რომელ საზღვაო ტურებზეა მოთხოვნა აგვისტოში - Go Tour-ი
„ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯოასთან“ ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური ამბობს, რომ საქართველოდან ტურისტები სექტემბერში ზღვაზე დასვენებას ირჩევენ, ოქტომბერში ევროპაში, ხოლო ნოემბრიდან უკვე იწყება მოთხოვნა ზამთრის ეგვიპტისა და ეგზოტიკური ქვეყნების ტურებზე.
მისი თქმით, შემოდგომის სეზონზე მოთხოვნა უკვე არის და საკმაოდ აქტიურად კეთდება ჯავშნები, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე ტურისტულ სეზონს, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ნომერ პირველი მიმართულება ისევ თურქეთია, სადაც გასულ თვეში ანტალიის ტურებზე დიდი ფასდაკლებები დაფიქსირდა.
„ივნისში ანტალიის ტურები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ერთ კვირიანი პაკეტების შეძენა 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევით 1000 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი. უფრო ბიუჯეტიან 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებში 1 კვირიანი ტური 600-700 ლარი ღირდა. რაშიც შედიოდა პირდაპირი ორმხრივი ავიაბილეთები, ბარგი, ტრანსფერები, სასტუმრო და კვება.
ტენდენცია ივლისში მეტნაკლებად გაგრძელდა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, უცებ გამოცხადდეს ფასდაკლების აქცია, თუმცა ის ფასებში უკვე აღარ რაც ივნისში“, - აცხადებს ნინო წიკლაური.
Go Tour-ის დამფუძნებელი ვერ აკონკრეტებს, ტურზე ფასის შემცირება რომელი კომპონენტის გაიაფებამ გამოიწვია, თუმცა საკუთარი ლოგიკის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ივნისში ავიაბილეთებზე იყო შედარებით დაბალი ფასები.
რაც თავის მხრივ ლოგიკურიცაა, რადგანაც სწორედ ანტალიიდან დაიწყო თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება SunExpress-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტალიას და თბილისს შორის საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა, რამაც ბაზაზე კონკურენცია გაზარდა.
„პაკეტურ ტურის შემთხვევაში ჩვენს სისტემაში არ ჩანს რა რა ღირს, ანუ გაყოფილი არ არის რა რისი ფასია. რომელი კომპონენტი გაიაფდა ამას ვერ ვხედავთ. თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და დავფიქრდებით, ავიაბილეთები იყო გაიაფებული, რადგანაც ყველა სასტუმრო ერთიანად ხომ არ მოილაპარაკებდა და დაწევდა ფასებს?“, - მიიჩნევს წიკლაური.
რაც შეეხება აგვისტოს, ნინო წიკლაურის განმარტებით, აგვისტოში უფრო მაღალი ფასებია.
„ივლისში თუ კიდევ არის მოლოდინი, რომ ფასები დაკორექტირდება, აგვისტოოში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია თურქეთის ტურებზე. დიდია მოთხოვნაა ასევე ეგვიპტეზე, რადგანაც თურქეთთან შედარებით პაკეტური, შეკრული ტურები ეგვიპტეში გაცილებით იაფია. თუ თურქეთში აგვისტოში 2- კაციანი პაკეტი 5000 ლარი ღირს, ეგვიპტეში - 3500 ლარია. დაბალი ფასის გამოდასვენების მსურველები უკვე ეგვიპტეს ირჩევენ. ასევე დიდი მოთხოვნაა ევროპის საზღვაო ტურებზე, როგორიცაა მალტა, კოსტა ბრავა, დუბროვნიკი, აია ნაპა“, - ამბობს წიკლაური.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.