მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რომელი ინტერნეტპროვაიდერის ინტერნეტს აქვს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე მაღალი გადმოწერის სიჩქარე

news image
mbc image

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში მობილური კომუნიკაციების ხარისხის კონტროლი განახორციელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე მაღალი გადმოწერის სიჩქარით „მაგთიკომის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლები სარგებლობენ.

თუმცა კვლევის მიხედვით „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ გადმოწერის სიჩქარე ზღვრულ დონეს, ანუ 5.5 მბიტ/წმ-ს აღემატება. მაგრამ არსებული საზომიდან მნიშვნელოვნად მაღალი სიჩქარეები აქვთ „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“.

 

HTTP პროტოკოლით ფაილის გადმოწერისას დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე (მბიტ/წმ)

 

მაგთიკომი: 41.5 მბიტ/წმ

სილქნეტი : 41.4 მბიტ/წმ

სელფი: 6.3 მბიტ/წმ

 

Kepler-ის გვერდის ჩამოტვირთვის დროს დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე (მბიტ/წმ)

 

მაგთიკომი: 1.55 მბიტ/წმ

სილქნეტი : 1.48 მბიტ/წმ

სელფი: 1.25 მბიტ/წმ

HTTP პროტოკოლით მიმართვისას წარმატებული ცდების პროცენტული მაჩვენებელი

მაგთიკომი: 99.1%

სილქნეტი : 96.1%

სელფი: 94.6%

 

მონაცემთა გადაცემის მომსახურების შეფასების მიზნით, თითოეული სესია შედგება სხვადასხვა სახის
დავალებებისგან. მონაცემთა ჩატვირთვის სიჩქარის შესაფასებლად საჭიროა, მოხდეს ფიქსირებული
ზომის ფაილის სერვერზე ატვირთვა/ჩამოტვირთვა (ETSI TR 102 678-ს რეკომენდაცია):
• მიმაგრება ოპერატორის ქსელთან, სესიის გახსნა და კონტექსტის აქტივაცია (Attach);
• ICMP Ping – 10 წამი სესიისათვის, თითოეული პინგის ტაიმ-აუტი 3 წმ, 1000 მწ. Ping-ს შორის
• HTTP ჩატვირთვა (Kepler reference WEB გვერდი ETSI TR 102 505 V1.2.1, მოცდის დრო 30 წამი)
• HTTP DL (HTTP ჩამოტვირთვა, 10 წამის განმავლობაში, მოცდის დრო 10 წამი)
• FTP UL (FTP პროტოკოლით 10 წამის განმავლობაში სერვერზე ატვირთვა, მოცდის დრო 10 წამი)
• სესიის დახურვა.

 

მონაცემთა გადაცემის შეფასებისას იზომება შემდეგი პარამეტები:


• ICMP (Ping) - კარგია, როდესაც <=90 მწ.
• HTTP (Downlink Speed) - მინიმალური: >= 0.2 მბიტ/წმ; კარგი: >= 5.5 მბიტ/წმ.
• FTP (Uplink Speed) - მინიმალური: >= 0.2 მბიტ/წმ; კარგი: >= 5.5 მბიტ/წმ.

აღსანიშნავია,რომ კომისიის მიერ ანგარიში მოიცავს „დრაივ ტესტის“ ინფორმაციას და მისი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით მობილური მომსახურეობების ხარისხის კვლევა და მონიტორინგი.

მსგავსი კვლევები ევროპის უმეტეს ქვეყნებში ტარდება და მისი მიზანია მობილური მომსახურების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება, მომსახურებების ხარისხის გაზრდას და კავშირის მდგრადობის უზრუნველყოფა.

ანგარიში ასახავს მობილური ქსელების შეფასების ისეთ მახასიათებელს, როგორებიცაა ქსელის დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ინტერფერენციის დონე, ფიჭიდან ფიჭაზე გადასვლის კორექტულობა, განხორციელებული ზარების სტატისტიკა და სხვა. საერთაშორისო პრაქტიკის და რეკომენდაციების მიხედვით, თითოეულისათვის განსაზღვრულია შესაბამისი KPIs (Key Performance Indicators), რომლებიც განაპირობებენ წარმადობის ძირითად მახასიათებლებს.

ასევე, განსაზღვრულია ქსელის ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გაწეული მომსახურებების ხარისხზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა