მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები სოფლის მეურნეობაში - „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორის შეფასება

news image
mbc image

ვიწყებთ რეგისტრაციას პროფესიულ პროგრამებზე- ფერმერობა და  რძის პროდუქტების წარმოება, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

„სწავლა იწყება 25 ნოემბერს. ახლა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროგრამები ორწლიანია და სტუდენტები იცხოვრებენ ადგილზე და უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.

ფერმერობა და რძის პროდუქტების წარმოება, ორივე მოთხოვნადი პროფესიაა ბაზარზე, თუმცა აპლიკანტების მხრიდან დაინტერესება დაბალია. 8 ადგილი გვაქვს გამოცხადებული ორივე პროგრამაზე და გასული წლების მაგალითს თუ განვიხილავთ, დატვირთულობა 45% იყო. წელს მივიღებთ მეოთხე ნაკადს, ორმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა“,- განაცხადა თინათინ მახარაძემ .

რაც შეეხება ამ პროფესიებთან მიმართებით დაბალ ინტერესს, „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

„პირველ რიგში, თვითონ პროფესიული განათლება არ არის საქართველოში პოპულარული და ისედაც ნაკლებია მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე. მეორეა ის, რომ  სამწუხაროდ საქართველოში ფერმერობა პროფესიად არ აღიქმება. უფრო დიდი მოთხოვნაა მოკლევადიან კურსებზე, შედეგად ფერმერები ცდილობენ, რომ ცოდნის დანაკლისი შეივსონ, რაც ამ პრობლემის დაგვიანებული გადაჭრაა, რადგან ფერმას ყიდულობენ, საქმიანობას იწყებენ და მერე აღმოაჩენენ, რომ ამისთვის განათლება არ ჰყოფნით“,- ამბობს თინათინ მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ „შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში“სტუდენტები ისწავლიან და იცხოვრებენ შვეიცარიული სტანდარტის, კეთილმოწყობილ კამპუსში. დამატებით გათვალისწინებულია შვეიცარიული საავტორო პროგრამები და მასტერკლასები. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობაა - 2 წელი. სტუდენტის გადასახდელი თანხაა 4000 ლ/წელიწადში. დმანისელ სტუდენტებს გადასახადის 50% უფინანსდებათ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. თანხაში შედის: სწავლა (თეორია & პრაქტიკა) და საავტორო პროგრამები, ცხოვრება და სრულფასოვანი კვება კეთილმოწყობილ კამპუსში 2 წლის განმავლობაში

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა