რომელი კომპანია ლიდერობს IPTV-ს ბაზარზე
IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 6%-იან ზრდას აჩვენებს. comcom-ის ინფორმაციით, სექტემბერში IPTV-ის აბონენტების რაოდენობამ 622 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის სექტემბერში მათი რიცხოვნობა 588 ათასს აღწევდა. შესაბამისად სექტემბრიდან სექტემბრამდე პერიოდში PTV-ის აბონენტების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი.
5%-იანი ზრდაა IPTV-ის საცალო შემოსავლების მიმართულებით. თუ კი 2023 წლის სექტემბერში IPTV-ის საცალო შემოსავლების რაოდენობა 11 მლნ ლარს აღწევდა, 2022 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 10 მლნ ლარის დონეზე იყო.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი IPTV-ის აბონენტები კომოპანია „მაგთიკომს“ ყავს.
IPTV-ის აბონენტების გადანაწილება, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით ასეთია:
მაგთიკომი - 54,6%
სილქნეტი - 37,8%
სხვა - 7,5%.
comcom-ის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში 2022 წლის სექტემბერთან შედარებით გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები, ხოლო მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" აბონენტების რაოდენობა.
PTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:
მაგთიკომი - 53,8%
სილქნეტი - 39,7%
სხვა - 6.5%.
(პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).
ეს მაჩვენებლები კი იმას მოწმობს, რომ 2023 წლის სექტემბერში მცირედით გაზრდილია „სილქნეტის“ შემოსავლები, მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" შემოსავლები და მცირე ოპერატორების შემოსავლები გაზრდილია მნიშვნელოვნად.
IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.