Rolls-Royce-მა 2026 წლის სრული წლის ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა
Rolls-Royce-მა 2026 წლის სრული წლის ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა, მას შემდეგ, რაც პირველ ნახევარში საოპერაციო მოგება 46%-ით გაიზარდა. სიახლის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ Rolls-Royce-ის ტრანსფორმაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და კომპანიამ საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ოპერაციულ და სტრატეგიულ პროგრესს მიაღწია.
Rolls-Royce-მა განაცხადა, რომ ელის 4.7-4.9 მილიარდი ფუნტის საბაზისო საოპერაციო მოგებას, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 4.0-4.2 მილიარდ ფუნტს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
ნაომი კემპბელი თბილისს ეწვევა - მსოფლიო დონის გრანდიოზული შოუს გენერალური სპონსორია „იელთი ჯგუფი“
06.08.2026.15:17
საქართველოს მოდისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს სრულიად უპრეცედენტო მოვლენა ელოდებათ. 26 სექტემბერს თბილისს პირველად ეწვევა მოდის ინდუსტრიის იკონური ფიგურა და მსოფლიო პოპკულტურის საკულტო ვარსკვლავი — ნაომი კემპბელი.
ამ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების გენერალური სპონსორია „იელთი ჯგუფი“, რომელიც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული და გასართობი პროექტის მხარდამჭერია საქართველოში.
ღონისძიებას მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს, ხოლო ორგანიზატორები — Mono Hall და Boom Boom Booking Agency — სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან. მსოფლიო დონის ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე სრულიად განსხვავებული ამპლუით წარდგება — ამჯერად, როგორც DJ, და შეასრულებს ექსკლუზიურ მუსიკალურ სეტებს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე ჟღერს.
ნაომი კემპბელი დიდი ხანია გასცდა პოდიუმის საზღვრებს და დღეს გლობალური მოდის, სტილისა და თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი თბილისში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სულ უფრო აქტიურად იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე და მსოფლიო დონის ღონისძიებების მასპინძელი ხდება.