„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით გიგა ოჩხიკიძე, პარალიმპიელი ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
ქართველი პარასპორტსმენები ჩემპიონები არიან. თუმცა, მათი შესაძლებლობები მხოლოდ სპორტული ასპარეზით არ შემოიფარგლება. ისინი მუდმივი მოძრაობის, მოტივაციის და არ გაჩერების ნათელ მაგალითებად გვევლინებიან.
თუმცა, მათ მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატების, მოგებული მედლებისა და დამყარებული მსოფლიო რეკორდების მიუხედავად, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში ჩართულ პარასპორტსმენებს შორისაა გიგა ოჩხიკიძე - პარიზის 2024 წლის პარალიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი, რომლის გამარჯვებამ ქართული პარასპორტის ისტორიაში ახალი გვერდი დაწერა.
გიგა ოჩხიკიძემ 2024 წელს ჯერ კობეში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შემდეგ კი პარიზში პარალიმპიური ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ბირთვი 9.66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ შედეგით ის ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, რომელმაც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქრო მოიპოვა.
2024 მისთვის იმდენად გამორჩეული აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა გიგა 2024 წლის საუკეთესო პარასპორტსმენ კაცად დაასახელა.
თუმცა რეკორდი მისთვის გაჩერების მიზეზი არ აღმოჩნდა. 2026 წლის მაისში გიგამ შვეიცარიაში, ნოტვილში გამართულ პარამძლეოსნობის გრან-პრიზე კვლავ გაიმარჯვა - ამჯერად ბირთვი 7.41 მეტრზე გაისროლა და კიდევ ერთი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გიგას ისტორიას დიდი მიზნებისკენ მუდმივი სწრაფვა და არ გაჩერება გამოარჩევს: დიდი გამარჯვების შემდეგაც იწყება ახალი ვარჯიში, ახალი შეჯიბრი და ჩნდება ახალი მიზანი. ოქრო და მსოფლიო რეკორდი უკვე მისი მიღწევების ნაწილია, მაგრამ არა ბოლო წერტილი.
ჩემპიონობა მხოლოდ მედალი არ არის.
ის არის გამარჯვებამდე მისასვლელი გზა და სურვილი, რომ გამარჯვების შემდეგაც გააგრძელო მოძრაობა და არ გაჩერდე.
გიგას ისტორია სწორედ ამ იდეის ნათელი მაგალითია.
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
გიგა ოჩხიკიძის შემთხვევაში პასუხი შესაძლოა სწორედ იმ ბრენდმა გასცეს, რომელიც მის ისტორიაში მხოლოდ მსოფლიო რეკორდსმენსა და პარალიმპიურ ჩემპიონს კი არა, მუდმივად განვითარებისა და არ გაჩერების მაგალითს დაინახავს - ჩემპიონს, რომლის შემდეგი გამარჯვების ისტორიაშიც თავადაც შეიძლება გახდეს მონაწილე.
ვინ იქნება შემდეგი?
ჩემპიონები უკვე მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.