მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

news image
mbc image

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ცვლის სამუშაო პროცესებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პროფესიისთვის. მისი სწორად მოხმარების ცოდნა კი მნიშვნელოვანი უნარია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის.

სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?

პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:

• Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;

• Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;

• Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;

• AgileSchool - AI Automation;

• Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;

• ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;

• IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;

• დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;

• ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.

კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.

როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

1. ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;

2. აპლიკაციების გადარჩევა;

3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Flydubai-ის საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 15 წელი შესრულდა

05.11.2026.14:50

დღეს, 5 ნოემბერს, 15 წელი შესრულდა, რაც ავიაკომპანია flydubai საქართველოში ოპერირება დაიწყო. საწყის ეტაპზე ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენას კვირაში მხოლოდ 3 სიხშირით ახორციელებდა, დღესდღეობით კი - მინიმუმ 2 რეისი სრულდება მხოლოდ თბილისის მიმართულებით, რასაც ემატება სეზონური ფრენები ბათუმის მიმართულებითაც. Flydubai- ის მეშვეობით მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ 56 ქვეყნის 125-ზე მეტ ქალაქს ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

ქართველი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებს შემდეგი ქვეყნები წარმოადგენს : ემირატები, ტაილანდი, მალდივები, შრი ლანკა , ინდოეთი, ზანზიბარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით, უახლესი ბორტების სიმრავლითა და კომფორტული ადგილებით როგორც ეკონომ, ასევე ბიზნეს კლასის სივრცეში.

ავიაკომპანია flydubai ერთ- ერთი მოწინავე და ინოვატორი ავიაკომპანიაა საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში. ის ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ტოპ ხუთეულში შედის და წლის განმავლობაში ასობით ათასი მგზავრი გადაყავს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა