მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” - გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი

news image
mbc image

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

ზოგჯერ, ყველაზე რთული გადასალახი ფიზიკური საზღვარია. ხანდახან კი ასეთ ზღვრად სხვების შეხედულებები, შიში ან ეჭვი იქცევა. ზაკო მუშკუდიანმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.
დაუღალავი შრომით, დისციპლინით, მოთმინებით და მიზნისკენ სწრაფვით ზაკო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის, რაც შორეულ მიღწევად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს.

უკვე სამი წელია, ზაკო პროფესიონალურ დონეზე ცურავს. მისი დღე დილის 6 საათზე იწყება. პირველი ვარჯიში 07:00-ზე აქვს, მეორე - 16:00-ზე. ერთი შეხედვით, ეს მკაცრი სპორტული რეჟიმია, თუმცა ზაკოსთვის ყოველი ვარჯიში ბევრად უფრო დიდ მიზანთან მიახლოებას ნიშნავს - მას 2028 წლის ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა და ლიცენზიის მოპოვება სურს.

მის სპორტულ გზაზე გარდამტეხი მომენტი 2023 წელს დადგა, როდესაც პირველად მოხვდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე. სწორედ მაშინ დაინახა, რომ ის, რაც მანამდე მხოლოდ სურვილი და სპორტული ჟინი იყო, რეალობად იქცა.

ზაკოსთვის სპორტი მხოლოდ მედლებისთვის ბრძოლა არ არის. ცურვამ მას დისციპლინა გამოუმუშავა, ყოველდღიურმა ვარჯიშმა კი შრომა ცხოვრების წესად აქცია.
2025 წლის 26 ივლისს, სტამბოლში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე, ზაკომ 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა.

თუმცა მისთვის ერთი მედალი საბოლოო წერტილი არ არის. პირიქით - ეს მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც თავად ბევრად უფრო შორს ხედავს. მისი გრძელვადიანი მიზანი ოთხ პარალიმპიურ თამაშში მონაწილეობაა.

“ბევრ მარცხს მოჰყვება გამარჯვება. ჩემთვის მარცხი ნიშნავს მეტ ვარჯიშს და მეტ მოტივაციას, რომ შემდეგში გავიმარჯვო”, - ამბობს ზაკო.

სწორედ ასე უყურებს ზაკო საკუთარ გზას: მარცხი არ არის დასასრული. მარცხი არის მიზეზი, კიდევ ერთხელ ადგე, კიდევ უფრო ბევრი იშრომო და შემდეგი გამარჯვებისთვის მოემზადო.

მას სურს, სხვა შეზღუდული შესაძლებლობების პირებმაც დაინახონ შესაძლებლობები იქ, სადაც შესაძლოა მანამდე მხოლოდ შეზღუდვებს ხედავდნენ.

„მინდა, რომ გამოვიდნენ, არ ჩაიკეტონ. ყველა სპორტში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.“
მისი გზავნილი მარტივია: არ ჩაიკეტო იმ საზღვრებში, რომლებიც სხვებმა, ან შენ თავად, საკუთარ თავში გაავლე. სცადე. იშრომე. ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების.

ჩემპიონობა მხოლოდ მედალი არ არის

ზაკოს ისტორია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სპორტსმენის გზა მედლით არ იწყება და არც მედლით მთავრდება. გამარჯვების უკან დგას უამრავი დილა, როცა მაღვიძარა 6 საათზე რეკავს; ვარჯიში, რომელიც ყოველდღე უნდა გაიარო; მარცხი, რომლის შემდეგაც თავიდან უნდა დაიწყო; და მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის.

სწორედ პარასპორტსმენების და მათი წარმატების ისტორიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება საქართველოს ბანკის ახალი კამპანია - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, შექმნას შესაძლებლობა პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის, რათა მათ მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ზაკო ერთ-ერთია იმ პარასპორტსმენებს შორის, რომელთა ისტორიაც გვახსენებს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ იმ მომენტს არ ნიშნავს, როცა მედალს იღებ. ჩემპიონობა არის გზა, რომელიც მანამდე გაიარე და ის მიზნებიც, რომელთა მისაღწევად ჯერ კიდევ აგრძელებ ბრძოლას.

მისი შემდეგი დიდი მიზანი უკვე მკაფიოდ არის დასახული: 2028 წელი, ლოს-ანჯელესი და პარალიმპიური თამაშები.

გზა გრძელია. მაგრამ როცა მიზანი გაქვს, ყველაფერი შესაძლებელი ხდება, მთავარია, არ გაჩერდე.

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

ჩემპიონები მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო

27.10.2026.18:33

საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.

ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:

• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა