მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა - როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო „საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება“

news image
mbc image

არის მოძრაობები, რომლებიც მხოლოდ სცენისთვის არ იქმნება.

ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს - ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება სუხიშვილების ახალი ვიდეო, “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და სააგენტო JOYBOY-ის შემოქმედებითი კონცეფციით შეიქმნა. ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, ადგილი და ადამიანები დგანან.

მთავარი სცენა ყოველთვის სამშობლოა

ვიდეოს კონცეფციის შექმნისას სააგენტო JOYBOY-ისთვის მთავარი ამოცანა მხოლოდ ახალი ვიზუალური ნარატივის პოვნა არ ყოფილა. მათი მიზანი იყო, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია.

„სუხიშვილების ნებისმიერი კომუნიკაცია ქართული იდენტობის გადმოცემას ემსახურება. ამჯერად გვინდოდა, ანსამბლი დაგვებრუნებინა რეგიონებისთვის - იმ კუთხეებისთვის, საიდანაც დაიბადა ქართული ცეკვების მრავალფეროვნება, თავად მოცეკვავეები და მთლიანად ანსამბლიც. მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს არაერთ სცენაზე უცეკვიათ, მთავარი სცენა ყოველთვის საკუთარი ხალხისა და საკუთარი მიწის წინაშეა,“ - ამბობენ JOYBOY-ში.

ამ იდეიდან დაიბადა მარშრუტიც, რომელმაც მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურა - მთებიდან ზღვამდე, ჩანჩქერებიდან ძველ სანატორიუმებამდე.

კამერა, რომელიც მხოლოდ აკვირდება

ვიდეოს ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოძრაობა არასდროს წყდება. ლოკაციები იცვლება, თუმცა რიტმი უწყვეტად გრძელდება.

ამ ეფექტის მიღწევა მარტივი არ ყოფილა.

ვიდეოს რეჟისორის, გიორგი მეშველიანის თქმით, გადაღების პროცესში ბევრი გადაწყვეტილება ადგილზე, ექსპერიმენტების შედეგად მიიღეს.

„ლოგისტიკური სირთულეების გამო გადაღების პროცესი ნაწილობრივ იმპროვიზებული იყო. რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდით, რომ კამერა ძირითადად სტატიკური უნდა დარჩენილიყო, ხოლო დინამიკა თავად მოცეკვავეებსა და პერსონაჟებს შეექმნათ. საბოლოოდ სწორედ ამან შეინარჩუნა ვიდეოს ვიზუალური მთლიანობა და თავიდან აგვარიდა ქაოსი.“

ამავე პრინციპმა განსაზღვრა კამერის როლიც.

„სუხიშვილებს ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი ბუნებრივად აქვთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ მისი დაფიქსირება იყო. ამიტომ კამერა მაყურებლის როლში რჩება - არ ერევა, არ ცდილობს ყურადღების გადატანას, უბრალოდ აკვირდება უწყვეტ მოძრაობას“, - აღნიშნავს გიორგი მეშველიანი. 

საქართველო - როგორც ერთი დიდი სცენა

ვიდეოში თითოეული ლოკაცია განსხვავებულია, თუმცა ერთმანეთთან საერთო ემოციით არის დაკავშირებული.

გიორგი მეშველიანისთვის მთავარი კრიტერიუმი სწორედ საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების ჩვენება იყო.

„ამოსავალი წერტილი ლანდშაფტის მრავალფეროვნება იყო. საქართველოს არც ერთი კუთხე არ ფლობს ამ მრავალფეროვნებას ექსკლუზიურად - ეს მთელი ქვეყნის საერთო მემკვიდრეობაა. ამიტომ მარშრუტიც ისე დაიგეგმა, რომ მაქსიმალურად ეჩვენებინა საქართველო - მთები, ზღვა, ჩანჩქერები, ძველი სანატორიუმები და სრულიად განსხვავებული გარემოები“, - აღნიშნავს ის. 

როცა ისტორია თანამედროვე ენაზე ლაპარაკობს

სუხიშვილების 80-წლიანი ისტორიის თანამედროვე ვიზუალურ ფორმაში გადმოტანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოქმედებითი გამოწვევა იყო.

JOYBOY-ში ამბობენ, რომ ასეთ დროს ყველაზე რთული არჩევანია - რა უნდა მოჰყვე და რა დატოვო კადრს მიღმა.

„ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოსაყოლია და არაფერი უნდა დაიკარგოს. ამიტომ გიწევს საუკეთესო დეტალების შერჩევა, მუდმივი ფიქრი და დახვეწა. ამ პროცესში აქტიურად ვმუშაობდით ანსამბლთან, ვუსმენდით მათ ისტორიებს, ვატარებდით ინტერვიუებს. საბოლოოდ, თითქოს ცოტა ხნით თავადაც სუხიშვილი ხდები, თუმცა ამავდროულად მაყურებლის თვალსაც ინარჩუნებ. სწორედ ამ ორ ხედვას შორის იბადება სწორი ბალანსი.“

მოძრაობა, რომელიც არ ჩერდება

საქართველოს ბანკისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია სუხიშვილების გენერალური სპონსორია, ეს პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობა, მუდმივი განახლება და ტრადიციის თანამედროვე ფორმით გაგრძელება ბუნებრივად ეხმიანება საქართველოს ბანკის არ გაჩერების ტრადიციას - მიდგომას, რომელიც განვითარებას, ინოვაციასა და მუდმივ წინსვლას ეფუძნება. სწორედ ამ საერთო ხედვის გაგრძელებაა ვიდეო “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოძრაობა მაშინაც გრძელდება, როცა ფესვებს არ კარგავ. 

„სუხიშვილების ცეკვა საქართველოს თითოეული კუთხის უნიკალურ ხასიათს ინახავს და მოძრაობად ქცეულ ტრადიციას მსოფლიოს აცნობს. სწორედ ამიტომ, სუხიშვილები საქართველოს შემოქმედებაა, რომელიც არ ჩერდება. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მემკვიდრეობის მხარდაჭერას, რომელიც ქართულ იდენტობას აძლიერებს, მომავალ თაობებს შთააგონებს და ტრადიციას განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სწორედ ამ საერთო ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა,“ - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

სუხიშვილების რეპერტუარში თითოეული დადგმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათს ინახავს - იქნება ეს „შეჯიბრი“, „სვანური“, „ხევსურული“, „ჯუთა“, „ცდო“, „ნანილა“ თუ „ჯარა“. თითოეული მათგანი კონკრეტული ისტორიის, ტრადიციისა და ადამიანების გამოცდილების გაგრძელებაა.

სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ვიდეოც, რომელიც გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, განცდა და გამოცდილება დგას. 

შედეგად შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ სარეკლამო ვიდეო არ არის. ის გვახსენებს, რომ მოძრაობა, რომელმაც ათწლეულების წინ საქართველოს სოფლებში, მთებსა და ეზოებში დაიწყო, დღესაც გრძელდება - იმავე ენერგიით, იმავე ავთენტურობით და იმავე სურვილით, საკუთარი კულტურა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს.

და სწორედ ამიტომ, სადაც არ უნდა იცეკვონ სუხიშვილებმა, მათი მთავარი სცენა ყოველთვის საქართველოა.

მეტისთვის ნახეთ ვიდეო

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა

22.07.2026.19:15

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატს, ილია ჯახაიას შეხვდა. ილია ჯახაია Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკის დაფინანსებით, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, Colorado School of Mines-ში სრული დაფინანსებით სწავლობს.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია და ახალგაზრდებს აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით განათლების შესაძლებლობას. ერთ ერთინ ასეთი პროექტია Fulbright-ის პროგრამაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო საერთაშორისო განათლება, დააგროვოს უნიკალური გამოცდილება და ეს ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. წარმატებას ვუსურვებ ილია ჯახაიას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება, ჩვენ კი ვაგრძელებთ განათლების შესაძლებლობების შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„შეხვედრა ვისაუბრეთ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე. მათ შორის, ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დაბრუნებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე,- აღნიშნა ილია ჯახაიამ.

საქართველოს ბანკმა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის სტიპენდია მიიღო 17-მა სტუდენტმა. მომავალში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს მათთვის სასურველი მიმართულებით იღებენ. მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება, შეიძინონ გლობალური გამოცდილება და ცოდნა საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენონ.

ინფორმაციისთვის, Fulbright 1946 წელს შეიქმნა და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. პროგრამაში ყოველწლიურად მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები მონაწილეობენ, ხოლო მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა