პროექტი ისევ პირვანდელ სახეს ინარჩუნებს და შესაბამისად მომხმარებლებსაც უფრო მეტი სანდოობა უჩნდებათ ჩვენი კომპანიის მიმართ.

2026 წელს ROLF-ის ბრენდი საქართველოში უკვე ფართოდ გამოიკვეთა როგორც პრესტიჟის სიმბოლო. ხშირად გვხვდება ჩვენი ბრენდის სახელი სხვადასხვა მსხვილი დეველოპერების სარეკლამო კამპანიებში, რომლებიც საკუთარ მომხმარებლებთან თავს ROLF-ის ჭერებით იწონებენ. ეს რა თქმა უნდა ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ზოგადად კი ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი არამხოლოდ პროდუქციის ხარისხით არამედ უბრალოდ სახელის გამოყენებით დამკვეთებს საშუალება ეძლევათ დამატებითი ბენეფიტები მიიღონ.

2026 წელს ასევე მკვეთრად გაიზარდა ჩვენი ბრენდის პროდუქციით დაინტერესება საერთაშორისო მასშტაბით და თითქმის ყოველკვირეულად ვიღებთ სადილერო შემოთავაზებებს ისეთი შორეული ქვეყნებიდან, როგორებიცაა მაგალითად ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და სხვა.

ჩვენი წარმატების მოტივატორი ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელია და რაც მთავარია ეს მოტივაცია და სამომავლო გეგმები ყოველდღიურად ფართოვდება“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

05.10.2026.18:35

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 132.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.05% წინა კვირასთან შედარებით და -0.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 131.10 - 148.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.87% წინა კვირასთან შედარებით და +1.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 388 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 50.35 - 54.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.76% წინა კვირასთან შედარებით და +1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.85 - 48.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა